Script for a Jester's Tear

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Script for a Jester's Tear
სტუდიური ალბომი - Marillion
გამოცემის თარიღი მარტი, 1983 (ერთ დისკიანი გამოცემა); სექტემბერი, 1997 (ორ დისკიანი გამოცემა)
ჩაწერის თარიღი დეკემბერი, 1982 - თებერვალი, 1983
ჟანრი ნეო-პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 46:58
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტოუბერი
გარეკანის ავტორი მარკ უილკინსონი
Marillion - ქრონოლოგია
Script for a Jester's Tear
(1983)
Fugazi
(1984)
სინგლები ალბომიდან Script for a Jester's Tear
  1. He Knows You Know
    გამოვიდა: 31 იანვარი 1983
  2. Garden Party
    გამოვიდა: 6 ივნისი 1983
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Music Street Journal (ძალიან დადებითი)[2]

Script for a Jester's Tear (ინგლ. ხელნაწერი მასხარას ცრემლზე) — ჯგუფ Marillion-ის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1983 წელს. ალბომის გამოსვლამდე გამოვიდა სინგლი „Market Square Heroes“, სიმღერებთან „Three Boats Down from the Candy“ და 17 წუთიან „Grendel“-თან ერთად. სიმღერები „He Knows You Know“ და „Garden Party“ აგრეთვე გამოიცა სინგლების სახით.

Script for a Jester's Tear არის Marillion-ის ერთადერთი ალბომი, რომელზეც უკრავს ჯგუფი პირველი დრამერი, მიკ პოინტერი. შემდგომში იგი ჯგუფ Arena-ში გადავიდა.

ისტორია[რედაქტირება]

ჯგუფმა გამართა სინგლის Market Square Heroes მხარდამჭერი ტურნე და მხოლოდ ამის შემდეგ კლუბის Marquee სტუდიაში დაიწყო ფიქრი მომავალ ალბომზე. უპირველეს ყოვლისა, გაიმართა დისკუსია პროდიუსერის შესახებ. EMI-მ Marillion-ს შესთავაზა მარტინ ბერჩის კანდიდატურა - უკანასკნელი ცნობილი იყო ჯგუფებთან რეინბოუ, Whitesnake და Iron Maiden მუშაობით. თუმცა კოლექტივმა ჩათვალა, რომ ბერჩი მეტად სწორხაზოვანი როკ-პროდიუსერი იყო და მათ არ სურდათ Iron Maiden-ის ჟღერადობის შეძენა. კომპანია Charisma-ს წარმომადგენლებმა ამის შემდეგ ჯგუფს შესთავაზეს ნიკ ტოუბერი, რომელიც Marquee-სტუდიის მუდმივი პროდიუსერი იყო. მისი წინა ნამუშევრების მოსმენის შემდეგ ჯგუფმა ნიკი მოიწონა.

მომავალმა ალბომმა სათაური ჩაწერის პირველ ეტაპზევე შეიძინა. მაგრამ ადგილი ჰქონდა სხვა პრობლემებს. EMI-მ გამოხატა ეჭვი მიკ პოინტერის პროფესიონალური თვისებების თაობაზე. მათი აზრით მიკი არ შეესაბამებოდა ჯგუფის სხვა მუსიკოსთა დონეს. მარკ კელის თქმით, ჯგუფის წევრებსაც მსგავსი აზრი აწუხებდათ. ჰიუ სტენლი კლარკი, EMI-ს წარმომადგენელი ამის შესახებ უკვე Market Square Heroes-ის ჩაწერისას საუბრობდა. მაგრამ ვინაიდან იგი მესამე პირი იყო, მისი პოზიცია ჯგუფისათვის უფრო დამარწმუნებლად ჟღერდა და ჰიუმ პირდაპირ სთხოვეს ტოუბერს პოინტერის ჩანაცვლება. ჰიუსთან გასაიდუმლოებული საუბრისას ჯგუფის ოთხმა წევრმა განაცხადა, რომ პოინტერის გაშვება პირველი ალბომის ჩაწერამდე არ სურდათ - ეს უსამართლო იქნებოდა. მათ ასევე სწამდათ, რომ მიკი თავის ოსტატობას სრულყოფდა.

