They Don't Care About Us

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„They Don't Care About Us“
They Don't Care About Us გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - მაიკლ ჯექსონი
ალბომიდან HIStory: Past, Present and Future, Book I
გამოსვლის თარიღი 31 მარტი, 1996
ფორმატი CD, 12"
ჩაიწერა 1995
ხანგრძლივობა 4:44
ლეიბლი Epic
სიმღერის ავტორი მაიკლ ჯექსონი
პროდიუსერი მაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - სინგლების ქრონოლოგია
This Time Around
(1995)
They Don't Care About Us
(1996)
Stranger in Moscow
(1996)

They Don't Care About Usმაიკლ ჯექსონის მეოთხე სიმღერა ალბომიდან HIStory: Past, Present and Future, Book I. სინგლის სახით გამოიცა 1996 წლის 31 მარტს, ხოლო ჩაიწერა 1995 წელს. ეს არის მაიკლის სიმღერებიდან ყველაზე პროტესტული სიმღერა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სიმღერის ტექსტი ანტისემიტებს არ მოეწონა და ხელახალ ჩანაწერში მან ამოიღო რამდენიმე ნაწილი. მოგვიანებით მაიკლმა განაცხადა, რომ მათ სწორედ ვერ გაიგეს მაგ ტექსტის აზრი, ვინაიდან, მისი თქმით, ეს იყო სოციალური პრობლემების ამსახველი სიმღერა.

სიმღერას გააჩნია ორი მუსიკალური ვიდეო, რომელთა რეჟისორიც არის სპაიკ ლი. პირველი გადაღებული იქნა ბრაზილიაში, რიო დე-ჟანეიროში. სახელმწიფოს ხელისუფლებამ ეს მუსიკალური ვიდეო დაბლოკა იმის შიშით, რომ ვიდეოს ჩვენება მათ იმიჯს ზიანს მიაყენებდა. მეორე კლიპი გადაღებულია ციხეში - მასში გამოყენებულია რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა ჩანს.

ევროპაში სიმღერამ დაიკავა ადგილი საუკეთესო 10-ეულში, გერმანიაში მან პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო აშშ-ში ეს სიმღერა არ გადიოდა რადიოს მეშვეობით და ბილბორდის ცხელი ასეულის მხოლოდ 30-ე ადგილზე მოხვდა

New York Times-მა ამ სიმღერის ტექსტი აღწერა როგორც რასიზმის გამოვლენა, რასაც დაემატა მკაფიო ანტისემიტიზმში დადანაშაულებებიც. იმ ტექსტის ნაწილზე რომელშიც არის „Jew me, sue me, everybody do me/ Kick me, kike me, don't you black or white me“. პასუხად მაიკლმა განაცხადა: „მე ყველას ხმა ვარ. სკინჰედი ვარ, ებრაელი ვარ, შავი ვარ, თეთრი. მე არავის არ ვესხმი. სიმღერა ახალგაზრდების მიმართ უსამართლობაზეა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სისტემამ ისინი უსამართლოდ დასაჯოს. მე გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ასე არასწორად გამიგეს.“ [1]

17 ივნისს მაიკლმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში სიმღერაში ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ვინმესთვის გული ეტკინა და განაცხადა რომ ალბომის შემდეგ ასლებში ეს ტექსტი ამოღებული იქნებოდა. ამ დროისთვის დისკის უკვე 2 მილიონი ასლი იქნა გაყიდული.

21 ივნისს პატრიკ მაკ-დონალდმა განაცხადა მან შესაძლოა, ძნელი ცხოვრება გამოიარა, მაგრამ არანაირი მიზეზი არ არის, იხმარო სიტყვები, როგორებიც არის „Jew me“, „Kike Me“. რამდენიმე დღეში მაიკლმა სტუდიაში დაბრუნებულიყო და სიტყვები ჩაანაცვლა „Do me“ და „Strike me“-დ. თუმცა, მუსიკალური ვიდეო და რამდენიმე ჩანაწერი კვლავ შეიცავს პირვანდელ ტექსტს.

სქოლიო[რედაქტირება]