Stronghold: Crusader

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stronghold: Crusader
Crusadercover.jpg
მონაცემები
შემქმნელ(ებ)ი: Firefly Studios
გამომცემელი(ები): Take 2 Interactive და God Games
პლატფორმ(ები)ა: ვინდოუსი
გამოშვების თარიღი: 25 სექტემბერი, 2002
ჟანრ(ებ)ი: სიმულატორი, სტრატეგია
თამაშის მეთოდ(ებ)ი: ცალკეული და ქსელი
რეიტინგი: ELSPA: 11+
ESRB: T
მედია: CD
სისტემური მოთხოვნილება: 300 MHz CPU
64MB RAM
850 MB HDD
თამაშის მეთოდი: კლავიატურა, თაგუნა
ინტერფეისის ენა: ინგლისური, რუსული
საიტი: თამაში Firefly Studios-ს ოფიციალურ ვებგვერდზე

Stronghold: Crusader2002 წლის სტრატეგიული ჟანრის თამაში, რომელიც შექმნა კომპანიამ Firefly Studios, გამოუშვა Take 2 Interactive და God Games-მა.

თამაშის შესახებ[რედაქტირება]

სტრატეგიული ჟანრის თამაშის Stronghold: Crusader-ის შემქმნელი ბრიტანული კომპანია FireFly Studios Std გვთავაზობს მივიღოთ მონაწილეობა ახლოაღმოსავლურ კონფლიქტში რომელიც 1000 წლით ადრე ხდებოდა, როცა პალესტინაში შემოიჭრნენ ევროპელი ჯვაროსნები. მაშასადამე Stronghold-ის სერიაში ორი ნათლად გამომხატველი და განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალებია - ჯვაროსნები და არაბები. თამაში შეიძლება ნებისმიერ კომპანიაში, რომელთა მოქმედებაც მიეკუთვნება XI-XII საუკუნეებს და ასახავს მთელ რიგ რეალურ-ისტორიულ მოვლენებს. ევროპელებს აქვთ დიდი, ძლიერი ციხე-სიმაგრეები უდაბნოს მიწებზე, სადაც მათ უწევთ წყლის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა. მათი კოზირია მაღალი, სქელი, ძლიერი კედლები, ცხენოსანი რაინდებისა და ქვეითი ჯარის უძლეველობა, შორსმსროლელი ბრიტანული მშვილდ-ისრები და მტკიცე ფოლადისგან დამზადებული ხმლები. თავის მხრივ არაბთა უპირატესობაა ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია, მსუბუქი კავალერიისადმი მისწრაფება, მშვილდისა და ხმლის ხმარების ტექნიკის კარგად დაუფლება, ფანატი მკვლელების მოქნილობა და შეუპოვრობა. საერთო სირთულით თამაშში არის 25-ზე მეტი საბრძოლო სახეობა, სხვადასხვა შტურმისთვის გამოსაყენებელი ტექნიკა და განსხვავებული დაცვითი ტექნოლოგია. Stronghold: Crusader-ში სიმპატიური, მაღალდეტალიზირებული გრაფიკაა, კლასიკურ, იზომეტრიულ პროექციაში. კარგად ჩანს არა მარტო მშენებლობები, არამედ ადამიანები, ცხოველები და ფრინველები.

პერსონაჟები[რედაქტირება]

  • თაგვი
  • გველი
  • ღორი
  • მგელი
  • ლომგული
  • სალადინი
  • ხალიფა
  • სულთანი
  • ამირა
  • ფრიდრიხი
  • შერიფი
  • აბატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]