The Pretty Reckless

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Pretty Reckless

The Pretty Reckless-ის გამოსვლა Warped Tour Kickoff-ზე, 2010 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, მძიმე როკი, პოსტ-გრანჟი[1]
აქტიური 2007 (2007)–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Cooking Vinyl, Interscope, Razor & Tie
წევრები ტეილორ მომსენი
ბენ ფილიპსი
მარკ დეიმონ
ჯეიმი პერკინსი
ყოფილი წევრები ჯონ სეკოლო
მეტ ჩარელი
ნიკ კერბოუნი
საიტი
The Pretty Reckless ვიკისაწყობში

The Pretty Recklessამერიკული როკ-ჯგუფი ნიუ-იორკიდან. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ტეილორ მომსენი (ვოკალი, რიტმული გიტარა), ბენ ფილიპსი (გიტარა, ბეკ-ვოკალი), მარკ დეიმონი (ბას-გიტარა) და ჯეიმი პერკინსი (დასარტყმელი საკრავები).

ჯგუფის სადებიუტო ალბომი, Light Me Up გამოვიდა 2010 წლის 30 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში. პირველი სინგლი გამოვიდა 2010 წლის 13 მაისს. ალბომში შეტანილია სამი ზომიერად წარმატებული სინგლი, რომელთა შორის აღსანიშნავია „Make Me Wanna Die“, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში მოხვდა. მეორე EP, Hit Me Like a Man EP, ჯგუფმა 2012 წლის დასაწყისში გამოვუშვა, ისევე, როგორც წინა ალბომის ორი სიმღერის ახალი მუსიკალური ვიდეოები. მათი გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის მეორე ტურნეს. 2014 წელს ჯგუფმა გამოუშვა მეორე ალბომი Going to Hell, რომელსაც წინ უძღოდა სინგლები „Kill Me“, „Going To Hell“ და „Heaven Knows“. უკანასკნელი მოხვდა ბრიტანეთისა და აშშ-ის როკ-ჩარტებში.[2]

2010 წელს ჯგუფი ალბომის Light Me Up მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. იგი 2012 წლის მარტში დასრულდა. ოთხი დღის შემდეგ დაიწყო მეორე ტურნე, The Medicine Tour, სადაც ისინი ჯგუფ მერილინ მენსონის და ევანესენსის მხარდასაჭერად გამოდიოდნენ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leahey, Andrew. The Pretty Reckless Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: December 13, 2010.
  2. http://loudwire.com/the-pretty-reckless-first-no-1-rock-hit-heaven-knows/