Sony Ericsson

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სონი ერიქსონის ლოგო

სონი ერიქსონი (ინგლ. Sony Ericsson [ˈsəʊnɪ ˈɛɹɪksən]) — 2012 წლამდე იყო იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის სონის და შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია ერიქსონის გაერთიანებული ძალებით დაარსებული (Joint Venture - ზუსტი თარგმანი გაერთიანებული სარისკო წამოწყება) მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი სონის სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილების და ერიქსონის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. 2012 წელს სონიმ მთლიანად შეიძინა კომპანიის აქციები და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა, როგორც მობილური კომუნიკაციების დეპარტამენტი, ხოლო პროდუქციის წარმოება სონის საფირმო ნიშნით გაგრძელდა.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sony_Ericsson&oldid=2735636“-დან