SAT (ტესტი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშშ-ს შტატების რუკა. ნარინჯისფრად აღნიშნულ შტატებში 2006 წელს სკოლადმთავრებულებმა SAT არჩიეს ACT-ს.

SAT Reasoning Test ამერიკის კოლეჯებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტია. SAT-ს ადმინისტრირებას უწევს აშშ-ში არსებული არა მოგებაზე გათვლილი კორპორაცია College Board, და ავითარებს, გამოსცემს და ქულებს ანიჭებს Educational Testing Service (ETS).

ამჟამად SAT Reasoning Test 4 საათს გრძელდება და $43 ღირს ($68 საერთაშორისოდ), დაგვიანების ჯარიმის გარეშე. 1901 წელს, SAT-ის გაშვების შემდეგ, მისი სახელი და ქულათა სისტემა რამდენიმეჯერ შეიცვალა. 2005-ში, ტესტს "SAT Reasoning Test" დაერქვა, 600-დან 2400-მდე შესაძლებელი ქულით, სამი სექციის 800-800 ქულის კომბინირებით (მათემატიკა, კრიტიკული კითხვა, წერა), ამასთან სექციების ქვე-განყოფილებებისთვის ცალ-ცალკე ქულების მინიჭებით.