ვიკიპედია:ადმინისტრატორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოგადი ინფორმაცია   ადმინისტრატორები   ადმინისტრატორად გახდომა   ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა  
ზოგადი ინფორმაცია


ზოგადი ინფორმაცია


ვიკიპედიის ადმინისტრატორის ლოგო
ვიკიპედიის ადმინისტრატორის ლოგო
ვიკი-პროგრამა თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს გვერდის რედაქტირების, ფაილის ატვირთვის და სხვა შესაძლებლობებს. ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭების უფლება აქვთ ვიკიპედიის ბიუროკრატებს. ადმინისტრატორები არ არიან სამომხმარებლო პროგრამა ვიკიპედიის შემომთავაზებლის წარმომადგენლები ან თანამშრომლები. მათ არ აქვთ პრივილეგიური მდგომარეობა სხვა მომხმარებლებთან. ადმინისტრატორებს და სხვა მომხმარებლებს გააჩნიათ ხმათა თანაბარი რაოდენობა.
ადმინისტრატორები არიან ვიკიპედიელები, რომლებსაც აქვთ უფლებები და ვალდებულებები (sysop rights), რომელთაც მიეკუთვნება:
  • გვერდის წაშლა;
  • წაშლილი გვერდის აღდგენა;
  • გვერდების დაცვა მასში ცვლილებების შეტანისაგან. ეს ღონისძიებება გამოიყენება, მაგალითად, სადისკუსიო სტატიებზე, რათა მიეცეს მოდავე მხარეებს მივიდნენ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე ან რომ შეჩერებულ იქნას ვანდალიზმი;
  • სახელთა სივრცის მედიავიკის (MediaWiki) რედაქტირება;
  • იმ მომხმარებლების IP მისამართების ბლოკირება, რომლებიც ეწევიან ვანდალიზმს ან არღვევენ ვიკიპედიის ხუთ ცნებას.

რას ნიშნავს ადმინობა?

ტექნიკური

ვიკის პროგრამულ პაკეტს რამდენიმე შეზღუდული ფუნქცია აქვს. მათ შორის ადმინისტრატორს შეუძლია:

  • ნებისმიერი გვერდის წაშლა ან აღდგენა (იხ. ვპ:წაშლა);
  • ნებისმიერი გვერდის დაცვა ან დაცვის მოხსნა, სრულად დაცული გვერდების რედაქტირება (იხ. ვპ:დაცვა);
  • მომხმარებლების ან IP-მისამართების დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა (იხ. ვპ:ბლოკი);
  • „მედიავიკის“ სახელთა სივრცისა (ინგლ.) და მომხმარებლის პირადი კონფიგურაციის რედაქტირება;
  • ფაილებისათვის სახელის გადარქმევა;
  • სწრაფი გაუქმება ანუ გვერდების წინა ვერსიაზე სწრაფი დაბრუნება.

საზოგადოებრივი როლი

საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილების გატარება

კომენტარი: ქართულ ვიკიპედიაში საარბიტრაჟო კომიტეტი ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი.

ადმინისტრატორებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილება აღასრულონ.

კონფლიქტები

თუ თვლით, რომ ადმინისტრატორი უსამართლოდ მოგექცათ თქვენ ან ნებისმიერ სხვა რედაქტორს, თავდაპირველად თქვენი მოსაზრება ჯერ პირადად ამ ადმინისტრატორთან უნდა გამოთქვათ და ეცადოთ პრობლემა თავაზიანად გადაჭრათ. თუ საკითხის გადაჭრა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებით ვერ ხერხდება, უნდა მიმართოთ ვიკიპედიის საარბიტრაჟო კომისიას.