ალბომის ჩასაწერად ჯგუფს 12 კვირა მისცეს. ერთ-ერთი ამ კვირებიდან იყო უქმე - საშობაო და საახალწლო დღესასწაულების გამო. მანამდე ჯგუფმა მხოლოდ სიმღერის „Charting the Single“ ჩაწერა მოასწრო - რომელიც სინგლის He Knows You Know b-გვერდზე მოხვდა.

სტუდიაში იანვარში დაბრუნებულმა ჯგუფმა განაგრძო მუშაობა და იწერდა He Knows You Know-ს, რომელიც მეორე სინგლის სახით 1983 წლის 31 იანვარს უნდა გამოცემულიყო. ფიში მას ყოველთვის უწოდებდა სიმღერას ნარკოტიკების შესახებ. იგი განმარტავდა - „დიახ, ის ნარკოტიკებზეა, მაგრამ აგრეთვე პიროვნების გაორებაზე, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში არსებული პრობლემების გაგებას ცდილობს. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს ამის გაგებას, პრობლემები უფრო მეტად სერიოზული ხდება. და იმ დროისათვის, როდესაც მას მივმართავთ, იგი უკვე ბოლომდეა ამოწურული. ჩვენ მისი მოშლილობის მოწმენი ვართ“.

გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ სინგლი ჩარტებში 35-ე ადგილამდე ავიდა და იქცა Marillion-ის მიერ 40-ეულში პირველ მოხვედრად. ამის აღსანიშნავად ჯგუფმა Marquee-ში წვეულება გამართა.

თუმცა, ერთი კვირის შემდეგ სინგლმა 10 პოზიცია დაკარგა. EMI-ში კი შეიტყვეს, რომ ჯგუფი არა მხოლოდ გრაფიკს არღვევს, არამედ ბიუჯეტსაც აჭარბებს. კლარკი ეწვია სტუდიას, მაგრამ იგი არ შეუშვეს. გარდა ამისა, ტოუბერმა უარი თქვა დაუსრულებელი სიმღერების დემონსტრირებაზე.

ისევე, როგორც Market Square Heroes-ის შემთხვევაში, ალბომის ჩაწერა დაძაბულად მიმდინარეობდა. პროდიუსერის ამოცანაში ასევე შედიოდა მიკისგან ყველაფრისგან მიღება, რაც საჭირო იყო. გარდა ამისა, ჯგუფს მასალა არ ჰყოფნიდა. სიმღერების ნაწილი უკვე დამუშავებული იქნა კონცერტებისას, მაგრამ სასათაურო კომპოზიციას არ ჰქონდა შესავალი და დასასრული. მარკ კელიმ გადაწყვიტა, რომ სტუდიას არ დატოვებდა და შესაბამისი დაბოლოებაც მოძებნა. ნიკ ტოუბერს ფიშმა შესთავაზა ალბომის დასაწყისში რომელიმე ლექსის წაკითხვა, მაგალითად, შექსპირის შემოქმედებიდან. პროდიუსერი თვლიდა, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო და ფიშს შესთავაზა საკუთარი მონოლოგის დაწერა, იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში მუსიკოსი ვერაფერს მოიფიქრებდა. იგი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ფიშმა ახლადდაწერილი მონოლოგი მოიტანა. მაშინ ნიკმა სხვა მუსიკოსებს სთხოვა, ფიშის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინათ. საბოლოოდ, მონოლოგი გამოყენებული იქნა სიმღერაში „Incubus“, ჯგუფის შემდეგ ალბომზე. ხოლო სიმღერის Script for Jester’s Tear შესავალი მოიფიქრეს ალბომის ჩაწერის ბოლო დღეს.

