უძოვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Trollius)
უძოვარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Trollius

უძოვარა (ლათ. Trollius) — მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ თათისებრ განკვეთილი ფოთლები, ამასთან, ფესვთანური გრძელყუნწიანია, ღეროსეული — მოკლეყუნწიანი, დიდი, კაშკაშა ოქროსფერ-ყვითელი ყვავილები.

30-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ცნობილია მხოლოდ 1 სახეობა — კავკასიური უძოვარა (ლათ. Trollius caucasicus); იზრდება ყველგან სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ტენიან მდელოებზე, მთის წყაროების ნაპირებზე, თოვლთან ახლოს. საქართველოს გარდა გვხვდება კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]