Smscoin

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგისტრაცია SmsCoin.com

SMSCOIN — მძლავრი მობილური გადახდების პროვაიდერი, რომელიც სთავაზობს კონკრეტულად გადახდის სერვისს მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი საშუალებით და პრემიუმ SMS სერვისებს 92 ქვეყანაში, ხელს უწყობს ასობით მობილური ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებას მთელ მსოფლიოში. მთავარი მიზანი იყო შესაძლებლობის ფარგლებში დაფარვის ზონის გაზრდა მთელ მსოფლიოში და პროექტი SmsCoin იყო და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გლობალური დაფარვის თვალსაზრისით [1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად პროექტი SmsCoin განხორციელდა 2006წ. ივლისში მხოლოდ 4 ქვეყანაში (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი) და იმ დროისათვის სთავაზობდა 3 სახის მომსახურებას - სმს: ჩათი, სმს: გასაღები და სმს:ბანკი. ნოემბრის თვეში ამ ჩამონათვალს კიდევ კიდევ ერთი მომსახურება, სმს:ტრანზიტი დაემატა, და წლის ბოლოსათვის მომსახურება კიდევ 13 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი.

2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის დასაწყისი აღსანიშნავი იყო იმით, რომ დაფარვის ზონას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, განხორციელდა ასევე ინტერნეტ ბრაუზერისა და MIDlet-ის ინოვაციური გაფართოება, რამაც საშუალება მისცა SmsCoin-ის მომხმარებლებს ენახათ თავიანთი ვებ-გვერდების სტატისტიკა მობილური ტელეფონის საშუალებით. საიტის ინგლისური ვერსია წარდგენილ იქნა თებერვლის თვეში. პროექტ SmsCoin-ის იუბილე აღინიშნა 5 სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებით მსოფლიოს 18 ქვეყანაში, 5 ათასამდე პარტნიორთან მუშაობასა და მილიონზე მეტი სმს შეტყობინების გადაცემასთან ერთად.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელი დაიწყო ახალი პროგრამის წარდგენით პოპულარული CMS მზა მოდულების განხორციელების მიზნით, 10 მათგანი საიტზე იქნა გამოქვეყნებული, ამავე დროს დაინერგა სრულიად ახალი სერვისი სმს:კონტენტი. აპრილის თვეში გამოცხადდა მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყნის ჩართვა პროექტში SmsCoin. მობილურ ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენციის ასეთ მძიმე პირობებში პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია, რადგან პარტნიორებს შეეძლოთ თვითონვე შეერჩიათ საკუთარი მცირენიშნიანი კოდები. პროექტის წარმატებაზე მეტყველებდა ასევე გადახდების მაღალი მაჩვენებლები. ამასთან, რუსეთის მასშტაბით გადახდა წარმოებდა რუსული რუბლით და პარტნიორებს შეეძლოთ ეთხოვათ შემოსავლების გადახდები ყოველ 5 დღეში ერთხელ, რაც იმ დროისათვის საკმაოდ ექსტრაორდინალური იყო. ოქტომბრის თვეში კიდევ ორი სიურპრიზი იქნა შეთავაზებული: უპირველესად განხორციელდა გლობალური მხარდაჭერა ყველა საკონტაქტო საშუალებების გაერთიანებით სწრაფი შეტყობინების საშუალებით, და მეორე, პროექტმა SmsCoin საკუთარი მომსახურების შეთავაზება უკვე 40 ქვეყანაში დაიწყო.

2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის მარტში SmsCoin-მა გამოაცხადა ღონიძიებათა ახალი სერია დაფარვის ზონის გაზრდასთან ერთად - 50 ქვეყანა, რომელიც ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან კავშირს უზრუნველყოფს, შემდეგ, მაისის თვეში დაემატა შუა აღმოსავლეთის 6 ქვეყანა. 3 წლის იუბილე გაიხსნა სრულიად განახლებული საიტის დიზაინის წარდგენითა და სტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც მასთან მუშაობა უფრო მოსახერხებელი გახადა [2]. ამას მოყვა კიდევ ერთი ახალი სერვისის შეთავაზება სმს:დონაცია. წლის ბოლოსათვის პროექტმა SmsCoin მოიცვა უკვე 65 ქვეყანა მისი „შენაძენის“ ჩათვლით: ჩინეთი, ტაივანი, ჰონგ კონგი. 2009 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სკრიპტების ბიბლიოთეკა, როგორც გაუმჯობესების გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძლდება.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის დასაწყისში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, როცა პროექტი SmsCoin განხორციელდა ინდოეთსა და კვიპროსში, რომლებიც უნიკალურია მობილური გადახდების ბაზარზე [3]. რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად საბოლოოდ პროექტმა 88 ქვეყანა მოიცვა და ამით თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა მობილური გადახდების ბაზარზე.

უნიკალური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SmsCoin არის საჯარი, ღია კოდის სისტემა სრულიად თავისუფალი რეგისტრაციით, ის სთავაზობს შემდეგ უნიკალურ და ინოვაციურ თავისებურებას რუსულსა და საერთაშორისო ბაზარზე:

  • დაფარვის დიდი ზონა 92 ქვეყანაში, რომელთაგან რამდენიმე მიუწვდომელია სხვა მსგავსი მომსახურების სფეროში
  • მზა მოდულების სრული ბიბლიოთეკა სხვადასხვა CMS-ისათვის და მყისიერი გადაწყვეტა სხვადასხვა იდეებისათვის

როგორც მაღალი კვალიფიკაციის კონკურენტმა, პროექტმა SmsCoin მიიქცია სხვა ცნობილი პროექტების ყურადღება, როგორიცაა HeroCraft, Odnoklassniki, Alawar Entertainment, Depositfiles

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერვისი SmsCoin მუდმივად გამოიყენებოდა თაღლითობის მიზნით და მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობის ყველა მცდელობა ბლოკირებულ იქნა, მომსახურებას ხშირად აკრიტიკებდნენ რეგისტრაციის პროცესის სიმარტივისა და მომსახურების ორგანიზების თუ მენეჯმენტის გამო.

დეტალური ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მობილური გადახდები
  • მობილური კომერციის მომსახურების პროვაიდერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SmsCoin reaches new heights – 87 countries connected. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-31. ციტირების თარიღი: 2010-11-14.
  2. Celebrating the 3rd anniversary of SmsCoin project Agregator Ltd. reviews and concludes its activities for the past year. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-06. ციტირების თარიღი: 2010-05-25.
  3. Catch good Karma – SmsCoin connected India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-17. ციტირების თარიღი: 2010-05-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Smscoin&oldid=4080038“-დან