Ribeiroia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ribeiroia
Ribeiroia-თი დაინფიცირებული ბაყაყი
Ribeiroia-თი დაინფიცირებული ბაყაყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ზეგანყოფილება:  Platyzoa
განყოფილება:  ბრტყელი ჭიები
კლასი:  Digenea
რიგი:  Echinostomida
ქვერიგი:  Echinostomata
ოჯახი:  Psilostomatidae
გვარი:  Ribeiroia
სახეობა: 

Ribeiroia congolensis
Ribeiroia marini

Ribeiroia ondatrae
ლათინური სახელი
Ribeiroia

Ribeiroia — ბრტყელი ჭიების პარაზიტისებრთა გვარი ტრემატოდების კლასიდან. თანმიმდევრობით აინფიცირებენ Planorbidae-ის ოჯახის ლოკოკინებს, როგორც პირველ დროებით პატრონებს, შემდეგ თევზებს და ამფიბიების მატლებს (ან ლიფსიტებს), როგორც მეორე დროებით პატრონებს და შემდეგ ფრინველებსა და ძუძუნწოვრებს როგორც საბოლოო პატრონებს.

ცხოვრების ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრტყელი ჭიები თავის ცხოვრებას ლოკოკინებში იწყებენ. მას შემდეგ, რაც ლოკოკინა შემთხვევით შეჭამს Ribeiroia-ს კვერცხებს, ამ კვერცხებიდან გამოჩეკილი პატარა მატლები მის სხეულში იწყებენ ზრდასა და განვითარებას და მალევე იჩენენ შთამომავლობას, ხოლო იმისთვის რომ ლოკოკინამ ზედმეტი ენერგია არ ხარჯოს გამრავლებისთვისა და საკუთარი კვერცხების წარმოებისთვის, პარაზიტები მის რეპროდუქციულ ქსოვილებს ჭამენ, რაც ლოკოკინას გამრავლების შესაძლებლობას უკარგავს. წამოზრდის შემდეგ, პარაზიტების ახალი თაობა ლოკოკინის სხეულს ტოვებს, რათა მათი ახალი მომავალი პატრონი — თევზი ან თავკომბალა იპოვონ.

თავკომბალების კიდურების ზრდაზე გავლენის მომხდენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეტინოლის მჟავის მოლეკულებია (A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა). თავკომბალას სხეულში მოხვედრამდე Ribeiroia იწყებს ასეთი მოლეკულების გამომუშავებას და როგორც კი თავკომბალების კიდეურების ჩანასახებში მოხვდება იწყებს ამ მჟავის ქსოვილებში გაშვებას. ამის შედეგად დაინფიცირებული თავკომბალების სხეულში ამ მჟავის რაოდენობა 70%-ით აჭარბებს ნორმას და სწორედ ამიტომ თავკომბალებს ეწყებათ ზედმეტი კიდურების ზრდა.

მეცნიერების დაკვირვებით ზედმეტკიდურიანი ბაყაყები 41%-ით უფრო მოკლე დისტანციაზე ხტებიან, ვიდრე ჯანმრთელი ბაყაყები. ასევე 66 %-ით ნაკლებად გამძლეები ხდებიან და 37 %-ით ნელა დაცურავენ. ყველაფერი ეს კი დაინფიცირებულ ბაყაყებს იოლ მსხვერპლად ხდის ფრინველებისთვის, რომელნიც Ribeiroia-სთვის საბოლოო დანიშნულების ობიექტია. ჩიტების ორგანიზმში ისინი კვერცხებს დებენ, რომელნიც ჩიტის ექსკრემენტებთან ერთად მალე ლოკოკინების საკვები გახდება.

ბოულდერის კოლორადოს უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, Ribeiroia ondatrae-თი დაინფიცირებულ(Ribeiroia-ს ერთ-ერთი სახეობა) წყალსატევში სახეობების მრავალფეროვნება, პირდაპირ გავლენას ახდენს ამ პარაზიტით დაინფიცირების შესაძლებლობაზე. თუ ტბორში ამფიბიის ექვსი სახეობა ბინადრობს, მათში დაინფიცირების შესაძლებლობა 78%-ით ნაკლებია, ვიდრე იმ ბაყაყებში ან ტრიტონებში, რომელნიც ისეთ ადგილას ბინადრობენ სადაც მათი მხოლოდ ერთი სახეობაა გავრცელებული. სახეობების მრავალფეროვნება დიდ გავლენას ახდენს ამ პარაზირების გამრავლებაზე, რადგანაც იმატებს დაინფიცირებისადმი მდგრად წარმომადგენელში მოხვედრის ალბათობა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ribeiroia&oldid=4526883“-დან