T-64

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
T-64

T-64A
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 36
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 3
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1963—1985
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1963-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 13 000
ძირითადი ოპერატორები რუსეთი , უკრაინა
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3.415
სიმაღლე, მმ 2.172
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 420მმ კომპოზიტური
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 125მმ
მიზანი ტელესკოპური ТШ2Б-41,პერისკოპული ელექტრო-ოპტიკური ღამის ხედვის ТПН-1-41-11
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ ПКТ, 1 × 12,7-მმ НСВТ
მობილურობა
ძრავის ტიპი 5DTF 5-ცილინდრიანი დიზელის ძრავა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 700
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60

T-64 — შეიარაღებაში მიიღეს 1960 წლის ბოლოს, ეს იყო ძირითადი საბრძოლო ტანკების ახალი ოჯახის წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში, მისი მიზანი იყო ჩაენაცვლებინა მოძველებული T-54/55 და T-62. ეს ტანკი გამოირჩეოდა ინოვაციურობით მასზე დაყენებული იყო: მსოფლიოში პირველი ავტო-დამტენი და ახალი ტიპის ჯავშანი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

T-64 სწავლებაზე

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წლის დასაწყისში საბჭოთა კონსტრუქტორებმა დაიწყეს ფიქრი სრულიად ახალი ტანკის შექმნაზე, ამ დროს კი საბჭოთა არმიას სჭირდებოდა რადიკალურად ახალი ტანკი რომელიც ბევრად აჯობებდა ამერიკულ/ევროპულ ტანკებს. მასზე მუშაობა კი დაიწყო ხარკოვის ქარხანამ ხოლო 1958 წელს გამოიცადა მისი პირველი ექსპერიმენტატული ვარიანტი ობიექტ-430 რომელსაც ჰქონდა თავიდან 100მმ ქვემეხი ხოლო შემდგომში 122მმ მას ასევე ჰქონდა 120მმ შუბლა ჯავშანი ხოლო შემდგომში კი 160მმ, მასში ასევე გამოყენებული იყო ძალიან ბევრი დეტალი T-54/55 - დან. მისი მეორე ექსპერიმენტული ვარიანტი ობიექტ 432-ს ჰქონდა ახალი 115მმ ქვემეხი ასევე დამონტაჟებული იყო ავტო დამტენი რომელიც მის ეკიპაჟს სამ კაცამდე ამცირებდა ამის გამო კი მისი წონა 36 ტონა გახდა როცა ობიექტ 430 30 ტონა იყო ასევე დაუყენეს ახალი ჯავშანი გაუძლიერეს ძრავა და გაუხადეს 700 ცხენის ძალიანი რომელმაც გახადა ბევრად მანევრული,ეს კი უკვე ჯობდა მოწინააღმდეგის ტანკებს რომელსაც ჰქონდა 105მმ ქვემეხი და ბევრად სუსტი ჯავშანი, სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.

პროდუქციის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

T-64 შეიარაღებაში მიიღეს 1967 წელს ხოლო მისი შემდგომი ვარიანტი T-72 - კი ექვსი წლის შემდეგ,მოროზოვის ქარხანამ კი ეს ტანკი გამოუშვა რომ ჩაენაცვლებინა როგორც საშუალო ტანკები ისევე მძიმე ტანკები როგორებიცაა: IS-3, T-10, ამასობაში კი გადაწყვიტეს რომ მას ჩაენაცვლებინა მხოლოდ მძიმე ტანკები ხოლო T-72-ს კი საშუალო ტანკები T-54/55 და T-62, მის ბაზაზე შეიქმნა T-80 რომელსაც გადმოყვა იგივე ავტო დამტენი, ამ ტანკის ბაზაზე კი უკრაინამ შექმნა T-84-120,T-64-ის პირველ ვარიანტებს ჰქონდათ T-62-ის 115მმ ქვემეხი რომელიც შემდგომ ბევრად ძლიერი 125მმ დაუყენეს რომელიც მომავალში T-72 - გადმოჰყვა. ამ ტანკების უმეტესობა განლაგებული იყო აღმოსავლეთ გერმანიაში. ეს ტანკი არასდროს გასულა ექსპორტზე რადგან იყო ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა ტანკი თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ტანკები დარჩათ უკრაინასა და რუსეთს, ამის შემდეგ კი T-64BV გავიდ ექსპორტზე მოლდავეთში ასევე 100 ასეთი ტანკი კი უზბეკეთში

