Pigs on the Wing
| Pigs on the Wing | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი | |||||
| ალბომი | Animals | ||||
| გამოსვლის თარიღი | 23 იანვარი, 1977 (ინგლისი) 2 თებერვალი, 1977 (აშშ) |
||||
| ჩაიწერა | ნოემბერი 1976 | ||||
| ჟანრი | პროგრესული როკი | ||||
| ენა | ინგლისური | ||||
| ხანგრძლივობა | 1:25 (თითო ნაწილი) 2:50 (ორივე ნაწილი ერთად) 3:25 (8 ფირიანი კასეტის ვერსია) |
||||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest / Capitol | ||||
| ავტორი | როჯერ უოტერსი | ||||
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | ||||
| Animals — სიმღერების სია | |||||
|
|||||
Pigs on the Wing — სიმღერა პინკ ფლოიდის ალბომიდან Animals. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი ეძღვნება როგორც უოტერსის ყოფილ, ასევე ახლა მეუღლეს, კეროლაინს.
კომპოზიცია [რედაქტირება]
სიმღერა იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ჟღერს ალბომის პროლოგის, ხოლო მეორე - მისი ეპილოგის სახით. ორივე მკვეთრ კონტრასტშია ალბომის სამ სხვა კომპოზიციასთან, ვინაიდან სრულდება მხოლოდ აკუსტიკურ გიტარაზე. იგი ასევე ითვლება ალბომის უფრო ნათელი განწყობის მატარებელ სიმღერად. [1]
გაყიდვაში ასევე იყო 8 ფირიანი კარტრიჯი - კასეტა, რომელზეც ალბომი რამდენჯერმე ზედიზედ იკვრებოდა. ამ ვერსიისათვის სიმღერების პირველი და მეორე ნაწილები გაერთიანებული იქნა სპეციალური გიტარის სოლოს დახმარებით, რომელიც გიტარისტმა სნოუი უაიტმა ჩაწერა.
1977 წლის საკონცერტო ტურზე, აშშ-ში დევიდ გილმორი ამ კომპოზიციას ასრულებდა ბას-გიტარაზე.
სიმღერის გაერთიანებული ვერსია, ორივე ნაწილით, მოხვდა სნოუი უაიტის 1995 წლის სტუდიურ ალბომში Goldtop: Groups & Sessions.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ნაწილი 1) (ქართ.)
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ნაწილი 2) (ქართ.)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Nicholas Schaffner, Saucerful of Secrets, 1992
|
||||||||