Victorinox

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Victorinox AG
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 1884 წ
სათავო ოფისი შვიცი, შვეიცარია
პროდუქცია შვეცარიის არმიის დანები, საათები, სამზარეულოს დანები, სამგზავრო ჩანთები
შემოსავალი $405,3მილიონი (2008)
თანამშრომელი 1700 (2009)

ვიქტორინოქსი (Victorinox) — შვეიცარიული დანების უდიდესი ფირმა და ორიგინალური შვეიცარიული ჯიბის დანების ორი მწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთი. სახელწოდება შედგება დამაარსებლის დედის ვიქტორიას და უჟანგავი ფოლადის საერთაშორისო სახელწოდების INOX შეერთებისგან. ორიგინალური შვეიცარიული დანების მეორე კომპანია ვენგერი 2005 წელს შეიძინა ვიქტორინოქსმა, თუმცა იგი კვლავ რჩება დამოუკიდებელ მწარმოებლად.

ფირმა მდებარეობს იბახში, შვიცის კანტონაში, სადაც დაარსებულ იქნა 1884 წელს კარლ ელსენერის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 910 კაცი, ხოლო ვენგერში 150.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალი შვეიცარიული ჯიბის დანა Huntsman სერიიდან ოფიცრის დანა

მე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიის ჯარმა გადაწყვიტა თავისი ჯარისკაცებისთვის შეეძინა დანები, რომლებსაც ჯარისკაცები საჭმლის ჭამის დროსაც და იარაღის გაწმენდაშიც დაიხმარებდნენ.

იმ დროს შვეიცარიაში დანების წარმოება სუსტად იყო განვითარებული. ამიტომაც 1884 წელს მჭედელმა კარლ ელსენერმა დააარსა „შვეიცარიული დანების სამჭედლოს გაერთიანება“, რათა ჯარისკაცებისთვის დანები საკუთარ სამშობლოში ეწარმოებინა. შვეიცარიის არმიისთვის პირველი მიწოდება 1891 წელს მოხერხდა.

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორინოქსი დღეში საშუალოდ 100 000 ერთეულ დანას უშვებს. ცნობილი ჯიბის დანების გარდა იგი აწარმოებს სამზარეულო და სხვა სპეციალურ სამუშო დანებსაც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Victorinox&oldid=4110101“-დან