UNKLE

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
UNKLE
UNKLE.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ელექტრონული მუსიკა
ტრიპ-ჰოპი
ელექტრონული როკი
აქტიური 1994 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mo' Wax
Global Underground
Surrender-All
საიტი www.Unkle.com
წევრები
ჯეიმზ ლავილი
პაბლო კლემენტსი
ყოფილი წევრები
დიჯეი შედოუ
ტოშიო ნაკანიში
მასაუკი კუდო
ტიმ გოლვორთი
რიჩარდ ფაილი

ანკლი (ინგლ. UNKLE) — ბრიტანული მუსიკალური კოლექტივი, ჩამოყალიბებული 1994 წელს, სკოლის მეგობრების ჯეიმზ ლავილისა (James Lavelle) და ტიმ გოლვორთის (Tim Goldsworthy) მიერ. პროექტის ძირითადი მიმდინარეობა არის ტრიპ-ჰოპი. სხვა მუსიკოსებთან ერთად კოლექტივში იყო პროდიუსერი დიჯეი შედოუ (DJ Sadow).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პირველი ინკარნაცია (1994—1996)[რედაქტირება]

იაპონური ჰიპ–ჰოპ ჯგუფი Major Force-ის (შემდგომში Major Force West) წევრებმა მასაიუკი კუდომ და ტოშიო ნაკანიშიმ შეკრიბეს ჯეიმზ ლავილი და ტიმ გოლვორთი. მათ ასევე მოიყვანეს რამდენიმე მუსიკოსი, მათ შორის მანი მარკი (ინგლ. Money Mark) (ჯგუფ ბისტი ბოიზის მეკლავშე), ჯგუფი Scratch Perverts, იაპონელი ტანსაცმლის დიზაინერი ნიგო და ტაგაკი კანი (ასევე Major Force-ის წევრები). მათ 1994 წელს გამოუშვეს პირველი EP სახელწოდებით The Time Has Come ლავილის ხმის ჩამწერ სტუდიაში Mo' Wax.

1995 წელს სადებიუტო ალბომზე მუშაობისას ლავილს და გოლდვორთის უთანხმოება მოუვიდათ მუსიკის სტილთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც გოლდვორთის უნდოდა შეენარჩუნებინა ძველი მიმდინარეობა, ლავილი აპირებდა პროექტში მოეწვია სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ და როკ შემსრულებლები, რის გამოც ტიმ გოლდვორთიმ დატოვა პროექტი და დაიწყო მუშაობა ბელფასტელ მუსიკოსთან და პროდიუსერთან დევიდ ჰოლმსთან (ინგლ. David Holmes) ერთად.

ამ პერიოდის ჩანაწერებიდან, Bary Meditation და რამდენიმე სხვა სიმღერა, მანი მარკისა და ბისტი ბოიზის პროდიუსერის მარიო კალდატო უმცროსის (Mario Caldato Jr.) მონაწილეობით, მოგვიანებით იქნა გამოშვებული როგორც სინგლები, რამდენიმე მათგანი გამოშვებული იქნა Major Force West-ის 1997 წლის ალბომში ლავილის სახელის გარეშე. 1998 წელს იაპონიაში იქნა გამოშვებული სამი ექსკლუზიური EP, რომელშიც შედიოდა ზემოთ ხსენებული სიმღერები, ცნობილი როგორც ანკლის ადრეული ნამუშევრების უკანასკნელი რელიზი.

მეორე ინკარნაცია (1997—1999)[რედაქტირება]

ლავილი იწყებს მუშაობას პროდიუსერ დიჯეი შედოუსთან ერთად და უშვებენ ერთობლივ სადებიუტო ალბომს რომელშიც უარყოფილია ყველა მანამდე ჩაწერილი მასალა. 1998 წელს უშვებენ სადებიუტო ალბომს სახეწოდებით Psyence Fiction, რომელმაც გამოიწვია დიდი გამოხმაურება. ალბომში შედიოდა კოლაბორაციები მთელ რიგ ვარსკვლავებთან როგორებიც არიან ტომ იორკი (Radiohead), მაიკ დი (ბისტი ბოიზი) ქულ ჯი რეპ (ინგლ. Kool G. Rap), ჯეისონ ნიუსტედი (Jason Newsted) (მეტალიკა), ბედლი დროუნ ბოი (Badly Drawn Boy) და რიჩარდ აშკროფტი (Richard Ashcroft) (ვერვი).

