PepsiCo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეპსიკო (ინგლ. PepsiCo; NYSE: PEP), Fortune 500-ის, ამერიკის ტრანსნაციონალური კორპორაცია შტაბ-ბინით პურჩეიზში, ნიუ-იორკი, რომლის მთავარი წარმოებისა და მარკეტინგის სპეციალიზაცია კარბონატული უალკოჰოლო სასმელებია, ასევე მშრალი საკვები. გრადა ბრენდისა Pepsi-Cola, კომპანია ფლობს ბრენდებს Quaker Oats, Gatorade, Frito-Lay, SoBe, Naked, Tropicana, Copella, Mountain Dew, Mirinda და 7-Up (აშშ-ს გარეთ).

2006 წლიდან პეპსიკოს მთავარი აღმასრულებელი დირექტორია ინდრა კრიშნამურთი ნუუი. მისი მმართველობის პერიოდში კომპანიამ გეზი ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე აიღო. ასევე კომპანია გარემოზე ნულოვანი ზემოქმედების მიღწევას ცდილობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი შტაბ-ბინით პურჩეიზში, ნიუ-იორკი, და კვლევისა და განვითარების შტაბ-ბინით ვალჰალაში, კომპანია პეპსი-კოლა 1898 წელს დააარსა ფრამაკოლოგმა და ინდუსტრიალისტმა კალებ ბრადჰემმა. ამჟამინდელი სახელით კომპანია ცნობილია 1965 წლიდან, როდესაც ის Frito Lay-სთან გაერთიანდა. 1997 წლამდე ის ასევე ფლობდა კომპანიებს KFC, Pizza Hut, და Taco Bell, თუმცა ეს სწრაფი კვების რესტორების ქსელები 1998 წელს ჩამოშორდა მას და გაერთიანდა Tricon Global Restaurants კონგლომერაციაში, რომელსაც ამჟამად Yum! Brands, Inc. ჰქვია. პეპსიკომ 1998 წელს შეისყიდა Tropicana, ხოლო 2001 წელს Quaker Oats. 2005 წელს პეპსიკომ გაუსწრო კოკა-კოლას საბაზრო კაპიტალიზაციით პირველად 112 წლის განმავლობაში, როდიდანაც ეს ორი კომპანია ერთმანეთს კონკურენციას უწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PepsiCo&oldid=4079749“-დან