Wonambi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wonambi

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  †Madtsoiidae
გვარი:  Wonambi
სახეობა:  Wonambi naracoortensis
სმიტი, 1976
Wonambi barriei
სკანლონი, 2000
ლათინური სახელი
Wonambi

Wonambiგველების ნამარხი გვარი Madtsoiidae ოჯახისა. ამჟამად შეიცავს 2 გიგანტურ სახეობას. გვარი წარმოადგენდა ავსტრალიის უნიკალური მეგაფაუნის ერთ-ერთ ნაწილს. გვარის ტიპური სახეობაა Wonambi naracoortensis, რომელიც სიგრძეში 5-6 მეტრს აღწევდა[1]. Wonambi-ის წარმომადგენლები არსებობდნენ მიოცენიდან პლეისტოცენამდე.

ეს გველები, სავარაუდოდ, ნადირობისას ჩასაფრებას ანიჭებდნენ უპირატესობას. მსხვერპლს გუდავდნენ. მათი პატარა ზომის თავის ქალა ძლიერ ზღუდავდა ნადირობის ობიექტის ზომას.

Wonambi naracoortensis-ის ნაშთები აღმოაჩინეს ნარაკურტში, სამხრეთ ავსტრალიაში[2]. სახელწოდება Wonambi თავად ავსტრალიელ აბორიგენებს ეკუთვნით. მათი აზრით, ახლად აღმოჩენილი სახეობა იყო გველი „ოცნების დროდან“ (მითოლ. Altjeringa). ამ გველს აბორიგენები და ევროპელები ხშირად ადარებდნენ მითოლოგიურ ცისარტყელას გველს. დასავლეთ ავსტრალიელი ნუნგარის ხალხის მითოლოგიაში არსება Wagyl მეტად ემსგავსება სამხრეთ ავსტრალიელების Wonambi-ს.

ოჯახი Madtsoiidae, რომლის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ბინადრობდნენ, მიახლოებით 55 მილიონი წლის წინ გადაშენდა. თუმცა გვარი Wonambi-ს სახეობები კვლავ განაგრძობდნენ არსებობას ავსტრალიის ტერიტორიაზე და გადაშენდნენ უკანასკნელი 50,000 წლის განმავლობაში.

Wonambi naracoortensis ცხოვრობდა პლეისტოცენში, გამყინვარების პერიოდში. ბინადრობდა წყალთან ახლოს, მიუვალ ადგილებში და ნადირობდა კენგურუებზე, სხვა მასიურ ჩანთოსნებზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, აბორიგენების კულტურაში ბავშვებს აკრძალული ჰქონდათ ასეთ ადგილებში დამოუკიდებლად წასვლა. დასავლეთ ავსტრალიაში მცხოვრები ნუნგარის ხალხი მსგავს ადგილებს Wagyl-ის წმინდა ქალაქებად მოიხსენიებდა.

ტიმ ფლანერი ამტკიცებს, რომ გვარის ეს სახეობა, ავსტრალიის მეგაფაუნის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადაშენდა ავსტრალიელი აბორიგენების საქმიანობის შედეგად (მაგალითად, როგორიცაა ტერიტორიის გადაწვა, ცხოველებისა და მცენარეების საარსებო არეალის შეცვლის მიზნით)[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯონ სკანლონი. ; მაიკლ ლი (იანვარი 2000)პლეისტოცენური გველი Wonambi და გველების ადრეული ევოლუცია. Nature (ჟურნალი) 403, 416-420.
  2. ეჰმანი, ჰერალდი (1993). ამფიბია და რეპტილია, ავსტრალიის ფაუნა. ავსტრალიური მთავრობის საბეჭდი სამსახური, გვ. 15. ISBN 978 0 644 32429 8. 
  3. ტიმ ფლანერი (1994). The Future Eaters: ავსტრალიური მიწებისა და ხალხის ეკოლოგიური ისტორია, ISBN 0-8021-3943-4 ISBN 0-7301-0422-2
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wonambi&oldid=3990279“-დან