Quadrophenia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Quadrophenia
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 19 ოქტომბერი 1973
ჩაიწერა მაისი 1972 და ივნისი 1973
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 81:36
ლეიბლი Track/Polydor ბრიტანეთი
Track/MCA აშშ
პროდიუსერი The Who, კიტ ლამბერტი, გლინ ჯოუნსი
The Who — ქრონოლოგია
Meaty Beaty Big and Bouncy
(1971)
Quadrophenia
(1973)
Odds & Sods
(1974)
სინგლები ალბომიდან Quadrophenia
  1. „5.15 / Water“
    გამოცემის თარიღი: 5 ოქტომბერი 1973 (ბრიტანეთი)
  2. „Love, Reign o'er Me“
    გამოცემის თარიღი: 23 ოქტომბერი 1973 (აშშ)
  3. „The Real Me“
    გამოცემის თარიღი: 12 იანვარი 1974
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Sputnik Music4.5/5 stars[1]
Allmusic4.5/5 stars[2]
Rolling Stone4.5/5 stars[3]
Prog Archives4.5/5 stars[4]
Ultimate Guitar9.4/10 stars[5]
Clash Music10/10 stars[6]
რობერტ კრისტგოუ(A-)[7]

Quadrophenia — ინგლისური როკ-ჯგუფ The Who-ს მეექვსე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1973 წელს. შედგება ორი ფირფიტისგან და წარმოადგენს ჯგუფის რიგით მეორე როკ-ოპერას. ალბომის კონცეფცია მსმენელს მოუთხრობს ლონდონისა და ბრაიტონის ახალგაზრდობის ცხოვრების 1964-1965 წლების მოვლენებს, კერძოდ - სოციალურ, მუსიკალურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებზე. ალბომის მიხედვით რეჟისორმა ფრენკ როდემმა გადაიღო ფილმი „კვადროფენია“ (1979).

ამბავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • I Am the Sea/The Real Me – ოპერა იწყება ჯიმი კუპერის პერსონაჟის წარდგენით. იგი ეწვევა ფსიქიატრს, დედას და ადგილობრივ მღვდელს. მსმენელი ამ სიმღერიდან შეიტყობს, რომ კუპერი ფსიქიკურად მყარი არ არის - მასში ოთხი სხვადასხვა პიროვნება იმალება.
  • Quadrophenia/Cut My Hair – ჯიმი იხსენებს მშობლებთან კამათს, რაც დასრულდა მის მიერ სახლის დატოვებით. ახალ ამბებში ამ დროს ჟღერს ინფორმაცია ბრაიტონში მოდების და როკერების მიერ შეჯახებებზე - ამ მოვლენებში ჯიმი წინა კვირაში თავად მონაწილეობდა.
  • The Punk and the Godfather – ჯიმი ესწრება როკ-კონცერტს (სავარაუდოდ, The Who-ს გამოსვლას). იგი იხდის ბილეთის ფულს და გადაწყვიტავს ჯგუფთან სცენის მიღმა შეხვედრას. მაგრამ ჯგუფის წევრები მას უხეშად შეხვდებიან. იგი მიხვდება, რომ როკ-ენ-როლში სინამდვილეში არაფერი ხდება და ეს მისი ცხოვრების მორიგი ეტაპია, რომელზეც უსიამოვნება შეემთხვა.
  • I'm One – ჯიმი ჩივის თავის უბედურ ცხოვრებაზე, მაგრამ თავს იმშვიდებს იმით, რომ მოდებს შორის არის.
  • The Dirty Jobs – ჯიმი თავისუფლდება თავისი წინა რელიგიური შეხედულებებისგან და იწყებს მენაგვედ მუშაობას. მაგრამ მას მემარცხენე პოზიცია აქვს, რაც არ მოსწონს მის თანამშრომლებს. ამიტომ იგი სამუშაოს მალევე ტოვებს.
  • Helpless Dancer/Is It in My Head? – აქ მსმენელი უფრო ნათლად ხედავს ჯიმის აგრესიის წყაროს - იგი იქცევა ’მაგარ ბიჭად’ (თავის ერთ-ერთ ალტერ-ეგოდ). მისი გულგატეხილობა არსებული სამყაროს გამო უფრო მისთვის მეტი აგრესიის წყაროდ იქცევა. მსმენელი ხედავს, რომ იგი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ღელავს საკუთარ თავში სხვა პიროვნების გამო და იმაზე, რომ მისი გარეგნობა პესიმიზმმა მოიცვა.
  • I've Had Enough – ჯიმი საბოლოოდ ნებდება - იგი ხედავს შეყვარებულს სხვა მეგობართან. სასოწარკვეთილ-დამანგრეველ მდგომარეობაში იგი ამტრევს თავის სკუტერს და გადაწყვიტავს ბრაიტონში წასვლას, სადაც ერთი კვირით ადრე მეგობრებთან ერთად როკერებს დასდევდა.
  • 5.15 – ამ სიმღერაში აღწერილია ჯიმის მოგზაურობა ბრაიტონში, მატარებლით. ორ ქალაქს შორის მოქცეული და ამფეტამინით გაბრუებული, იგი აანალიზებს საკუთარ ცხოვრებას და ფიქრებში ბევრ სირთულეს წააწყდება.
  • Sea and Sand/Drowned – ბრაიტონში ჯიმის განწყობა ამაღლებულია. იგი საუბრობს სახლში მომხდარ კამათზე და სარკაზმით განიხილავს ყოფილ შეყვარებულს. მოდების სცენა უკვე წარმავალია და მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ გაიხსენოს მათი ბრაიტონში პირველად გამოჩენის პერიოდი - სულ სამი კვირის წინ. მაგრამ ის უკვე წარსულში ცხოვრობს. სწორედ აქ შეეცდება იგი თავის მოკვლას.
  • Bell Boy – ჯიმი გაიცნობს ეის ფეისს. იგი მუშაობს იმავე სასტუმროში, რომელიც მოდებმა დაანგრიეს. მას ჯიმი ეცოდება, მაგრამ ამავე დროს, ზიზღითაც უყურებს. მათ შორის კამათი იწყება. ჯიმი მიხვდება, რომ იგი მოდების ცხოვრების სტილმაც კი უარყო.
  • Doctor Jimmy – ჯიმი იწყებს საკუთარი თავის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებით განადგურებას. იგი საბოლოოდ ისეთ ეტაპამდე მიდის, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია. ამ მომენტიდან ის ცდილობს საკუთარ თავში ჩახედვას. ისტორიის ამ ნაწილში ნაჩვენებია მასში დამალული მთვარეული. მისამღერის ნაწილი Doctor Jimmy and Mr. Jim (დოქტორ ჯიმი და მისტერ ჯიმი) მომდინარეობს ცნობილი ნაწარმოებიდან, დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი, რომელიც ასევე პიროვნების გაორებას განიხილავს.
  • The Rock/Love, Reign O'er Me – ჯიმი იპარავს ნავს და აღმოჩნდება ზღვის შუაგულში. იგი გადმოდის ნაპირზე. ნავი იკარგება. ჯიმი მარტო რჩება, ყველასგან დავიწყებული. იგი შტორმმა მოიცვა. ჯიმს გონება გაუნათდება. იგი ხვდება, რომ ყველა ამ გამოცდის შემდეგ იცის, თუ ვის წარმოადგენს - მხოლოდ საკუთარ თავს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - პიტ ტაუნსენდი.

