Van Der Graaf Generator

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Van Der Graaf Generator

გაი ევანზი და ჰიუ ბენტონი
ბიოგრაფია
წარმოშობა მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
აქტიური 1967–1972, 1975–1978, 2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury, Charisma, Fontana, Vertigo, Probe, Dunhill, Virgin
წევრები ჰიუ ბენტონი
გაი ევანზი
პიტერ ჰემილი
ყოფილი წევრები ჩარლზ დიკი
კიტ ელისი
დევიდ ჯექსონი
ნიკ პირნი
ნიკ პოტერი
ჯაჯ სმითი
გრემ სმითი
საიტი sofasound.com
Van Der Graaf Generator ვიკისაწყობში

Van Der Graaf Generatorინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფი. იგი ჩამოყალიბდა 1967 წელს, მანჩესტერში. თავდაპირველად მის შემადგენლობაში იყვნენ: პიტერ ჰემილი (გიტარა, ვოკალი), ნიკ პირნი (ორგანი) და ჯაჯ სმითი (დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი შემადგენლობით კოლექტივმა ჩაწერა მხოლოდ სინგლი, „The People You Were Going To“, შემდეგ კი, 1969 წელს დაიშალა და დაბრუნდა ჰიუ ბენტონთან ერთად.

მოგვიანებით ჩამოყალიბდა ჯგუფის ახალი შემადგენლობა, რომლის მენეჯერად იქცა ტონი სტრეტონ-სმითი. მათ დაემატა ბას-გიტარისტი კიტ ელისი. მუსიკოსი გაი ევანზი (დასარტყმელი საკრავები) ასევე შეუერთდა კოლექტივს. ერთად მათ ჩაწერეს რამდენიმე დემო-სიმღერა და გამოსცეს სინგლი "People You Were Going To"/"Firebrand" (Polydor Records).

მცირე ტურისა და სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ ჯგუფი კვლავ დაიშალა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი ტექნიკის მოპარვა და კომპანიის Mercury Records პროტესტი პიტერ ჰემილის, როგორც ჯგუფის მონაწილის, მოღვაწეობაზე. ჰემილს ამ ლეიბლთან უკვე ჰქონდა კონტრაქტი, როგორც სოლო-მუსიკოსს.

1969 წელს ჰემილმა ასევე გადაწყვიტა საკუთარი სოლო-ალბომის ჩაწერა. ბენტონი, ევანზი და ელისი შეუერთდნენ მას და ერთად ჩაწერეს დისკი The Aerosol Grey Machine. Mercury Records საბოლოოდ დათანხმდა ამ დისკის გამოშვებაზე, მაგრამ სანაცვლოდ ჰემილი კარგავდა მათთან კონტრაქტს. დისკი გამოიცა მხოლოდ აშშ-ში.

Charisma Records, რომელიც ტონი სტრეტონ-სმითის ჩამოყალიბებული ლეიბლი იყო, დათანხმდა Van Der Graaf Generator-ის ალბომების გამოცემაზე და ჯგუფმა დაიწყო მუშაობდა მეორე ალბომზე, The Least We Can Do Is Wave To Each Other. ამ დროისათვის ელისმა დატოვა ჯგუფი და მას ჩაენაცვლნენ ნიკ პოტერი და დევიდ ჯექსონი. შესაბამისად, ჯგუფის მუსიკა მრავალფეროვანი გახდა, საქსოფონისა და ფლეიტის დახმარებით.

მიღწეული იქნა ახალი ჟღერადობა, რამაც უკან მოიტოვა ალბომის The Aerosol Grey Machine ფსიქოდელიური განწყობა, შემოიტანა ბნელი ტექსტურები და შეითავსა ჯაზური და კლასიკური მუსიკის ელემენტები. The Least We Can Do Is Wave To Each Other დადებითად მიიღეს და მას მოჰყვა შემდეგი ალბომი H to He, Who Am the Only One. ამ ალბომის ჩაწერისას ჯგუფი დატოვა პოტერმა და კოლექტივი ბას-გიტარისტის გარეშე დარჩა. ბენტონმა სტუდიაში თავის მოვალეობას შეუთავსა ბას გიტარისტის როლიც. ალბომზე ასევე დაუკრა რობერტ ფრიპმა — სიმღერაში "The Emperor in His War-Room".

ჰემილის/ბენტონის/ჯექსონის/ევანზის ოთხეულმა, რომელიც დღეს კლასიკურ შემადგენლობად ითვლება, ჩაწერა შემდეგი ალბომიც, Pawn Hearts (ბევრი მას ჯგუფის საუკეთესო ნამუშევრად თვლის). მასში შეტანილია მხოლოდ სამი პომპოზიცია: "Lemmings", "Man-Erg" და 23 წუთიანი კონცეპტუალური "A Plague of Lighthouse Keepers". ფრიპი კვლავ გამოჩნდა მოწვეული სტუმრის სახით. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში, სადაც იგი 12 კვირის განმავლობაში ჩარტის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. იტალიური ტურნე შეწყვეტილი იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციების ქმედებების გამო. 1970-1972 წლებში ჯგუფი მოგზაურობდა, მაგრამ კომპანიიდან Charisma Records ამ პერიოდში ძალიან მცირე მხარდაჭერა იყო, ასე რომ ჯგუფი კვლავ დაიშალა და ჰემილი სოლო-კარიერით დაკავდა. დარჩენილმა წევრებმა ჩამოაყალიბეს ტრიო "The Long Hello" და სესიურ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერეს ალბომი The Long Hello (1973).