მომსახურების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან ეს ტანკი თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო (მაშინაც როცა T-72 უკვე სერიულად იწარმოებოდა) შესაბამისად ექსპორტზე არასდროს გასულა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უზბეკეთში გავიდა 2000 წელს) თუმცა ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში T-64БВ მოდიფიკაციები რომლებიც დაჯავშნული Контакт-1-ით იყო თუმცა მათი განადგურება ძალიან ადვილი იყო რადგან დინამიკური დაცვის კონტეინერებში არ იდო ასაფეთქებელი ნივთირება რომელიც ტანკ საწინააღმდეგო რაკეტის მოხვედრის შემდეგ ფეთქდება.

Т-64 პირველად 1967 წელს შევიდა 41 სატანკო დივიზიონში რომელიც უკრაინაში ქალაქ კიევში იყო დისლოცირებული ხოლო 1992 წელს კი მოლდოვაში 59 სატანკო დივიზია იყო შეიარაღებული (T-64БВ), რუსეთის არმიაში კი T-64-ით შეიარაღებულია რამდენიმე სატანკო დივიზიონი მათ შორის 58 არმია რომლის შეიარარებაში 4 ასეთი ტანკი შედის, თუმცა ის რუსეთ საქართველოს ომში არ გამოუყენებიათ.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდიფიკაციები და მოდერნიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Т-64 (ობიექტი 432) სატესტო ვერსია, 115 მმ-იანი გლუვლულიანი 2A21 ქვემეხით და ავტომატური დამტენით, რომელიც შემდგომ T-64A-ზე და T-64Б-ზე გამოიყენეს.
  • T-64A Редут (ობიექტი 434) - პირველი სერიული ვერსია 1969 წლიდან. გაძლიერებული ჰქონდა ქვემეხი და დაყენებული ჰქონდა 125 მმ-იანი გლუვლულიანი 2A26 ქვემეხი, ასევე დამატებითი ჯავშანი და ასევე მუხლუხის ჯაჭვში 6 ბორბლის ნაცვლად 5 ეყენა.
T-64 დინამიკური დაცვის კონტეინერებით
  • T-64AK (ობიექტი 446) (1972) – სამეთაურო ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა R-130M რადიო ასევე დამატებითი ტელესკოპური ანტენები TNA-3 სანავიგაციო სისტემა თუმცა მას არ ჰქონდა მძიმე ტყვიამფრქვევი,მის ამუნიციაში შედიოდა 38 ჭურვი.
  • Т-64АМ (ობიექტი 476) (1979) - მოდიფიცირებული T-64A 6ТД-დიზელის ძალური დანადგარით. მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოუშვეს.
  • Т-64АКМ (ობიექტი 476) მოდიფიცირებული T-64AK 6ТД-დიზელის ძალური დანადგარით. მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოუშვეს.
  • T-64T (ობიექტი 288) (1963) – ექსპერიმენტული ვერსია, რომელსაც ორი ГТД-350 ტიპის აირტურბინიანი ძრავა ეყენა, მთლიანი სიმძლავრით 700 ცხ.ძ.
  • T-64Б Сосна (ობიექტი 447А) (1975) – გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი,ასევე ახალი 1A33 ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა, 9K112-1 „Кобра“ ტანკ საწინააღმდეგო რაკეტა რომელსაც ქვემეხიდან ისროდა, 2A46-2 ქვემეხი, 2E26M სტაბილიზატორი და 6ETs40 ავტო დამტენი.
  • T-64Б1 (ობიექტი 437А) – ცეცხლის მართვის სიტემის გარეშე რომელსაც 37 ჭურვი მიჰქონდა
  • T-64БK (ობიექტი 446Б) და T-64Б1K – სამეთაურო ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა R-130M რადიო ასევე დამატებითი ტელესკოპური ანტენები ТНА-3 სანავიგაციო სისტემა, მის ამუნიციაში 28 ჭურვი აქვს
