Shine On (პინკ ფლოიდის კრებული)
| Shine On | ||
| Shine On | ||
| გამოცემის თარიღი | 24 ნოემბერი 1992 | |
| ჩაწერის თარიღი | 1967 - 1987 | |
| ჟანრი | პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი | |
| ხანგრძლივობა | 380:16 | |
| ლეიბლი | EMI (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
| პროდიუსერი | ჯო ბოიდი, ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი, როჯერ უოტერსი | |
| პინკ ფლოიდის კრებულები | ||
|---|---|---|
| Works (1983) |
Shine On (1992) აგრეთვე The Early Singles |
1967: The First Three Singles (1997) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
Shine On (ქართ. ანათე) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომების კრებული, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. მასში შეტანილია ჯგუფის სტუდიური ალბომები, 1968-1987 წლამდე. ყველა ჩანაწერი იქნა ციფრულად აღდგენილი.
სექციების სია |
კრებულში შეტანილი ალბომები [რედაქტირება]
- A Saucerful of Secrets
- Meddle
- The Dark Side of the Moon
- Wish You Were Here
- Animals
- The Wall (ორმაგი ალბომი)
- A Momentary Lapse of Reason
- The Early Singles (დისკი ჯგუფის პირველი სინგლებით)
ყუთში არ არის შეტანილი ალბომები: The Piper at the Gates of Dawn, Soundtrack from the Film More, Ummagumma, Obscured by Clouds, Atom Heart Mother და The Final Cut. ამან გამოიწვია მოყვარულთა უკმაყოფილება. თავად დისკები კი, ერთად შეტყუპების შემდეგ წარმოადგენენ ცნობილ პრიზმას ალბომიდან The Dark Side of the Moon
ყუთს თან ახლავს წიგნი ჯგუფის კარიერის მიმოხილვით და მრავალი საინტერესო ფოტოსურათით.
ფაქტები [რედაქტირება]
- თავდაპირველად ალბომის სახელწოდება უნდა ყოფილიყო The Big Bong Theory, მაგრამ ეს ვარიანტი გაუქმდა. ალბომის სათაური მომდინარეობის კომპოზიციიდან Shine On You Crazy Diamond.
The Early Singles [რედაქტირება]
The Early Singles გამოვიდა 1992 წელს, ალბომების კრებულთან Shine On ერთად. ეს არის ჯგუფის პირველი ხუთი სინგლისგან შემდგარი დისკი. სინგლები აღსანიშნავია იმით, რომ მათ შემდეგ ბრიტანეთში 1979 წლამდე პინკ ფლოიდს არც ერთი სინგლი არ ჰქონდა გამოცემული.
კომპოზიციების The Scarecrow გარდა (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და Careful with That Axe, Eugene გარდა (ამ უკანასკნელის საკონცერტო ვერსია შეტანილია დისკში Ummagumma), თითქმის არც ერთი სიმღერა არ გამოცემულა ცალკე კრებულებსა თუ ალბომებზე. გამონაკლისია დისებში Relics და Works შეტანილი სინგლები. დღემდე ეს ერთადერთი ოფიციალური ალბომია, სადაც შესაძლებელია სიმღერების Point Me at the Sky და It Would Be So Nice მოსმენა.
კრებულის გამოსვლამდე სიმღერები Apples and Oranges და Point Me at the Sky აშშ-ში არ გამოცემულა.
სიმღერების სია [რედაქტირება]
- Arnold Layne – 2:57
- Candy and a Currant Bun – 2:47
- See Emily Play – 2:54
- The Scarecrow – 2:10
- Apples and Oranges – 3:08
- Paint Box – 3:47
- It Would Be So Nice – 3:46
- Julia Dream – 2:35
- Point Me at the Sky 3:35
- Careful with That Axe, Eugene – 5:44
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Eder, Bruce (2011 [last update]). Shine On - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.