Scheiße

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Scheiße (სიმღერა))
„Scheiße“
სიმღერალედი გაგა
ალბომიდან Born This Way
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 მაისი, 2011
ჩაიწერა 2010, ტურნეს ავტობუში, ევროპაში
ჟანრი საცეკვაო პოპი, ტექნო
ხანგრძლივობა 3:45
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, RedOne[1]
პროდიუსერი ლედი გაგა, RedOne

Scheiße (ალტერნატიული სახელწოდება: Scheisse, Scheibe და Shiza. ქართ. ჯანდაბა) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მისი მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა დაწერილია გაგას და RedOne-ის მიერ, რომლებიც ასევე სიმღერის პროდიუსერებიც არიან. სიმღერა ჩაიწერა გაგას მეორე მსოფლიო ტურის The Monster Ball Tour-ის ავტობუსში ევროპის კონცერტების დროს. სიმღერის რემიქსის პრემიერა მოხდა 2011 წლის 19 იანვარს ტერი მაგლერის მოდების ჩვენების დროს პარიზში. გაგამ შემდგომ სიმღერის რეფრენი შეასრულა Germany's Next Topmodel-ზე და iHeartRadio-ს ფესტივალზე.

"Scheiße" არის საცეკვაო პოპ სიმღერა, რომელსაც თან ახლავს მძიმე სინთეზატორი. სიმღერას ასევე გააჩნია სწრაფი ტექნო რიტმი, რომელზეც ევროპული დისკოს გავლენა აღინიშნება. გაგა სიმღერის დასაწყისში საუბრობს გერმანულ ენაზე, სიმღერის სახელიც გერმანულია. სიმღერას აქვს ფემინისტური ტონი, გაგა სიმღერაში საუბრობს ქალთა გაძლიერებაზე. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება და მათ ხაზი გაუსვევს გაგას გერმანულ აქცენტს. სიმღერა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის და სამხრეთ კორეის ჩარტში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Remixes

  • Scheiße(DJ White Shadow Mugler) - 9:33
  • Scheiße (Guena LG Club Remix) - 5:44

კრედიტები და პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრედიტები აღებულია ალბომ Born This Way-ის ბუკლეტიდან.

ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცარტი (2011) პოზიცია
კანადის ციფრული ცხელი ასეული[2] 67
გერმანიის სიმღერების ჩარტი[3] 90
სამხრეთ კორეის სიმღერების ჩარტი[4] 20
დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტი[5] 136
აშშ, Bubbling Under Hot 100 Singles[6] 11
აშშ, საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტი[7] 4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BMI – Shiza (Legal Title). Broadcast Music Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  2. Canadian Hot Digital Songs: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.
  3. Lady Gaga auf internationalem Siegeszug German. Media Control Charts (2011-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  4. 에 대한 검색결과 입니다 – Digital Comprehensive charts Korean. Gaon Chart. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
  5. „The Official UK Singles Chart for the week ending June 1, 2011“. ChartsPlus. Milton Keynes: IQ Ware Ltd.
  6. Bubbling Under Hot 100 Singles: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.
  7. Dance/Electronic Digital Songs: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Scheiße&oldid=4587610“-დან