Rubber soul

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Rubber soul
ალბომის "Rubber soul" ყდა
Rubber soul
გამოცემის თარიღი 3 დეკემბერი 1965
ჩაწერის თარიღი 1965, ები როუდის სტუდია
ჟანრი როკ მუსიკა
ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 35 წთ 50 წმ (ბრიტანეთი)
29 წთ 59 წმ (აშშ)
ლეიბლი/ები Parlophone, Capitol, EMI
პროდიუსერ(ებ)ი ჯორჯ მარტინი
ქრონოლოგია: ბითლზი
Help!
(1965)
Rubber soul
(1965)
Revolver
(1966)


Rubber soul არის ჯგუფ ბითლზის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1965 წლის 3 დეკემბერს.

სექციების სია

[რედაქტირება] ევოლუცია

მუსიკალურად, ჯგუფი მკვეთრად განვითარდა. ამ დროისათვის ბრიტანული როკ მუსიკა უკვე განიცდიდა ხალხური მუსიკის გავლენას და საერთოდ, ეს მსოფლიო მასშტაბით შეიმჩნეოდა. ჯგუფების Yardbirds და Kinks მუსიკაში გამოიკვეთა ინდური გავლენა, მაგრამ ბითლზის ახალ სიმღერაში "Norwegian Wood (This Bird Has Flown)" პირველად და სრულყოფილად იქნა გამოყენებული ინდური სიტარა.

ჩაწერის დროს ბევრი ახალი სტუდიური ხერხი გამოიყენებოდა, ხმოვან ეფექტებთან ერთად. მაგალითად, სიმღერაში "In My Life" სოლო, რომელიც ჟღერს როგორც კლავიკორდი, სინამდვილეში ჩაწერილი იქნა ფორტეპიანოზე, ფირით, რომელიც ჩაწერისას გაშვებული იყო ნახევარ სიჩქარეზე. ნორმალურ ტემპში დაკვრისას იგი ტოვებდა კლავიკორდის შთაბეჭდილებას. რამდენიმე ინსტრუმენტს შეეხო ელექტრონულ ეფექტებში გატარების პროცედურა. ასეა სიმღერში "The Word" და მასში გამოყენებული ეფექტი, რომელიც ფორტეპიანოს ხმას ცვლის, ფსიქოდელიური როკის ელემენტად იქცა.

ტექსტუალურად ჯგუფის მუსიკა ასევე შეიცვალა. თუკი ადრე სიმღერები მხოლოდ სიყვარულზე მოგვითხრობდნენ, ახალი სიმღერები მსმენელს აფიქრებდნენ სხვა საკითხებზეც, სიუჟეტი კი უფრო ვითარდებოდა.

ალბომის დასრულების შემდეგ, როდესაც გამოიცა სინგლი "We Can Work It Out", ბ-გვერდის "Day Tripper" თანხლებით, ბითლზი დაღლილი იყო უსასრულო ჩაწერებით, კონცერტებით და კინომოღვაწეობით. სამთვიანი დასვენების შემდეგ, რომელსაც 1966 წლის პირველ ნახევარში ჰქონდა ადგილი, მათ ახლებურად გაიაზრეს ყველაფერი და ოთხეულის მუსიკას ახალი მიმართულებები დაამატეს.

[რედაქტირება] ყდა

ფოტოსურათი ალბომის ყდიდან დაჭიმულია. მაკარტნის თქმით, ფოტოგრაფმა რობერტ ფრიმენმა გადაიღო ჯგუფის რამდენიმე ფოტოსურათი, უჩვენა მათ ისინი ოთხკუთხედი სივრცის ფარგლებში (რათა ალბომის ყდის იმიტაცია მოეხდინა), მაგრამ პროექციის დროს ერთ-ერთი სურათი გვერდზე გაიწია და ოდნავ დაიკეცა. ოთხეული გაოგნებული იყო ამ ეფექტით და მოითხოვა ამ ვარიანტის გამოყენება.

