VII ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
U995 2004 1.jpg
U-995 - VIIC ტიპის წყალქვეშა ნავი
მოქმედების პერიოდი 1936—1970
სიჩქარე (წყალზედა/წყალქვეშა) 17,7 - 8 კვანძი.
მაქსიმალური სიღრმე 320 მ.
ეკიპაჟი 52 ადამიანი
შეიარაღება 11 - 14 ტორპედო
საზენიტო კომ.
88 მმ. ქვემეხი
წყალწყვა (წყალზედა/წყალქვეშა) 769 ტ. - 871 ტ.
სიგრძე 67,1 მ.
სიგანე 5,85 — 6,2 მ.
ძალოვანი აგრეგატი 1 700 — 2 400 კ.ვტ

VII ტიპის წყალქვეშა ნავები წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ფლოტის საყრდენ ძალას. კრიგსმარინეს შეიარაღებაში შედიოდა დაახ. 700 ერთეული. ამ ტიპის ნავების უმრავლესობა წარმოებული იყო კომპანია AG Weser-ის მიერ. ომის განმავლობაში, VII ტიპის წყალქვეშა ნავებმა განიცადეს სერიოზული მოდიფიკაცია: დაემატა ტორპედოები და რადარსაწინააღმდეგო სისტემები; გაიზარდა დიზელის ძრავების სიმძლავრე და ა.შ. გემბანზე დამონტაჟებული იყო 88 მმ. კალ. სწრაფმსროლელი ქვემეხი 220 ჭურვით. წყალქვეშა ნავებისთვის ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა საჰაერო თავდასხმები. მოკავშირეთა თვითმფრინავებზე ადრეული გაფრთხილების რადარების გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა წყალქვეშა ფლოტის დანაკარგები. ნაცისტურმა გერმანიამ მიმართა რამდენიმე ხერხს: წყალქვეშა ნავებზე გაუმჯობესდა იზოლაცია და დამონტაჟდა მძლავრი საზენიტო დანადგარი FLAK.

  • სტატისტიკური მონაცემებით, ომში ყველაზე დიდი პროცენტული დანაკარგი ჰქონდა გერმანულს წყალქვეშა ფლოტს: დაიღუპა პირადი შემადგენლობის დაახ. 75% (28 000 მეზღვაური).


VIIB U-47 (მოდელი)
U-47 (მოდელი)
















მოდიფიკაციები[რედაქტირება]

VII ტიპის წყალქვეშა ნავების ძირითადი მოდიფიკაციები:
VIIA, VIIB, VIIC, VIIC/41, VIIC/42 VII U-flak, VIID და VIIF


სპეციფიკაციები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]