The Big 4 Live From Sofia, Bulgaria
| The Big 4 Live from Sofia, Bulgaria |
||
| The Big 4 Live from Sofia, Bulgaria |
||
| გამოცემის თარიღი | 29 ოქტომბერი, 2010 (ევროპა) 1 ნოემბერი, 2010 (საერთაშორისო) 2 ნოემბერი, 2010 (ჩრდილოეთი ამერიკა) |
|
| ფორმატი | ვიდეო | |
| ჩაწერის თარიღი | 22 ივნისი, 2010, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი, სოფია, ბულგარეთი | |
| ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, სპიდ მეტალი | |
| ხანგრძლივობა | 5 საათი | |
| ლეიბლი | Warner Brothers | |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| AllMusic | |
| About.com | დადებითი |
| Blogcritics | |
The Big 4 Live from Sofia, Bulgaria[3] — DVD/Blu-ray დისკები, რომელიც ასახავს Megadeth-ის, მეტალიკის, სლეიერისა და ანთრაქსის, „თრეშ მეტალის დიდი ოთხეულის“, ერთობლივ კონცერტს, რომელიც ჩაიწერა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. შოუ ჯერ ჩაიწერა და დარედაქტირდა, ხოლო შემდეგ გადაიცა ეთერის საშუალებით რვაასზე მეტ კინოთეატრში მსოფლიოს მასშტაბით ფესტივალის ჩატარების დღესვე.
იგი გამოცემულ იქნა ორი დისკის შეკვრის სახით, ჩანაწერებით სცენის მიღმა და ინტერვიუებით, DVD მოიცავს ასევე შეზღუდული რაოდენობის სუპერ-დელუქს სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც შედის ორი DVD, ხუთი CD, ოცდაოთხფურცლიანი ბუკლეტი, პოსტერი, ოთხივე ჯგუფის ფოტოები და „დიდი ოთხეულის“ გიტარის მედიატორი.[4]
სექციების სია |
ფესტივალის დეტალები [რედაქტირება]
2009 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მეტალიკა, Megadeth, სლეიერი და ანთრაქსი ჩაატარებდნენ ერთობლივ ტურნეს პოლონეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, რუმინეთსა და თურქეთში სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. კონცერტზე ბულგარეთში პირველად ისტორიაში სცენაზე ერთდროულად იყვენ მეტალიკის, Megadeth-ის და ანთრაქსის ყველა წევრი სლეიერის დეივ ლომბარდოსთან ერთად დაიმონდ ჰედის სიმღერის Am I Evil? შესრულებისას. აღსანიშნავია, რომ ესევე პირველად დაუკრეს ერთად ჯეიმზ ჰეტფილდმა და ლარს ულრიხმა დეივ მასტეინთან ერთად 1983 წლის შემდეგ, როცა მასტეინი დაითხოვეს მეტალიკიდან. მრავალი ქვეყნის კინოთეატრებში უჩვენეს ეს შოუ, სადაც ლარს ულრიხი პირობას იძლეოდა, რომ გამოვიდოდა ამ კონცერტის DVD ვერსიაც. ამ ფესტივალის პრომოუტერის განცხადებით, შოუს უყურა 100 000-ზე მეტმა ფანმა მსოფლიოს მასშტაბით.[5] კონცერტი, წარმოადგენდა რა „დიდი ოთხეულის“ ოცაათწლიანი მოღვაწეობის ერთგვარ აღსანიშნავ წვეულებას, გამოყენებულ იქნა რონი ჯეიმზ დიოს წვლილის დასაფასებლადაც. ბლექ საბათის, დიოს, რეინბოუსა და Heaven & Hell-ის მთავარი ვოკალისტის, რონი ჯეიმზ დიოს ხსოვნისადმი პატივის მისაგებლად, რომელიც თვეზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა კონცერტამდე, ანთრაქსმა შეასრულა სიმღერა Heaven and Hell.
სიმღერების სრული სია [რედაქტირება]
ქვემოთ მოყვანილია სიმღერების სრული სია ოთხივე ჯგუფისათვის იმ თანამიმდევრობით, როგორცაა წარმოდგენილი ისინი შესაბამის CD დისკებზე და არა იმ თანამიმდევრობით, როგორც შესრულდა და წარმოდგენილია DVD-ზე.
ანთრაქსი [რედაქტირება]DVD 1/CD 1
|
Megadeth [რედაქტირება]DVD 1/CD 2 |
სლეიერი [რედაქტირება]DVD 1/CD 3
|
მეტალიკა [რედაქტირება]DVD 2/CD 4 & 5
|
პერსონალი [რედაქტირება]
ანთრაქსი [რედაქტირება]
|
Megadeth [რედაქტირება]
|
სლეიერი [რედაქტირება]
|
მეტალიკა [რედაქტირება]
|
პოზიცია ჩარტებში [რედაქტირება]
სერტიფიკაცია [რედაქტირება]
| ქვეყანა | სერტიფიკაცია |
|---|---|
| გერმანია (DVD) | ოქრო [11] |
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ თომ იურეკი. The Big Four: Live from Sofia, Bulgaria ალბომის მიმოხილვა. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2010-12-30.
- ↑ Music Video Review: The Big Four - Live from Sofia, Bulgaria - Blogcritics Music. Blogcritics.org. წაკითხვის თარიღი: 2011-01-01.
- ↑ დიდი ოთხეულის პრეს-რელიზი. Metallica.com (21 სექტემბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-12-30.
- ↑ „დიდი ოთხეულის“ სასაჩუქრე ყუთი. Metal CallOut. წაკითხვის თარიღი: 2010-09-20.
- ↑ ანდრე პეინი (25 ივნისი, 2010). მეტალიკის სონისფიარ ფესტივალის ბულგარეთის კონცერტი 100 000-ზე მეტმა ფანმა იხილა. billboard.com. ციტატა: „The Sonisphere cinecast from the Sofia, Bulgaria leg of the touring rock festival was seen by more than 100,000 fans, according to promoter Stuart Galbraith.“ წაკითხვის თარიღი: 2010-09-20.
- ↑ Chartifacts - კვირის დასაწყისი: 15 ნოემბერი, 2010. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (15 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან 16 ნოემბერი, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-16-10.
- ↑ http://www.billboard.com/#/charts/european-albums?tag=relcharts
- ↑ http://musicline.de/de/chartverfolgung_summary/title/Metallica%2CSlayer%2CMegadeth%2CAnthrax/The+Big+Four%3A+Live+From+Sofia%2CBulgaria+%28Dlx.Edt%29/longplay
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 http://www.roadrunnerrecords.com/blabbermouth.net/news.aspx?mode=Article&newsitemID=149240
- ↑ http://www.media-control.de/eric-clapton-holt-silber-bei-den-musikvideos.html
- ↑ ოქრო/პლატინის გერმანიის მონაცემთა ბაზა. Bundesverband Musikindustrie.
|
||||||||||||||||||||||||||||||||