Psyence Fiction-ის ტურნეს შემდეგ შედოუმ დატოვა პროექტი და მის მაგივრად მოღვაწეობა განაგრძო თარნთეიბლის ჯგუფმა Scratch Perverts. მოგვიანებით 1999 წელს თანაპროდიუსერმა რიჩარდ ფაილმა (ინგლ. Richard File) გადააკეთა სიმღერა „Unreal“ და დაადო იან ბრაუნის (Ian Brown) (Stone Roses) ვოკალი, საბოლოო სიმღერა გამოუშვეს სინგლის სახით სახელწოდებით „Be There“.

მესამე ინკარნაცია (2000—2007)[რედაქტირება]

2001 წელს ლავილმა და ფაილმა გადაარქვეს პროექტს სახელი და დაარქვეს Unklesounds, და იაპონური რადიოებისთვის გამოუშვეს დიჯეი მიქსი Do Androids Dream of Electric Beats?. რელიზი ხაზს უსვამდა ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობას რომელიც ჯგუფმა იმ პერიოდისთვის აირჩია. რელიზში შედიოდა რამდენიმე ამბიენტის სტილში გამიქსული სიმღერა ალბომიდან Psyence Fiction.

2003 წელს რიჩარდ ფაილმა თანაპროდიუსირება გაწია, დაუკრა და იმღერა ალბომში Never, Never, Land, რომელიც ასევე ძირითადად შედგებოდა სხვადასხვა, მაღალი რანგის, მუსიკოსებთან კოლაბორაციებით. სხვებთან ერთად ალბომში შესულია კოლაბორაციები'იან ბრაუნთან, ჯოშ ჰომთან (ინგლ. Josh Homme) (Queens of the Stone Age), რობერტ დელ ნაიასთან (Robert Del Naja) (Massive Attack) და Mani-სთან (The Stone Roses, Primal Scream). ლეიბლის შეცვლისა და ლავილის სავაჭრო ნიშნის მიერ, ალბომის სხვადასხვა ფორმატით გამოშვების, დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ალბომი არ იყო საკმარისად წარმატებული (ალბომი გამოუშვა რამდენიმე ლეიბლმა, Mo' Wax, Universal Island Records და Global Underground).

ლავილი და ფაილი აგრძელებენ რელიზებს Unklesounds-ის სახელწოდებით. მათ, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის წვეულებისთვის „After Dark 2004“, გამოუშვეს მიქსების ალბომი Edit Music for a Film: Original Motion Picture Soundtrack Reconstruction, რომელშიც შევიდა ფილმების სემპლები და საუნდტრეკები.

2006 წელს Global Underground-მა გამოუშვა Never, Never, Land-ის სიმღერების რიმეიქებისგან შემდგარი CD კრებული Self Defence: Never, Never, Land Reconstructed and Bonus Beats. სეტში ასევე შესული იყო სიმღერები, რომლებიც მანამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ალბომის (Never, Never, Land) DVD ვერსიაში და ანკლის მომდევნო ალბომიდან სიმღერის Burn My Shadow რემიქსები.

პროექტის მომდევნო ალბომი War Stories გამოვიდა 2007 წლის ზაფხულში უკვე Unkle-ის სახელწოდებით. წინა ორი ალბომის მსგავსად ამ ალბომშიც იქნა შენარჩუნებული სხვადასხვა მუსიკოსებთან კოლაბორაციების ტენდენცია. ამჯერად სიმღერებში გაისმა ჯოშ ჰომის, გევინ კლარკის (ინგლ. Gavin Clarke), რობერტ დელ ნაიას, იან ესტბარის, დიუკ სპირიტის (The Duke Spirit), აუტოლუქსის და ნეილ დევიჯის (Neil Davidge) ვოკალი. სინგლის Hold My Hand გამოშვების შემდეგ პაბლო კლემენტსი (Pablo Clements) (The Psychonauts) გახდა პროექტის წევრი.

მეოთხე ინკარნაცია (2008—დღემდე)[რედაქტირება]

ალბომი More Stories გამოვიდა 2008 წლის იანვარში, და შედგება B-Side-ებისგან, რემიქსებისგან, ალბომ War Storyes ჩაწერის დროს ალბომში არ შესული სიმღერებისგან და ფილმისთვის ოდისეა რომში შექმნილი საუნდტრეკებისგან. მალევე რიჩარდ ფაილმა განაცხადა, რომ, იგი 10 წლის თანამშრომლობის შემდეგ ტოვებდა პროექტს რათა მეტი ყურადღება მიექცია თავისი ახალი პროექტისთვის We Fell to Earth.