ალბომის ჩაწერის შემდეგ Marillion-მა EMI-სთან ახალი კამათი წამოიწყო. ამჯერად - ალბომის გაფორმების გამო. მუსიკოსები თვლიდნენ, რომ მას უნდა ჰქონოდა გაშლადი სახე. 1970-იან წლებში ასეთი კონვერტებით არავინ გაოცდებოდა, მაგრამ 1980-იანებში, 1979 წლის მსოფლიო კრიზისის გამო, ხმისჩამწერი კომპანიები ცდილობდნენ ყველა შესაძლებლობით თანხების დაზოგვას და ეს ალბომების დიზაინსაც ეხებოდა. მაგრამ ჯგუფმა EMI მაინც დაარწმუნა. მოგვიანებით ლეიბლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ „უცნაურ ორმეტრიან შოტლანდიელთან კამათს ვერავინ ბედავდა“. გარეკანზე აპირებდნენ რეზინის მცენარის გამოსახვას, მაგრამ მარკ უილკინსონს, ჯგუფის ყდების დიზაინერს, უბრალოდ დაავიწყდა მისი დამატება.

მიუხედავად ყველა სირთულისა, ალბომი გამოიცა დანიშნულ დღეს და უკვე 22 მარტს, კარდიფში გამოსვლისას ჯგუფმა შეიტყო, რომ იგი გაყიდვის პირველივე კვირაში ჩარტში 7-ე ადგილამდე ავიდა. მოგვიანებით იგი 20-ეულიდანაც ამოვარდა, ხოლო სინგლის Garden Party გამოცემისათვის 40-ეულში თავს ძლივს თუ იკავებდა, მაგრამ როგორც სადებიუტო ალბომმა, დიდი წარმატება იქონია.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: დერეკ დიკი, სტივ როზერი, პიტერ ტრევავასი, მაიკლ პოინტერი, მარკ კელი, დიზ მინიტი და ბრაიან ჯელიმენი, გარდა აღნიშნულისა.

  1. Script for a Jester's Tear (დერეკ დიკი/სტივ როზერი/პიტერ ტრევავასი/მაიკლ პოინტერი/მარკ კელი) – 8:44
  2. He Knows You Know – 5:23
  3. The Web (დერეკ დიკი/სტივ როზერი/პიტერ ტრევავასი/მაიკლ პოინტერი/მარკ კელი/ბრაიან ჯელიმენი) – 8:52
  4. Garden Party – 7:19
  5. Chelsea Monday (დერეკ დიკი/სტივ როზერი/პიტერ ტრევავასი/მაიკლ პოინტერი/მარკ კელი) – 8:17
  6. Forgotten Sons – 8:23

1997 წლის გამოცემის დამატებითი დისკი[რედაქტირება]

ალბომის 1997 წლის რემასტერინგს ახლავს დამატებითი დისკი შემდეგი სიმღერებით:

  1. Market Square Heroes (Battle Priest Version) – 4:18
  2. Three Boats Down from the Candy – 4:31
  3. Grendel (სტუდიის Fair Deal დემო) – 19:10
  4. Chelsea Monday (მანჩესტერ სკვერის დემო) – 6:54
  5. He Knows You Know (მანჩესტერ სკვერის დემო) – 4:29
  6. Charting the Single – 4:51
  7. Market Square Heroes (ალტერნატიული ვერსია) – 4:48

პერსონალი[რედაქტირება]

ფაქტები[რედაქტირება]

  • მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის პირველი სინგლი Market Square Heroes არ იყო შეტანილი ალბომის ორიგინალურ გამოცემაში, სიმღერის ნაწყვეტი ჟღერს Forgotten Sons-ის შესავალში.
  • ფიშის თანახმად, Script for a Jesters Tear არის ალბომების ტრილოგიის ნაწილი. მისი თქმით, თუკი ეს ალბომი არის „ფიქრები საწოლში“, Fugazi არის „ფიქრები სასტუმროში“, ხოლო Misplaced Childhood - „ფიქრები სახლში“.
  • სიმღერის Grendel ვერსია, რომელიც შეტანილია ალბომის რემასტერინზე, არ არის იგივე, რომელიც ჟღერდა 1983 წლის სინგლზე.

ჩარტები[რედაქტირება]

ალბომი

წელი ჩარტი პოზიცია
1983 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Franck, John. (2011 [last update])Script for a Jester's Tear - Marillion | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 13 July 2011.
  2. Hill, Gary. (2011 [last update])Music Street Journal - Music News & Reviews. musicstreetjournal.com. წაკითხვის თარიღი: 13 July 2011.