ლეიბლის Capitol Records გამოცემაში ფერთა განსხვავებული გამაა გამოყენებული, შესაბამისად ბრიტანული გამოცემის წარწერა Rubber Soul, რომელიც ნარინჯისფერია, განსხვავებული ფერით არის წარმოადგენილი. Capitol Records-ის სხვა გამოცემებზე ეს სახელწოდება ხან ყავისფერი, ხან - ოქროსფერი იყო. 1987 წლის ოფიციალურ კომპაქტ დისკზე Capitol Records-ის ლოგო კარგად ჩანს, ხოლო წარწერა არც ყავისფერი და არც ნარინჯისფერია, არამედ მკაფიო მწვანე.

[რედაქტირება] გამოცემები

აშშ-ში გამოიცა ორი განსხვავებული სტერეო ვერსია (გრამფირფიტებზე) - პირველი იყო სტანდარტული სტერეო მიქსით, ხოლო მეორეს თან მთლიანად ახლდა ექოს მცირე ეფექტი. სტერეო და მონო მიქსი შეტანილია კრებულში The Capitol Albums, Volume 2.

[რედაქტირება] აშშ გამოცემა

Rubber Soul შტატებში გამოვიდა ბრიტანული რელიზიდან სამი დღის შემდეგ და 59 კვირის განმავლობაში იჯდა ჩარტებში. ექვსი კვირის განმავლობაში (1966 წლის 8 იანვრიდან) იგი ჩარტების სათავეში იყო მოქცეული. ალბომი გაიყიდა 1.2 მილიონი ასლის სახით, გამოცემიდან 9 დღის განმავლობაში, დღემდე კი აშშ-ში მისი გაყიდვების რაოდენობა შეადგენს ოთხ მილიონ ასლზე მეტს.

ამერიკულ ვარიანტში შეტანილი იქნა სიმღერები ალბომიდან Help!, "I've Just Seen a Face" და "It's Only Love". ენერგიული სიმღერები ("Drive My Car", "Nowhere Man", "If I Needed Someone", და "What Goes On" საერთოდ იქნა ამოღებული, მაგრამ მოგვიანებით შევიდა კრებულში Yesterday and Today. ამ ვარიაციის შედეგად, ალბომის ხანგრძლივობა აშშ ვარიანტში შეადგენდა 29 წუთს და 59 წამს. აშშ სტერეო მიქსში, სიმღერის "I'm Looking Through You" დასაწყისში ჟღერს შესრულების წარუმატებელი მცდელობა. დასასრულს ეს სიმღერა უფრო შემოკლებულია. ასეთი სტუდიური მცდელობები ჟღერს 1965-1990 წლებში გამოცემულ ყველა ამერიკულ ვერსიაში და კრებულში The Capitol Albums Vol. 2. ამერიკულ ვარიანტში "The Word" ასევე განსხვავდება.

[რედაქტირება] კომპაქტ დისკი

კომპაქტ დისკზე ალბომი გამოიცა 1987 წლის აპრილში, აშშ და ბრიტანეთში. აქ უკვე წარმოდგენილი იყო ორიგინალური 14 სიმღერა. წარსულში ასეთი ვარიანტი აშშ-ში მხოლოდ ბრიტანეთიდან იმპორტირებული დისკის სახით ვრცელდებოდა. 1987 წლის ვერსიის პოპულარობის გამო იგი ასევე გამოვიდა ფირფიტასა და აუდიოკასეტაზე. ისევე, როგორც იმ დროისათვის კომპაქტ დისკზე გამოცემულ სხვა ალბომებში, აქ შეტანილი იყო ჯორჯ მარტინის ახალი სტერეო მიქსები. თუმცა, ზოგიერთი მოყვარული თვლის, რომ 1965 წლის მიქსი უკეთესი. რამდენიმე კანადურ კომპაქტ დისკში, მიუხედავად ამისა, შეიტანეს 1965 წლის მიქსი.

[რედაქტირება] პოპულარობა

კომერციულად წარმატებული ალბომი, რომელიც ბრიტანულ ჩარტებში 42 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იქცა სასიამოვნო სიურპრიზად მოყვარულთათვის. მსმენელის გემოვნებაში ჩამჯდარმა ხალხური მუსიკის ელემენტებმა, როკ მუსიკასთან ერთად, განაპირობა დისკის პოპულარობა. ჯგუფის მიერ წინა წლებში შემოთავაზებული გულუბრყვილო სიმღერები, აგებული მერსიბიტის ტიპის ჰანგებზე, განიცდიდნენ ტრასნფორმირებას. ლენონის თქმით, ამ ალბომში ჯგუფი პირველად მართავდა ჩაწერის პროცესს, გააჩნდა საკმარისი სტუდიური დრო ექსპერიმენტებისათვის, რაც თავისთავად განპირობებული იყო ხმისჩამწერი სტუდიისა და კომპანიის მხრიდან მათ მიმართ ნდობით.