ამავე წლის მარტში ლონდონში, Lazarides Gallery-ში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „War Paint“, სადაც გამოფენილი იყო, ანკლის ალბომის, War Storyes მიერ შთაგონებული მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის რობერტ დელ ნაია, ვარენ დუ პრე, ნიკ თორნტონ ჯონსი, ვილიამ ბანკჰედი და ბენ დრუდი.

ანკლმა დაიწყო ტური დიდ ბრიტანეთში Zoot Woman და Sebastian and Mr. Flash-თან (Ed Banger Records). კონცერტი შედგებოდა ოთხი ნაწილისგან რომლებშიც ცოცხლად ასრულებდნენ ანკლის ყოფილი თანაშემსრულებლები Badly Drawn Boy, ლეილა მოსი (ინგლ. Leila Moss) (The Duke Spirit), გარვინ კლარკი და ჯოელ კეტბერი (Joel Cadbury) (South).

End Titles... Stories for Film ანკლის რიგით მეოთხე ალბომი გამოვიდა 2008 წლის ივლისში. და შეიცავს კოლაბორაციებს მუსიკოსებთან: კრის გოსი (Chris Goss), ბლექ მაუნტინი (Black Mountain), ფილიპ შეპარდი (Philip Sheppard), დეივ ბეიტმენი (Dave Bateman), ჯოელ კეტბერი და ჯეიმზ პეტრალი (James Petralli) (White Denim). ლავილის განცხადებით „ეს არ არის ტიპიური გაგებით ახალი ალბომი, ეს არის მოძრავი გამოსახულებით შთაგონებული ახალი მუსიკა“. ეს ალბომი შეიძლლება ჩაითვალოს ერთდროულად ორი ალბომის, War Storyes და Edit Music for a Film-ს ნაწილად

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

წელი ალბომი პოზიცია ჩარტებში ჯილდო
1998 Psyence Fiction 15 ავსტრალიის დროშა ოქრო გაერთიანებული სამეფოს დროშა
2003 Never, Never, Land 24 გაერთიანებული სამეფოს დროშა, 57 ირლანდიის დროშა, 82 საფრანგეთის დროშა
2006 Self Defence: Never, Never, Land Reconstructed and Bonus Beats (4-დისკიანი კრებული)
2007 War Stories 58 გაერთიანებული სამეფოს დროშა, 66 ირლანდიის დროშა, 84 საფრანგეთის დროშა, 50 ბელგიის დროშა, 58 შვეიცარიის დროშა, 99 გერმანიის დროშა
2008 More Stories (B-Side-ების კრებული)
2008 End Titles... Stories for Film 70 გაერთიანებული სამეფოს დროშა

სინგლები და EP-ები[რედაქტირება]

  • „The Time Has Come EP“ (1994)
  • „Ape Shall Never Kill Ape (ft. Nigo)“ (1997)
  • „Berry Meditation“ (1996)
  • „Rock On“ (1996)
  • „Last Orgy 3“ (1998)
  • „Guns Blazing“ (ft. Kool G Rap) (1998) promo only
  • „Rabbit In Your Headlights“ (ft. Thom Yorke) (1998)
  • „Be There“ (ft. Ian Brown) (1999) UK #8
  • „Narco Tourist“ (with Slam) UK #66
  • „Cocaine & Camcorders“ (2001) promo only
  • „Eye For An Eye“ (2003) UK #31
  • „In A State“ (2003) UK #44
  • „Reign“ (ft. Ian Brown) (2004) UK #40, US Hot Dance Singles Sales #14
  • „Nights Temper EP“ (2007) limited release
  • „Burn My Shadow (ft. Ian Astbury)“ (2007) UK #112
  • „Hold My Hand“ (2007)
  • „Restless“ (2008)

რემიქსები[რედაქტირება]

