Smile (დევიდ გილმორის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Smile“
Smile გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - დევიდ გილმორი
ალბომიდან On An Island
B-მხარე Island Jam
გამოსვლის თარიღი 2006
ჟანრი პროგრესული როკი, ბლუზ როკი, არტ როკი
ხანგრძლივობა 4:03
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
სიმღერის ავტორი დევიდ გილმორი
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ფილ მანზანერა, კრის თომასი
დევიდ გილმორი - სინგლების ქრონოლოგია
On An Island
(2006)
Smile
(2006)
Arnold Layne
(2006)

Smile — გიტარისტ და ვოკალისტ დევიდ გილმორის სიმღერა და სინგლი, გამოცემული 2006 წლის 13 ივნისს.

სიმღერა პირველად შესრულდა დევიდის 2001 და 2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებზე. გილმორმა იგი ასე წარადგინა: „ეს სიმღერა ახალია, ასე რომ, თუ ბუტლეგებს იწერთ, ახლავე ჩართეთ თქვენი მოწყობილობები.“ სიმღერის საბოლოო ვერსია ჩაწერილი იქნა მის სტუდიაში Astoria და შეტანილი იქნა 2006 წლის ალბომში On An Island.

ალბერტ ჰოლში სამი საღამოს მანძილზე ყველა სკამზე განთავსებული იყო კონვერტები სინგლის ყდით. მსურველს შეეძლო სიმღერის iTunes-იდან ჩამოტვირთვა, მისი ამ კონვერტში განთავსება და საკუთარ კოლექციაში დამატება. ყველა კონვერტს ახლდა უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

სინგლში ასევე შეტანილია Island Jam[1], რომელიც თავდაპირველად უფასოდ იყო განთავსებული დევიდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Smile - 4:06
  2. Island Jam — 6:33

სქოლიო[რედაქტირება]