The Ting Tings

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Ting Tings
Ting Tings Toronto.jpg
The Ting Tings
ბიოგრაფია
წარმოშობა ლი, დიდი მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი დენს-პანკი
ნიუ რეივი
ინდი
აქტიური 2004-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia / Red Ink
წევრები კეტი უაითი
ჟიულ დე მარტინო

The Ting Tingsინგლისური თინეიჯერული პოპ-დუეტი, რომლის წევრები არიან კეტი უაითი (ვოკალი, გიტარა, ბას-ბარაბანი) და ჟიულ დე მარტინო (ბარაბანი, გიტარა, ვოკალი, ფორტეპიანო). ჯგუფი ჩამოყალიბდა 2007 წელს, თუმცა ჯერ კიდევ 2004 წლიდან კეტი და ჟიული ერთად ანლინგტონ მილში, სოლფორდში კერძო წვეულებებზე უკრავდნენ. ამჟამად გამოშვებული აქვთ 4 სინგლი, მათ შორის "That's Not My Name", რომელმაც 2008 წლის 18 მაისს გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში 1 ადგილი დაიკავა. მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით We Started Nothing, 2008 წლის 19 მაისს გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომს შორის 1 პოზიცია დაიმკვიდრა.

We Started Nothing[რედაქტირება]

ჯგუფის სადებიუტო ალბომი We Started Nothing 2008 წლის 19 მაისს გამოვიდა. იგი კრიტიკოსების შეფასების და კომერციული თვასაზრისით, წარმატებული იყო. ალბომმა 186 კვირის მანძილზე 11 განსხვავებულ ჩარტში მიიღო მონაწილეობა. პირველად იგი 2008 წლის 21-ე კვირაში ირლანდიის 75 საუკეთესო ალბომს შორის გამოჩნდა, საბოლოოდ კი 2009 წლის მე-10 კვირაში დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომსა და ირლანდიის 75 საუკეთესო ალბომს შორის. დიდი ბრიტანეთის 75 საუკეთესო ალბომს შორის მას მთელი 1 კვირის მანძილზე პირველი ადგილი ეკავა[1].

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Ting Tings-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Ting_Tings&oldid=2740007“-დან