  • „Vibe P. M.“ (Stranger Things Have Happened — Brazil on a Jimmy Hill mix) for Mondo Grosso, on Marble (99 Records 1993)
  • „Bellbottoms“ (Old Rascal mix) for Jon Spencer Blues Explosion, on Experimental Remixes (Matador 1995)
  • „Planet Telex“ (Karma Sunra mix) for Radiohead, on „Just“ (Parlophone 1995)
  • „Karmacoma“ (Unkle Situation) for Massive Attack, on „Karmacoma“ (Wild Bunch 1995)
  • „Shounen“ (Unkle’s remix) for Geisha Girls, on The Geisha „Remix“ Girls Show (For Life 1995)
  • „DJed“ (Bruise Blood mix) for Tortoise, on „DJed“ (City Slang 1996)
  • „Natural One“ (Unkle mix), (Instrumental mix) and (Unkle No Skratch mix) for Folk Implosion, on „Natural One“ (London 1996)
  • „Pepper“ (Short Shot mix) for the Butthole Surfers, on „Pepper“ (promo) (Capitol 1996)
  • „Where It’s At“ (Unkle remix) for Beck, on „Where It's At“ (Geffen 1996)
  • „Agent Dan“ (Unkle remix) for Agent Provocateur, on „Agent Dan“ (Epic 1997)
  • „New Walk“ (Unkle remix) for Liquid Liquid, on „Cavern“ (Mo' Wax 1997)
  • „Vitamin C“ (Unkle mix) for Can, on Sacrilege (Mute 1997)
  • „Li303ve“ (Suzuki Dekard San) for Buffalo Daughter, on Socks, Drugs and Rock and Roll (Grand Royal 1997)
  • „Free Fall“ (remix by Unkle) for Cornelius, on FM — Fantasma Remixes (Trittoria 1998)
  • „Nishiehigashie“ (West Remix) for Mr. Children, on „Nishiehigashie“ (Toy’s Factory 1998)
  • „People are Strange“ (Unkle mix) for Stina Nordenstam, on „People are Strange“ (EastWest 1998)
  • „Bullitproof“ (Unkle remix) for Breakbeat Era, on „Bullitproof“ (XL 1999)
  • „Dolphins Were Monkeys“ (Unkle vs. South remix) for Ian Brown, on Golden Greats (Interscope 1999)
  • „Battle“ (Unkle remix) for Blur, on „No Distance Left to Run“ (Food 1999)
  • „Overused“ (Unkle remix) for South, on Overused (Toy’s Factory 1999)
  • „Leaders and Believers“ (Unkle remix) for Emperor's New Clothes, on the compilation The New Testament of Funk (Unique 1999)
  • „The World is Not Enough“ (Unkle remix) for Garbage, on „The World is Not Enough“ (MCA 1999)
  • „Over My Head“ (Unkle mix) and (Unkle Instrumental) for Furslide, on „Over My Head“ (UK 12" Promo) (Virgin 1999)
  • „Without You I’m Nothing“ (Unkle remix) for Placebo (feat. David Bowie), on „Without You I’m Nothing“ (single) (Virgin 1999)
  • „Paint the Silence“ (Unkle Variation) for South, on „Paint the Silence“ (Mo' Wax 2000)
  • „Hey Jack“ (Unkle Metamorphosis mix) for Howie B., on Folk. (Polydor 2001)
  • „I’m Not Trading“ (Unkle — In Utero) and (In Utero Instrumental) for Sunna, on „I’m Not Trading“ (Melankolic 2001)
  • „Narco Tourists“ (Unkle remix) for Slam, on Alien Radio Remixed (Soma 2002)
  • „F. E.A. R.“ (Unkle mix) and (Unkle Instrumental) for Ian Brown, on Remixes of the Spheres (Polydor 2002)
  • „GDMFSOB“ (Unkle Uncensored feat Roots Manuva) for DJ Shadow, on The Private Press (Tour Edition) and The Private Repress (Universal 2002)
  • „Frantic“ (Unkle remix) for Metallica, on „Frantic“ (Vertigo 2003)
  • „No One Knows“ (Unkle Reconstruction) for Queens of the Stone Age, on „Go with the Flow“ and „No One Knows“ (Unkle Reconstructions) (Interscope 2003)
  • „Colours In Waves“ (Unkle Reconstruction) for South, on „Colours In Waves“ (Sanctuary Records 2003)
  • „The Incredibles Theme“ (Unkle Reconstruction) for Michael Giacchino, on The Incredibles — The Remix EP (Walt Disney 2004)
  • „Time is My Everything“ (Unkle Reconstruction) for Ian Brown, on „Time Is My Everything“ (Polydor UK 2005)
  • „Cast No Shadow“ (Unkle Beachhead mix) for Oasis, on Goal!: Music from the Motion Picture (Big Brother 2005)
  • „Burn the Witch“ (Unkle Variation) for Queens of the Stone Age, on Saw II: Original Motion Picture Soundtrack (Image 2005)
  • „The Enchanter“ (Unkle Reconstruction) and (Unkle Reconstruction Dub) for Robert Plant and the Strange Sensation, on „The Enchanter“ (Unkle Reconstruction) (Sanctuary 2005)
  • „False Flags“ (Unkle Surrender Sounds Session #2) for Massive Attack, on „False Flags“ (promo) (Virgin 2006)
  • „John the Revelator“ (Unkle Reconstruction) for Depeche Mode, on „John the Revelator / Lilian“ (Mute 2006)
  • „Today“ (Unkle vs. Mode Showdown remix) for Junkie XL, on „Today“ (Ultra 2006)
  • „Life2Live“ (Unkle Surrender Sounds Session #1) for Layo & Bushwacka, on „Lfe2Live / Feels Closer (Remixes) 12“" (Olmeto 2006)
  • „No Hits“ (Unkle Surrender Sounds Session #3) for Black Mountain (band), on „Introducing… (Selected Works) 2CD Promo“ (Surrender All 2006)
  • „Turnstile Blues“ (Unkle Surrender Sounds Session #4) for Autolux, on „More Stories (Selected Works) CD“ (Traffic Inc Japan 2008)
  • „Beethoven’s 9th Symphony“ (Unkle Remix) for BMW, UK Commercial (2007)
  • „I Feel Speed“ (Unkle Remix) for Dubfire, on „I Feel Speed“ (SCI TEC Digital Audio Download 2007)
  • „I’m Designer“ (Unkle Remix) for Queens of the Stone Age, on German Tour Edition of the album „Era Vulgaris (album)“ (2008)
  • „The Step & The Walk“ (Rich File Remix) for The Duke Spirit, on CD Single release of „The Step & The Walk“
  • „The X-Files Theme (Unkle Variation on a Theme Surrender Sounds Session #10)“ for Mark Snow, remixed for the movie The X-Files: I Want to Believe in 2008

