Shine On (პინკ ფლოიდის ბოქს-სეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან The Early Singles (პინკ ფლოიდის ალბომი))
Shine On
ბოქს-სეტი
გამოცემის თარიღი 24 ნოემბერი, 1992
ჩაიწერა 1967–1987
ჟანრი პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 6:20:15
ლეიბლი EMI
პროდიუსერი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Delicate Sound of Thunder
(1988)
Shine On
(1992)
The Division Bell
(1994)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]

Shine On (ქართ. ანათე) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომების ბოქს-სეტი, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. მასში შეტანილია ჯგუფის სტუდიური ალბომები, 1968-1987 წლამდე. ყველა ჩანაწერი იქნა ციფრულად აღდგენილი.

კრებულში შეტანილი ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუთში არ არის შეტანილი ალბომები: The Piper at the Gates of Dawn, More, Ummagumma, Obscured by Clouds, Atom Heart Mother და The Final Cut. ამან გამოიწვია მოყვარულთა უკმაყოფილება. თავად დისკები კი, ერთად შეტყუპების შემდეგ წარმოადგენენ ცნობილ პრიზმას ალბომიდან The Dark Side of the Moon

ყუთს თან ახლავს წიგნი ჯგუფის კარიერის მიმოხილვით და მრავალი საინტერესო ფოტოსურათით.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავდაპირველად ალბომის სახელწოდება უნდა ყოფილიყო The Big Bong Theory, მაგრამ ეს ვარიანტი გაუქმდა. ალბომის სათაური მომდინარეობის კომპოზიციიდან Shine On You Crazy Diamond.

The Early Singles[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Early Singles გამოვიდა 1992 წელს,Shine On-თან ერთად. ეს არის ჯგუფის პირველი ხუთი სინგლისგან შემდგარი დისკი. სინგლები აღსანიშნავია იმით, რომ მათ შემდეგ ბრიტანეთში 1979 წლამდე პინკ ფლოიდს არც ერთი სინგლი არ ჰქონდა გამოცემული.

კომპოზიციების „The Scarecrow“ (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და „Careful with That Axe, Eugene“ გარდა (ამ უკანასკნელის საკონცერტო ვერსია შეტანილია დისკში Ummagumma) მანამდე თითქმის არც ერთი სიმღერა არ გამოცემულა სხვა ალბომებზე. გამონაკლისია ალბომებში Relics და Works შეტანილი სინგლები.

კომპილაციის გამოსვლამდე სიმღერები „Apples and Oranges“ და „Point Me at the Sky“ აშშ-ში არ გამოცემულა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arnold Layne – 2:57
  2. Candy and a Currant Bun – 2:47
  3. See Emily Play – 2:54
  4. The Scarecrow – 2:10
  5. Apples and Oranges – 3:08
  6. Paint Box – 3:47
  7. It Would Be So Nice – 3:46
  8. Julia Dream – 2:35
  9. Point Me at the Sky 3:35
  10. Careful with That Axe, Eugene – 5:44

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ედერი, ბრიუს. (2011 [უკანასკნელი განახლება])Shine On - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.