ორიგინალური გრამფირფიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — პიტ ტაუნსენდი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I Am the Sea“2:08
2.„The Real Me“3:20
3.„Quadrophenia“6:13
4.„Cut My Hair“3:44
5.„The Punk and the Godfather“5:10
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„I'm One“2:37
7.„The Dirty Jobs“4:28
8.„Helpless Dancer“ (Roger's theme)2:33
9.„Is It in My Head?“3:43
10.„I've Had Enough“6:14
მხარე 3
#სახელწოდებახანგრძლივობა
11.„5.15“5:00
12.„Sea and Sand“5:01
13.„Drowned“5:26
14.„Bell Boy“ (Keith's theme)4:55
მხარე 4
#სახელწოდებახანგრძლივობა
15.„Doctor Jimmy (აგრეთვე შეტანილია „Is It Me?“)“ (John's theme)8:36
16.„The Rock“6:37
17.„Love, Reign o'er Me“ (Pete's theme)5:48

Quadrophenia: The Director's Cut[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 15 ნოემბერს გამოიცა ალბომის სპეციალური ვერსია.[8] იგი წარმოდგენილი იქნა ორმაგი გრამფირფიტის, მინი-დელუქს დიჯი-პაკ გამოცემისა და ციფრული ვერსიის სახით.

