There's No Disgrace Like Home

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
There's No Disgrace Like Home
სიმფსონების ეპიზოდი
კადრი სერიიდან, ლიზა და ბარტ სიმფსონების გამოსახულებით
ეპიზოდი # 4
ეპიზოდის კოდი 7G04
ეთერში გას. თარიღი 28 იანვარი, 1990
პროდიუსერ(ებ)ი ჯეიმზ ლ. ბრუკსი
მეტ გრენინგი
სემ საიმონი
სცენარისტ(ებ)ი ელ ჯინი, მარკ რაისი
რეჟისორ(ებ)ი უესლი ერჩერი
ფრაზა დაფაზე "I will not burp in class." (მე არ დავაბოყინებ საკლასო ოთახში)
დივანის ხუმრობა ოჯახი სწრაფად ჯდება დივანზე, ჰომერი კი ვერ ეტევა და გადავარდება
DVD
კომენტარი
მეტ გრენინგი
ელ ჯინი
მარკ რაისი

There's No Disgrace Like Home“ — სერიალ „სიმფსონების“ პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 1990 წლის 28 იანვარს გავიდა.

ამ ეპიზოდში ჰომერ სიმფსონი გრძნობს სირცხვილის გრძნობას საკუთარი ოჯახის გამო, მას შემდეგ რაც ისინი წარუმატებელ პიკნიკს გამართავენ. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდება მათზე თერაპევტის ზრუნვა. ეპიზოდში მინიშნებაა რამდენიმე ცნობილ ფილმზე, როგორიც არის „მოქალაქე კეინი“ და „მახინჯები“, ასევე „ბეტმენი“.

კრიტიკოსების აზრით, პერსონაჟები სერიალის პირველ ეპიზოდებში ხასიათებით საკმაოდ განსხვავდებიან უფრო გვიანდელი სერიებისგან. ბრიტანეთში კომპანიამ BBC სერიალის ჩვენება ამ ეპიზოდით დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]