Visual Basic

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Visual Basic (VB) — დაპროგრამების პოპულარული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად და მოხერხებულად შეიქმნას ოპერაციული სისტემა Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე პროგრამები, ანუ, როგორც მათ უწოდებენ Windows-ის დანართები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ის თითქმის ნებისმიერი ხასიათის, მათ შორის ინტერნეტის შესაძლებლობების გამოყენების უნარის მქონე, დანართის შექმნის მძლავრი ინსტრუმენტული საშუალებაა.

Visual Basic-ის პროგრამული პროექტის მომზადება ხდება სპეციალურ გარემოში, რომელსაც VB-ის დაპროექტების გარემო ეწოდება. ის არის ეკრანული და დიალოგიური ფანჯრების, მენიუების, ინსტრუმენტების ზოლების ერთობლიობა და ემსახურება გრაფიკული ინტერფეისის შექმნას, პროგრამული კოდის შედგენას, პროგრამის გამართვას და შესრულებას.

პროგრამული პროდუქტის შექმნის პროცესს ხშირად დაპროექტებას უწოდებენ, ხოლო თავად დაპროგრამების ზემოაღნიშნულ ენას — დაპროექტების სისტემას. ამგვარად, VB როგორც დაპროექტების სისტემა შეიცავს დაპროექტების ენას Visual Basic, პროგრამის ტრანსილაციისა და გამართვის საშუალებებს, სამუშაო გარემოს, რომელშიც გრაფიკული ინტერფეისი შეიქმნება და მოხდება პროგრამის შედგენა და შესრულება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Visual_Basic&oldid=3101798“-დან