დისკი 1: ორიგინალური გრამფირფიტა 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I Am The Sea“2:08
2.„The Real Me“3:20
3.„Quadrophenia“6:13
4.„Cut My Hair“3:44
5.„The Punk and the Godfather“5:10
6.„I'm One“2:37
7.„The Dirty Jobs“4:28
8.„Helpless Dancer (Roger's theme)“2:33
9.„Is It In My Head?“3:43
10.„I've Had Enough“6:14
დისკი 2: ორიგინალური გრამფირფიტა 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
11.„5:15“5:00
12.„Sea and Sand“5:01
13.„Drowned“5:26
14.„Bell Boy (Keith's theme)“4:55
15.„Doctor Jimmy (John's theme)“8:36
16.„The Rock“6:37
17.„Love, Reign O'er Me (Pete's theme)“5:48
დისკი 3: დემო ვერსიები
#სახელწოდებაჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
1.„The Real Me“დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის ოქტომბერში 
2.„Quadrophenia – Four Overtures“1973 
3.„Cut My Hair“ივნისი 1972 
4.„Fill No. 1 – Get Out and Stay Out“12 ნოემბერი 1972 
5.„Quadrophenic – Four Faces“ივლისი 1972 
6.„We Close Tonight“ივლისი 1972 
7.„You Came Back“ივლისი 1972 
8.„Get Inside“დაიწერა - აპრილი 1972 
9.„Joker James“ივლისი 1972 
10.„Ambition“ (სიმღერა სავარაუდოდ უნდა შეეტანათ Q-Cloud-ში)დაიწერა 1972 წლის დასაწყისში 
11.„Punk“18 ნოემბერი 1972 
12.„I'm One“15 ნოემბერი 1972 
13.„Dirty Jobs“25 ივლისი 1972 
14.„Helpless Dancer“1973 
დისკი 4: დემო ვერსიები
#სახელწოდებაჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
1.„Is It In My Head?“30 აპრილი 1972 
2.„Anymore“ჩაწერის თარიღად მითითებულია 1971 წლის 10 ნოემბერი, თუმცა ეს სავარაუდოდ შეცდომაა - სწორი თარიღია 1972 წელი 
3.„I've Had Enough“დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის 17 დეკემბერს 
4.„Fill No. 2“12 ნოემბერი 1972 
5.„Wizardry“აგვისტო 1972 
6.„Sea And Sand“დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის 1 ნოემბერს 
7.„Drowned“მარტი 1970 
8.„Is It Me?“20 მარტი 1973 
9.„Bell Boy“3 მარტი 1973 
10.„Doctor Jimmy“27 ივლისი 1972 
11.„Finale – The Rock“1973 წლის 25 მარტსა და 1 მაისს შორის 
12.„Love Reign O'er Me“10 მაისი 1972 
დისკი 5: DVD Quadrophenia 5.1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I Am The Sea“ 
2.„The Real Me“ 
3.„Quadrophenia“ 
4.„I've Had Enough“ 
5.„5.15“ 
6.„Dr Jimmy“ 
7.„The Rock“ 
8.„Love Reign O'er Me"“ 

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Who
  • როჯერ დოლტრი – წამყვანი ვოკალი
  • პიტ ტაუნსენდი – გიტარები, ვოკალები, სინთეზატორები, ბანჯო, ხმის ეფექტები, დამატებითი ვოკალი სიმღერებში Cut My Hair, The Punk and the Godfather, I've Had Enough, 5:15 და Sea and Sand, წამყვანი ვოკალი სიმღერაში I'm One, პროდიუსერი, სპეციალური ეფექტები
  • ჯონ ენვისლი – ბას გიტარა, საყვირი, ბექ ვოკალი, ვოკალური სოლო სიმღერაში Is It in My Head?
  • კით მუნი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, წამყვანი ვოკალი სიმღერაში Bell Boy
დამატებითი მუსიკოსები
  • ჯონ კერლი – ახალი ამბების დიქტორი
  • კრის სტენტონი – ფორტეპიანო სიმღერებში The Dirty Jobs, Helpless Dancer, 5:15 და Drowned
სხვა პერსონალი
  • რონ ფოუკუსი – ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
  • როდ ჰუისონი – სპეციალური ეფექტები
  • გრემ ჰიუზი – გარეკანის დიზაინი, ფოტოგრაფია
  • პიტ კემერონი – აღმასრულებელი პროდიუსერი
  • ბობ ლუდვიგი – ხმის მასტერინგი
  • რონ ნევისონი – ხმის ინჟინერი, სპეციალური ეფექტები
  • ითენ რასელი – ფოტოგრაფია, გაფორმება
  • კრის სტემპი – აღმასრულებელი პროდიუსერი

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი
წელი ჩარტი პოზიცია
1973 ბილბორდის პოპულარული ალბომები 2[9]
1973 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 2[10]
სინგლები[11]
წელი სინგლი ჩარტი პოზიცია
1973 Love, Reign O'er Me ბილბორდის პოპულარული სინგლები 76
1974 The Real Me ბილბორდის პოპულარული სინგლები 92
1973 5.15 ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 20[10]
1979 5.15 ბილბორდის პოპულარული სინგლები 45

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[12] პლატინა 100 000^
საფრანგეთი (SNEP)[13] ოქრო 100 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[14] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[15] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. Allmusic Review
  3. Rolling Stone Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-09. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  4. [2]
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  6. [3]
  7. Robert Christgau Review
  8. Who’s Next? “Quadrophenia” Gets The “Director’s Cut” Treatment In ნოემბერი [UPDATED 8/31 WITH TRACK LIST] « The Second Disc
  9. Artist Chart History – The Who. Allmusic. ციტირების თარიღი: 25 Nov. 2009.
  10. 10.0 10.1 The Who at chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2012-07-23.
  11. http://www.allmusic.com/album/quadrophenia-r21823/charts-awards/billboard-single
  12. Canadian album certifications – The Who. Music Canada.
  13. French album certifications – The Who ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  14. British album certifications – The Who – Quadrophenia. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Quadrophenia ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  15. American album certifications – The Who – Quadrophenia. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Quadrophenia&oldid=4590408“-დან