Relics (პინკ ფლოიდის ალბომი)
| Relics | ||
| Relics | ||
| გამოცემის თარიღი | 14 მაისი, 1971 | |
| ჩაწერის თარიღი | 1967–1971 | |
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი | |
| ხანგრძლივობა | 49:38 | |
| ლეიბლი | EMI (ბრიტანეთი) Harvest/Capitol (აშშ) |
|
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი, ჯო ბოიდი | |
| პინკ ფლოიდის კრებულები | ||
|---|---|---|
| The Best of the Pink Floyd / Masters of Rock (1970) |
Relics (1971) |
Meddle (1971) |
| კომპაქტ დისკის ყდა | ||
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
|
||
| ლეიბლი Harvest Records | ||
ალბომის ყდა, ლეიბლი Harvest Records
|
||
| ლეიბლი Harvest Records | ||
ალბომის უკან ყდა, ლეიბლი Harvest Records
|
||
| ავსტრალიური გრამფირფიტის ყდა | ||
ალბომის ავსტრალიური გამოცემა
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Blender | |
| Yahoo! Music | (დადებითი)[3] |
Relics (ქართ. რელიქვიები) — ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის დისკი, რომელიც სიმღერების კრებულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს სიმღერების კრებულს და გამოირჩევა იმით, რომ გარდა მოგვიანებით სხვადასხვა კრებულებში შეტანილი სიმღერების გარდა, შეიცავს როჯერ უოტერსის იშვიათ სიმღერას Biding My Time. ალბომის ყდაზე გამოსახულია ნიკ მეისონის მიერ დახატული უცნაური ნივთების კომპოზიცია. მოგვიანებით, კომპაქტ-დისკის ყდის დიზაინისათვის ნიკ მეისონმა იგივე კომპოზიცია გადაიტანა იდენტური, რეალისტური კონსტრუქციის სახით.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ამ კრებულის გამოცემის მთავარი მიზეზი იყო ალბომის Atom Heart Mother წარმატება. იგი ბრიტანულ რეიტინგებში პირველ ადგილზე გავიდა, ამიტომაც ხმისჩამწერმა ფირმამ გადაწყვიტა, მსმენელისათვის შეეხსენებინა პინკ ფლოიდის ძველი სინგლების შესახებ. ალბომი თავის დროზე იშვიათ გამოცემად იქცა, რადგანაც ჯგუფის ნებართვის გარეშე გამოიცა და მალევე ამოიღეს გაყიდვიდან.
დისკის The Early Singles გამოცემამდე (1992), Relics ცნობილი იყო იმით, რომ შეიცავდა პინკ ფლოიდის პირველ სინგლებს, Arnold Layne და See Emily Play. დისკში ასევე შეტანილია როჯერ უოტერსის Biding My Time, რომელიც სრულდებოდა 1969 წლის კონცერტებზე.
ალბომში ასევე შეტანილია მანამდე გამოუცემელი, როჯერ უოტერსის სოლო-სიმღერა Biding My Time, რომელსაც 1969 წლის კონცერტებიდან მსმენელი იცნობდა, როგორც Work/Afternoon.
დისკმა ბრიტანულ რეიტინგში #34 ადგილს მიაღწია, ხოლო ამერიკულში - #153 ადგილს. მეორე ბრიტანული გამოცემა #48 ადგილზე გავიდა.
სიმღერების სია[რედაქტირება]
- Arnold Layne (სიდ ბარეტი) – 2:56
- სინგლის a-გვერდი, გამოიცა - 11 მარტი 1967
- Interstellar Overdrive (ბარეტი/როჯერ უოტერსი/რიჩარდ რაიტი/ნიკ მეისონი) – 9:43
- ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn 1967
- See Emily Play (ბარეტი) – 2:53
- სინგლის a-გვერდი, გამოიცა - 17 ივნისი 1967
- Remember a Day (რაიტი) – 4:29
- ალბომიდან A Saucerful of Secrets 1968
- Paint Box (რაიტი) – 3:33
- სინგლის b-გვერდი, Apples and Oranges, გამოიცა - 18 ნოემბერი 1967
- Julia Dream (უოტერსი) – 2:37
- სინგლის b-გვერდი, It Would Be So Nice, გამოიცა - 13 აპრილი 1968
- Careful with That Axe, Eugene (გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი) – 5:45
- სინგლის b-გვერდი, Point Me at the Sky, გამოიცა - 7 დეკემბერი 1968
- Cirrus Minor (როჯერ უოტერსი) – 5:18
- ალბომიდან Soundtrack from the Film More 1969
- The Nile Song (როჯერ უოტერსი) – 3:25
- ალბომიდან Soundtrack from the Film More 1969
- Biding My Time (როჯერ უოტერსი) – 5:18
- Bike (სიდ ბარეტი) – 3:21
- ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn 1967
ყდა[რედაქტირება]
ალბომის ყდის ავტორია ნიკ მეისონი, მისივე აღიარებით, ეს მისი ერთადერთი ნორმალური ნამუშევარია (როგორც არქიტექტურულ კოლეჯში სწავლის შედეგი).
როდესაც ალბომი გამოვიდა კომპაქტ დისკის სახით, დიზაინერ სტორმ ტორგერსონის ჩანაფიქრით, ნიკ მეისონმა შექმნა ყდის ახალი ვერსია, რომელზეც ორიგინალზე გამოსახული ყველა ობიექტი გადატანილია რეალური სახით - ანუ დამზადებულია რეალური საგნებისგან.
დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება]
- აშშ გამოცემაზე გამოსახული ოთხთვალიანი ნიღაბი სინამდვილეში არის ბოთლის გასახსნელი
- როგორც ცნობილია, სიმღერაში Remember a Day უკრავს როგორც სიდ ბარეტი, ასევე დევიდ გილმორიც
- აუდიოკასეტაზე სიმღერა სხვა თანმიმდევრობით არის ჩაწერილი
პერსონალი[რედაქტირება]
- სიდ ბარეტი – გიტარა, ვოკალი
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი
- დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – ვოკალი, ორღანი
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია
- ნორმან სმითი – დასარტყამები და დამატებითი ვოკალი (Remember a Day)
- ჯეიმზ გათრი – რემასტერინგი
- დუგ საქსი - მასტერინგი
რეიტინგები[რედაქტირება]
ალბომი[რედაქტირება]
| წელი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|
| 1971 | ბილბორდის პოპულარული ალბომები | 153 |