Röyksopp

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Röyksopp
Röyksopp's Night Out, Berlin 2009.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ნორვეგიის დროშა ტრომსო, ნორვეგია
ჟანრ(ებ)ი ელექტრონული მუსიკა
თრიპ ჰოპი
აქტიური 1998-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Astralwerks
Wall of Sound
საიტი www.royksopp.com
წევრები
ტორბიორნ ბრუნდტლანდი
სვეინ ბერგე

Röyksopp (IPA: ['ɾœʏkˌsop:]) — ელექტრონული მუსიკის დუეტი ტრომსოდან, ნორვეგია. მისი წევრები არიან ტორბიორნ ბრუნდტლანდი და სვეინ ბერგე. ჯგუფი ოფიციალურად 1998 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო პირველი ალბომი „Melody A.M“ 2001 წელს გამოუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუნდტლანდი და ბერგე ერთ სკოლაში სწავლობდნენ მშობლიურ ქალაქ ტრომსოში და ელექტრონული მუსიკით ადრეული 1990-იანი წლებიდან იყნენ გატაცებული, როიკსოპი მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ისინი ბერგენში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ქალაქი იმჟამად ანდეგრაუნდ ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვანი სცენა იყო და ჯგუფი სხვა ნორვეგიელ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა (მათ შორის Frost, Kings of Convenience-ის გიტარისტ/მომღერალ ერლენდ ეიესთან, Those Norwegians და Drum Island, რომელთაც ზოგადად ნორვეგიულ ტალღას უწოდებდნენ). ჯგუფის პირველი სინგლები ადგილობრივი დამოუკიდებელი ლეიბლის Tellé-ს მხარდაჭერით გამოვიდა, ხოლო მათი პირველი ალბომი „Melody A.M“ ბრიტანული ლეიბლის — Wall of Sound. ამ ალბომში შესულ სინგლებს შორის იყო „Eple“, „Poor Leno“, „Remind Me“ და „Sparks“.

დუეტის მუსიკას დიდი პოპულარიზაცია გაუწია რამდენიმე გრაფიკულად ექსპერიმენტულმა მუსიკალურმა კლიპმა. ერთ-ერთმა — ინფოგრაფული სტილის მუსიკალური ვიდეო გადაღებული ფრანგული კომპანია H5-ის მიერ ტრეკისთვის „Remind Me“ — 2002 წლის MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო მუსიკალური მუსიკალური ვიდეოსთვის ჯილდო მიიღო. ამავე დაჯილდოებაზე დუეტი სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი ნომინაციით: „საუკეთესო სკანდინავიური შესრულება“, „საუკეთესო ახალი ხელოვანი“ და „საუკეთესო საცეკვაო შესრულება“.

ჯგუფის ბევრი სიმღერა გამოყენებული იქნა რეკლამაში და მუსიკალურ თანხლებაში, სხვადასხვა გადაცემაში. მაგალითად, „Eple“-ს იყენებდა კომპანია ეპლი, ოპერაციული სისტემის მაკ ოს X Panther რეკლამაში (იგი ჟღერდა სისტემის ჩატვირთვისას). მოგვიანებით სხვადასხვა სიმღერა, მაგალითად, Circuit Breaker და Only This Moment გამოიყენებოდა დანიური ტელევიზიის გადაცემებში.

ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი The Understanding გამოვიდა 2005 წლის 12 ივლისს. მას წინ უძღვოდა სინგლი „Only This Moment“ (2005 წლის 27 ივნისი). სინგლისათვის გადაღებული მუსიკალური ვიდეო დაფუძნებულია 1968 წლის პარიზულ დემონსტრაციებზე. მეორე სინგლი, „49 Percent“ გამოვიდა 2005 წლის 26 სექტემბერს. აშშ-ში ალბომის პოპულარობა უზრუნველყო შეზღუდული რაოდენობით გამოცემულმა სინგლმა „Follow My Ruin“, რომელიც 2006 წლის ფიფა 2006ის კომპიუტერული თამაშის რეკლამაში გამოიყენებოდა. აგრეთვე პოპულარული იყო ჯგუფის სინგლი „What Else Is There?“, რომელშიც ვოკალი ჯგუფის The Knife ვოკალისტ კარინ დრეიერს ეკუთვნის.

2006 წელი აღინიშნა ჯგუფის მიერ საკონცერტო დისკის „Röyksopp's Night Out“ გამოცემით. მასში შეტანილია ცოცხლად ჩაწერილი ცხრა კომპოზიცია.

2007 წელს გამოვიდა ცნობილი სერიის Back to Mine კრებული, რომელიც როიკსოპის წევრების საყვარელ სიმღერებს შეიცავს. ამჟამად ჯგუფი მუშაობს ახალ სტუდიური ალბომზე, რომლის გამოცემაც 2008 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

2009 წლის 23 მარტს გამოვიდა ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი Junior. მისი პირველი სინგლი, Happy Up Here გამოიცა მანამდე და დიდი წარმატება ჰქონდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Röyksopp-ის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Röyksopp&oldid=2642179“-დან