მაგრამ ჰემილის წასვლის შემდეგ მისი ყოფილი კოლეგები კვლავ ჩნდებოდნენ მის სოლო-ალბომებზე. 1975 წლისათვის მათ კვლავ გადაწყვიტეს შეერთება და 12 თვეში 3 სტუდიური ალბომი ჩაწერეს. ჯგუფის წევრები თავად იქცნენ ალბომების პროდიუსერებად. ეს იყო ალბომები Godbluff, Still Life და World Record.

ამის შემდეგ მათი გზები კვლავ გაიყო. თავდაპირველად ახალი Van Der Graaf Generator დატოვეს ბენტონმა და ჯექსონმა. დაბრუნდა ნიკ პოტერი, ბენტონი კი შეცვალა მევიოლინე გრემ სმითმა (ჯგუფიდან String Driven Thing). ამ შემადგენლობით ჩაიწერა დისკი The Quiet Zone/The Pleasure Dome. მათ ასევე შეამოკლეს ჯგუფის სახელწოდება და იგი გახდა Van Der Graaf. მათ შეუერთდა ჩარლზ დიკი. საკონცერტო ტურნეს შემდეგ გამოიცა ამ ტურის ჩანაწერების ალბომი Vital. 1978 წლისათვის, როდესაც იგი გამოჩნდა გაყიდვაში, კოლექტივი კვლავ არ არსებობდა. ამის შემდეგ გამოვიდა კიდევ ერთი დისკი Time Vaults, რომელიც მანამდე უცნობი ჩანაწერებისგან შედგებოდა.

წლების განმავლობაში ბენტონი, ჯექსონი თუ ევანზი კვლავ ჩნდებოდნენ ჰემილის სოლო-დისკებზე. 1991 წელს, დევიდ ჯექსონის მეუღლის 40ე დაბადების დღეზე ისინი გამოვიდნენ ერთად და დაუკრეს რამდენიმე სიმღერა. 1996 წელს ჯგუფი გამოვიდა პიტერ ჰემილისა და გაი ევანზის კონცერტზე და შეასრულა "Lemmings". 2003 წელს დედოფალ ელისაბედის დარბაზში, ლონდონში. წინასწარ ამ კონცერტის შესახებ თითქმის არავინ იცოდა.

კონცერტის შემდეგ მათ ჩაწერეს ახალი, ორმაგი ალბომი Present. იგი გამოიცა 2005 წელს და ბევრი დადებითი შეფასება მიიღო. ლევერკუზენში გადაღებული კონცერტი გადაიცა ტელეეთერში 2006 წელს.

2005 წელს ჰემილმა განაცხადა, რომ ჯგუფი დაბრუნდება კლასიკური შემადგენლობით, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯექსონმა დატოვა იგი, Van Der Graaf Generator იქცა ტრიოდ.

ერთად მათ ჩაწერეს საკონცერტო ალბომი Real Time, რომელიც გამოვიდა ჰემილის საკუთარ ლეიბლზე Fie! Records. მასში შეტანილი იქნა ჯგუფის მიერ 2005 წელს სამეფო საფესტივალო დარბაზში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი.

ტრიომ ჩაწერა სტუდიური დისკი "Trisector", რომელიც გამოიცა 2008 წლის 17 მარტს. ამავე წელს მან ჩაატარა ევროპული და იაპონური ტურები.

2011 წლის 14 მარტს გამოვიდა ჯგუფის შემდეგი სტუდიური ალბომი A Grounding in Numbers. 2012 წლის ივნისში გამოიცა ინსტრუმენტული ალბომი ALT.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 68-71 (1972)
  • Repeat Performance (1980)
  • First Generation (1986)
  • Second Generation (1986)
  • Now and Then (ჯგუფი ჰემილის გარეშე. ინსტრუმენტული კომპოზიციების არაოფიციალური კრებული) (1988)
  • I Prophesy Disaster (1993)
  • An Introduction (2000)
  • The Box (4 დისკიანი ყუთი იშვიათი მასალით) (2000)

ვიდეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Masters From the Vaults (ბელგიური ტელევიზია, მარტი 1972) (2003) (DVD)
  • Godbluff Live (1975 წლის კონცერტი) (2003) (DVD)
  • Inside VdGG (ორი წინა კონცერტი და ბით კლუბი, 1970) (2005) (DVD)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეი კრისტოპულოსი და პ. სმარტი (2005) Van der Graaf Generator - წიგნი (გამომცემლობა "Phil and Jim") ISBN 0-9551337-0-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]