Shoot-Out — სნუკერის მოწვევითი ტურნირი. 2011 წლის იანვარში 20-წლიანი შესვენების შემდეგ (პირველად იგი ჩატარდა 1990 წლის სექტემბერში ამჟამინდელისგან განსხვავებულ ფორმატში) დაბრუნდა მეინ-ტურის კალენდარში. ტურნირს გადასცემს Sky Sports, რომელიც აგრეთვე ახდენს პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირებას. 2004 წლიდან Sky Sports არ მონაწილეობდა WPBSA-ის ეგიდის ქვეშ ჩატარებული სნუკერის ტურნირების გაშუქებაში.