The Hands Resist Him

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Hands Resist Him (ქართ. ხელები მას ეწინააღმდეგება) — ნახატი, რომლის ავტორია ოკლენდელი მხატვარი ბილ სტოუნჰემი. დახატული 1972 წელს. მასზე გამოსახულები არიან ბიჭი და გოგო-თოჯინა, რომლებიც დგანან მინის კართან, რომლის მეორე მხარეს ჩანს პატარა ხელები.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორის თქმით, სურათზე მან საკუთარი თავი გამოსახა, 5 წლის ასაკში. კარი არის რეალურ და სიზმრების სამყაროს შორის ზღვარი, ხოლო თოჯინა - მეგზური, რომელიც ბიჭუნას მიჰყვება. ხელები წარმოადგენენ ალტერნატიულ ცხოვრებას ან შესაძლებლობებს. [1][2]

თავდაპირველად სურათი წარუდგინეს Los Angeles Times-ის მფლობელსა და ხელოვნებათმცოდნეს. შემდეგ იგი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გ. 1984 წელს).

გავლენა ადამიანებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

eBay-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სურათი ნაპოვნი იქნა სანაგვეზე. ოჯახმა, რომელმაც იგი იპოვა, სურათი შინ მიიტანა და ჩამოკიდა. პირველივე საღამოს ოთხი წლის გოგონა შევარდა მშობლების ოთახში და ყვიროდა, რომ ბავშვები სურათზე მოძრაობდნენ. მეორე ღამით მან უამბო, რომ ბავშვები კარს მიღმა იმალებოდნენ. ოთახში დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერა, რომელიც რეაგირებდა მოძრაობებზე მაგრამ მას არაფერი დაუფიქსირებია.

eBay[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის თებერვალში სურათი ცნობილი გახდა მასთან დაკავშირებული ლეგენდების გამო. იგი გაიყიდა აუქციონ eBay-ზე, 1025 აშშ დოლარად. სურათი კიმ სმითმა შეიძინა, რომელიც ჩიკაგოს მახლობლად ცხოვრობდა.

გაყიდვის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმითის მისამართზე მოდიოდა წერილები, სადაც სხვადასხვა ადამიანი აღწერდა, თუ რას განიცდიდა სურათის ნახვის შემდეგ. მათი დიდი ნაწილი თვლიდა, რომ მისგან ბოროტი ენერგია მომდინარეობდა. ზოგიერთი იხსენებდა ბავშვების ერთ-ერთ მკვლელობას კალიფორნიაში და ამტკიცებდა, რომ ისინი ღამით ჩნდებიან და დადიან სახლთან. ექსტრასენსები ამტკიცებდნენ, თითქოს ისინი ძალიან ჰგავდნენ ნახატზე გამოსახულ ბიჭს და გოგოს.[3]

მოგვიანებით სტოუნჰემმა დახატა სურათის გაგრძელება - Resistance at the Threshold. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]