  • T-64Б1M – აქვს ახალი 1,000-ც.ხ.ძ.ლ 6DT ძრავა.
  • T-64БВ (ობიექტი 447Б) – დაყენებული აქვს დინამიკური დაცვის კონტეინერები „Контакт-1“ და „Tуча“ 81-მმ კვამლის ყუმბარა რომელიც ქვემეხზე იყო დამონტაჟებული.
  • T-64БM2 – დაყენებული აქვს დინამიკური დაცვის კონტეინერები „Контакт-5“, 1A43U ცეცხლის მართვის სისტემა, 6ETs43 ავტო დამტენი და 9K119 ტანკ საწინააღმდეგო რაკეტა (ნატოს სახელით „AT-11A Sniper“), 5ТДФМ 850 ცხ.ძ. ძრავა.
  • T-64Р (ობიექტი 443Р) – დამატებული ჰქონდა T-64A-ს ხელსაწყოები და T-62-ის 115 მმ-იანი ქვემეხით.
  • T-64У (ობიექტი 447АM-1), БМ Булат, – არის უკრაინული მოდერნიზებული ვარიანტი დამატებული აქვს: „Нож“ ტიპის ჯავშანი, 9K120 „Рефлекс“ ტიპის რაკეტა (ნატოს სახელით „AT-11 Sniper“), 1A45 „Иртыш“ ცეცხლის მართვის სისტემა, TKН-4С მეთაურისთვის, ПЗУ-7 მძიმე ტყვიამფრქვევი, TPN-4E „Buran-E“ ღამის ხედვის ხელსაწყო, 6TDF 1,000 ცხ.ძ.-ის ძრავა.
  • T-55-64 – მძიმედ გაძლიერებული T-55 რომლის შასი T-64-ის იყო, დაჯავშნული იყო „Kontakt-1“ და ERA-თი.
  • T-80 და T-84 - მოდერნიზებული ვარიანტები.
T-64 სწავლებაზე
  • BMPV-64 – მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა რომელსაც უკრაინა აწარმოა,მისი შასი და შეიარაღება ბევრად განსხვავდება T-64-ისაგან, მისი შეიარაღება 30მმ ტყვიამფრქვევისაგან და 1 7.62 მმ ტყვიამფრქვევებისგან შედგება ,ასევე აქვს დინამიკური დაცვის კონტეინერები, მისი ძრავა თავდაპირველად არ შეცვლილა თუმცა შემდგომში მას 1000 ცხენის ძალიანი ძრავა დაუყენეს რის გამოც 34 ტონა გახდა. მისი პირველი პროტოტიპი 2005 წელს გამოვიდა
  • BTRV-64 – T-64-ის ბაზაზე შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც უკრაინამ შექმნა
  • UMBP-64 – მოდიფიცირებული ვერსია რომლის გამოყენება შეიძლება როგორც საჰაერო დაცვის სისტემა, სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების მანქანად რომელმაც ბრძოლის ველზე დაჭრილების გამოყვანა ევალება
  • BMPT-K-64 – უკრაინული ჯავშან ტრანსპორტიორი რომელიც წააგავს BMPV-64-ს თუმცა მუხლუხების მაგვირად 4 ბეტეერის ბორბალი აქ მისი წონა კი 17 ტონაა. მხოლოდ და მხოლოდ პროტოტიპი დარჩა
  • BAT-2 – წრაფი საინჟინრო მანქანა, რომელსაც აქ T-64-ის მუხლუხი .მას წინ აქ v ფორმის მეტალის გამწევი, ასევე მცირე ამწე, რომელსაც 2 ტონა ტვირთის აწევა შეუძლია. ეკიპაჟი 8 კაცისგან შედეგბა (მძღოლი, მეთაური, რადიო ოპერატორები და პლიუს 5 კაცი. მისი მიზანია ჩაანაცვლოს T-55/AT-T ბაზაზე BAT-M.

მომხმარებელი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის დროშა რუსეთი – 194 T-64БВ აქტიურ სამსახურში, ასევე სხვა 4 106 ცალი T-64А, T-64Б და T-64БВ რეზერვში
  • უკრაინის დროშა უკრაინა – 2250 T-64А, T-64Б და T-64БВ. აქედან ნაწილს T-64БВ-სა და T-64У-ს დონეზე ჩაუტარდათ მოდერნიზაცია.
  • უზბეკეთის დროშა უზბეკეთი - 100 T-64Б და T-64БВ.
  • მოლდავეთის სსრ-ის დროშა მოლდავეთი - მცირე რაოდენობით შედის T-64БВ ტიპის მოდიფიკაციები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=T-64&oldid=4093059“-დან