Red Hot Chili Peppers — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1984 წლის 10 აგვისტოს. დისკი გამოსცა ლეიბლმა EMI. ალბომიდან გამოვიდა 2 სინგლი - True Men Don't Kill Coyotes და Get Up and Jump. დისკის პროდიუსერია ენდი გილი (Gang of Four). ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი გიტარისტ ჯეკ შერმენის მონაწილეობით.
Red Hot Chili Peppers-ს გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი EMI-სთან. მიუხედავად ამისა, ჰილელ სლოვაკი და ჯეკ აირონსი ჩაწერაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან მანამდე 2 კვირით ადრე კონტრაქტი MCA records-თან გააფორმეს. მათ დროებით ჩაენაცვლა ორი მუსიკოსი - კლიფ მარტინეზი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯეკ შერმენი (გიტარა).
ალბომის ჩაწერას თან ბევრი სირთულე ახლდა. ენდი გილი და ჯგუფი კამათობდნენ შემოქმედებით საკითხებზე. გილს სურდა კოლექტივში უფრო კომერციული ჟღერადობის მიღწევა[3]. კიდისის ავტობიოგრაფიულ წიგნში Scar Tissue აღწერილია, რომ ენდი „მოსპო სიმღერის Police Helicopter გასწვრივ გილის მიერ მიწერილი სიტყვის shit დანახვამ“ - ვინაიდან ეს იყო ჯგუფის მიერ დაწერილი ერთ-ერთი პირველი სიმღერა და კიდისის თქმით, „მასში აისახა ჯგუფის ჟღერადობისა და ენერგიის დინამიური, განმგმირავი, მოუქნელი, ამაღელვებელი ძალის სული“. ცნობილია, რომ ჯგუფი ჩაწერილი სიმღერებით უკმაყოფილო დარჩა და უფრო მეტად მოსწონდა სლოვაკთან და აირონსთან ერთად ჩაწერილი დემო-ვერსიები. კიდისის თანახმად, ჩაწერის დროს მისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ შერმენი თითებისათვის გელის მსგავს სითხეს იყენებდა, რათა გიტარაზე დაკვრისას თითები არ სტკენოდა.
ალბომის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო ტურნე გამართა, მაგრამ შერმენთან კვლავ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი. თითოეულმა მუსიკოსმა ამ ტურნედან მხოლოდ 500 დოლარი მიიღო.[4] როგორც The Red Hot Chili Peppers, ასევე EP Squeezed (ჯგუფი What Is This?) არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ჯეკ შერმენი გაუშვეს ჯგუფიდან და მიიღეს სლოვაკი, რომელმაც კოლექტივთან ერთად ჩაწერა Freaky Styley, შემდეგი ალბომი.
| სიმღერის ავტორ(ებ)ი |
| 1. |
True Men Don't Kill Coyotes |
ფლი, კიდისი, მარტინეზი, შერმანი |
3:40 |
| 2. |
Baby Appeal |
ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი |
3:40 |
| 3. |
Buckle Down |
ფლი, კიდისი, მარტინეზი, შერმანი |
3:24 |
| 4. |
Get Up and Jump |
ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი |
2:53 |
| 5. |
Why Don't You Love Me |
ჰენკ უილიამსი |
3:25 |
| 6. |
Green Heaven |
ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი |
3:59 |
| 7. |
Mommy, Where's Daddy? |
ფლი, კიდისი, მარტინეზი, შერმანი |
3:31 |
| 8. |
Out in L.A. |
ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი |
2:00 |
| 9. |
Police Helicopter |
ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი |
1:16 |
| 10. |
You Always Sing the Same (გვიანდელ გამოცემებში - You Always Sing) |
ფლი, აირონსი, კიდისი |
0:19 |
| 11. |
Grand Pappy du Plenty |
ფლი, ენდი გილი, კიდისი, მარტინეზი, შერმანი |
4:14 |
| 12. |
I Am Small (ალბომზე One Hot Minute ეწოდება Pea) |
|
1:47 |
| 13. |
Nobody Knows You |
|
3:30 |
| 14. |
I Am Alone |
|
4:05 |
| სიმღერის ავტორ(ებ)ი |
| 15. |
Get Up and Jump (დემო) |
ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი |
2:37 |
| 16. |
Police Helicopter (დემო) |
ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი |
1:12 |
| 17. |
Out in L.A. (დემო) |
ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი |
1:56 |
| 18. |
Green Heaven (დემო) |
ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი |
3:57 |
| 19. |
What It Is (დემო) (ასევე ცნობილია, როგორც Nina's Song) |
ფლი, კიდისი |
3:57 |
|
სრული ხანგრძლივობა:
|
46:01 |
- Red Hot Chili Peppers
- დამატებითი მუსიკოსები
- კით ბრი - საყვირების არანჟირება, ალტი
- კლიფ ბრუკსი - კონგა
- გვენ დიკი - დამატებითი ვოკალი
- პატრიკ ინგლიში - საყვირი
- კენი ფლუდი - ტენორ საქსოფონი
- ფილ რენელინი - ტრომბონი
- ჩაწერის პერსონალი
- ენდი გელი - პროდიუსერი
- დეივ ჯერდენი - ხმის ინჟინერი
- კეროლინ კოლინზი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
- რობ სტივენსი - ხმის მიქსი
- ბარი კონლი - თანაშემწე (ხმის მიქსი)
- გრეგ ფულჯინიტი - მასტერინგი
- ყდა
- გერი პენტერი - ყდის მხატვრობა
- ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
- ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
- ჰენრი მარკეზი - მხატვრობის ხელმძღვანელი
2003 წლის რემასტერინგი [რედაქტირება]
- კევინ ფლეერტი - ახალი გამოცემის პროდიუსერი
- რონ მაკ-მასტერი - რემასტერინგი
- კენი ნემესი - პროექტის მენეჯერი
- მიშელ აზოპარდი - მხატვრობის ხელმძღვანელი
- კრისტინ ლ. ბერნარდი - დიზაინი
- ჯონ დინზერი - ფოტოგრაფია, დამატებითი დიზაინი
- ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
- ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
- EMI-ს არქივები - ფოტოგრაფია
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის ReferenceA არ არის მითითებული ტექსტი; $2
- ↑ Robert Christgau Review
- ↑ Kiedis, Sloman, 2004 p. 144–145
- ↑ Kiedis, Sloman, 2004 p. 161
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|
|
|
|
|
სტუდიური
ალბომები |
|
|
| EP-ები |
|
|
| სინგლების სერიები |
|
|
| ცოცხალი ალბომები |
|
|
| კრებულები |
|
|
| ვიდეოგრაფია |
|
|
| ტურნეები |
|
|
| სხვა სტატიები |
|
|