გამოჩენა[რედაქტირება]

  • "Lonely Soul" გასმოიყენა კომპანია Ubisoft–მა თამაშ Assassin's Creed–ს თრეილეში 2007 წელს.
  • "Lonely Soul" ასევე იყო დენი ბოილის 2000 წელს გადაღებული ფილმის პლაჯის საუნდტრეკი.
  • ანქლის 2 ჰიტი "Chemistry" და "Keys to the Kingdom" BBC–მ გამოიყენა თავისი სერიალების Spooks და Heroes თრეილერებში
  • ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაცია დათანხმდა ანქლს გამოეყენებინა ჰიტი Reign, 2007–2008 წლის ჰიუნდაის A-League–ის სეზონისთვის, სახელით "90 Minutes 90 Emotions".
  • ანქლის ალბომი "War Storyes" BBC-მ გამოიყენა ავტო შოუ Top Gear-ის მეათე სეზონში.
  • ბრიტანულმა ტელეარხმა Five გამოიყენა "Keys to the Kingdom" და "Restless" სერიალების "CSI: NY" და "CSI: Crime Scene Investigation" რეკლამებისთვის.
  • არხმა Five ასევე გამოიყენა "Eye For An Eye" სერიალ Prison Break–ის რეკლამირებისთვის.
  • "Eye For An Eye" გამოიყენეს კომპიუტერულ თამაშ Made Man-ში.
  • "Burn My Shadow" იყო CSI: NY–ის 414 ეპიზოდში "ასანთთან თამაში".
  • "Safe in Mind (Please take this gun from out my face)" იყო ტედი დათვის პიკნიკის ლუკოზეიდის რეკლამაში.
  • "Restless" იყო გამოყენებული EA Track–ად 2007 წლის კომპიტერულ თამაშში Need For Speed ProStreet.
  • "May Day" იყო გამოყენებული თამაშში GTA IV 2008 წელს.
  • "Hold My Hand"– საუნდტრეკი რობერტ ლუკეტიქსის ფილმისთვის 21 2008 წელს.
  • "Chemistry" და ანქლის სხვა რამდენიმე სიმღერა იქნა გამოყენებული ალისტერ ლის ფილმში Psyche.
  • ნაიკ სკეიტბორდინგთან (Nike SB) ერთად კოლაბორაციის შედეგად შექმნეს Unkle High Top SB.
  • ანქლის რემიქსი მოცარტის 41–ე სიმფონიაზე BBC–მ გამოიყენა მთავარ თემად საფეხბურთო ჩემპიონატ ევრო 2008–თვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Unkle.com — ოფიციალური საიტი.
  • Unkle77.com — არაოფიციალური საიტი.
  • Tracier.com — არაოფიციალური სიახლეებისა და დისკოგრაფიის საიტი.
  • Unkle — დისკოგი.
  • SEEN: Download UNKLE
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=UNKLE&oldid=2535491“-დან