სხვადასხვა დროს ალბომი ხვდება ამა თუ იმ გამოკითხვაში, რომელიც ეხება ყველა დროის პოპულარულ ან საუკეთესო ალბომებს.

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკარტნი, გარდა აღნიშნულისა.

[რედაქტირება] ბრიტანული გამოცემა

ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი, გარდა მითითებულისა.. 

მხარე 1
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
1. "Drive My Car"   პოლ მაკარტნი 2:30
2. "Norwegian Wood (This Bird Has Flown)"   ჯონ ლენონი 2:05
3. "You Won't See Me"   პოლ მაკარტნი 3:22
4. "Nowhere Man"   ჯონ ლენონი 2:44
5. "Think for Yourself" (ჯორჯ ჰარისონი) ჯორჯ ჰარისონი 2:19
6. "The Word"   ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისონი 2:43
7. "Michelle"   პოლ მაკარტნი 2:42
მხარე 2
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
8. "What Goes On" (ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, რინგო სტარი) რინგო სტარი 2:50
9. "Girl"   ჯონ ლენონი 2:33
10. "I'm Looking Through You"   პოლ მაკარტნი 2:27
11. "In My Life"   ჯონ ლენონი 2:27
12. "Wait"   ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი 2:16
13. "If I Needed Someone" (ჯორჯ ჰარისონი) ჯორჯ ჰარისონი 2:23
14. "Run for Your Life"   ჯონ ლენონი 2:18

[რედაქტირება] ამერიკული გამოცემა

Rubber soul
ალბომის "Rubber soul" ყდა
Rubber soul
გამოცემის თარიღი 17 ივნისი 1965
ჩაწერის თარიღი ები როუდის სტუდია - 29 სექტემბერი30 ნოემბერი, 6 ოქტომბერი, 18 ოქტომბერი, 26 ოქტომბერი, 1964; 18 თებერვალი, 10 მაისი, 1965
ლეიბლი/ები Capitol
პროდიუსერ(ებ)ი ჯორჯ მარტინი
ქრონოლოგია: ბითლზი
Help!
(1965)
Rubber soul
(1965)
Yesterday and Today
(1966)


Rubber Soul აშშ-ში გამოიცა, როგორც ჯგუფის მეცხრე გრამფირფიტა. იგი მოხვდა ამერიკულ ჩარტებში და მთლიანობაში იქ 59 კვირა გაატარა. ამერიკელი მსმენელის მხრიდან უფრო მეტი ინტერესის გამოღვიძება ჯგუფმა შესძლო ამ გამოცემაში უფრო ხალხური მუსიკის ელემენტების მქონე სიმღერებით - "I've Just Seen a Face" და "It's Only Love".

ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
1. "I've Just Seen A Face"   პოლ მაკარტნი 2:07
2. "Norwegian Wood (This Bird Has Flown)"   ჯონ ლენონი 2:05
3. "You Won't See Me"   პოლ მაკარტნი 3:22
4. "Think for Yourself" (ჯორჯ ჰარისონი) ჯორჯ ჰარისონი 2:19
5. "The Word"   ჯონ ლენონი 2:43
6. "Michelle"   პოლ მაკარტნი 2:42
მხარე 2
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
7. "It's Only Love"   ჯონ ლენონი 1:55
8. "Girl"   ჯონ ლენონი 2:33
9. "I'm Looking Through You"   პოლ მაკარტნი 2:27
10. "In My Life"   ჯონ ლენონი 2:27
11. "Wait"   ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი 2:16
12. "Run for Your Life"   ჯონ ლენონი 2:18

[რედაქტირება] მუსიკოსები

[რედაქტირება] ბმულები

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Rubber_soul"-დან
პირადი ხელსაწყოები