Paul Is Live

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Paul Is Live
ცოცხალი ალბომი - პოლ მაკ-კარტნი
გამოცემის თარიღი 15 ნოემბერი 1993 (ბრიტანეთი)
16 ნოემბერი 1993 (აშშ)
ჩაწერის თარიღი 22 მარტი – 15 ივნისი 1993
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 85:00
ლეიბლი Parlophone/EMI
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
პოლ მაკ-კარტნი - ქრონოლოგია
Off the Ground
(1993)
Paul Is Live
(1993)
The Paul McCartney Collection
(1993)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars[1]

Paul Is Liveპოლ მაკ-კარტნის ცოცხალი ალბომი. იგი გამოიცა 1993 წელს ტურნეს New World Tour პერიოდში, რომელიც ალბომის Off the Ground მხარდასაჭერად გაიმართა. ალბომის ყდა წარმოადგენს შეთქმულების თეორიის პოლი მკვდარია თემაზე რამდენიმე ვარიაციას.

სათაური და ყდა[რედაქტირება]

ალბომის სახელწოდება, ყდასთან ერთად, წარმოადგენს თეორიის პოლი მკვდარია ვარიაციას. პოლი მკვდარია იყო ჭორი, რომელიც გავრცელდა 1969 წელს, მას შემდგე, როდესაც გამოიცა ბითლზის Abbey Road:[2][3]

  • ნომერი "281F" Volkswagen Beetle-ზე სხვადასხვა ადამიანმა ამოიკითხა, როგორც "28IF". როდესაც გამოვიდა Abbey Road, პოლი 28 წლის იყო. ამ ალბომზე წერია "51IS", რაც იკითხება, როგორც 51 წელი.
  • პოლი გამოსახულია ფეხსაცმელებით. Abbey Road-ზე იგი ქუჩაზე ფეხშიშველი გადადის.
  • პოლი დგამს მარცხენა ფეხს. ორიგინალურ გარეკანზე იგი დგამდა მარჯვენა ფეხს და არა მარცხენას, როგორც ბითლზის სამი სხვა წევრი.
  • პოლს ძაღლის თასმა უკავია მარცხენა ხელში, ვინაიდან იგი ცაციაა. Abbey Road-ის შემთხვევაში ბევრი თვლიდა, რომ პოლი მოკვდა, ვინაიდან გარეკანზე გამოსახულს მარჯვენა ხელში სიგარეტი ეკავა.
  • Abbey Road-ის ორიგინალური გარეკანის შემთხვევაში ამბობდნენ, რომ მარცხენა მხარეს მდგარი ყველა მანქანის ხაზით შეერთებისას ხაზი პოლის თავში გაივლიდა. ამ გარეკანზე პოლი წინ იხრებაა და ამიტომ ეს ხაზი მას ვერ ეხება
  • პოლიციის მანქანა ამოღებული იქნა, ვინაიდან Abbey Road-ის შემთხვევაში მსმენელები ფიქრობდნენ, რომ იგი სიმბოლურად წარმოადგენდა პოლიციელებს, რომლებიც, თითქოს ჯგუფის დანარჩენ სამ წევრს აჩუმებდნენ პოლის სიკვდილის შესახებ, რათა მთელ მსოფლიოში მოყვარულებს თავი არ მოეკლათ.

გარეკანზე გამოსახულია ძაღლი ეროუ, რომელიც არის მართას შვილი. მართა იყო ძაღლი, რომლის გავლენით დაიწერა "Martha My Dear". გარეკანის ძირითადი სურათი Abbey Road-ის ფოტოსესიიდან არის, რომელზეც იენ მაკმილანი მუშაობდა. თუმცა, არის განსხვავებები ამ და ორიგინალურ ფოტოსურათს შორის. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ტაქსი, რომელიც Abbey Road-ის გარეკანზე გამოტანილი და არ არის ამ გარეკანზე. რეტუშირებაზე იმუშავა კომპიუტერულმა გრაფიკოსმა ერვინ კოისტერმანსმა, რომელმაც წაშალა ბითლზი და დაამატა მაკ-კარტნი და ძაღლი, რომლებიც ლინდა მაკ-კარტნის მიერ მოწოდებული 35 მმ-იანი ფირიდან აიღო.

გამოცემა და მიღება[რედაქტირება]

შედგენილი ავსტრალიასა და აშშ-ში კონცერტებისგან, Paul Is Live მიჰყვება 1989-1990 წლის ტურნეს Paul McCartney World Tour. მანამდე უკვე გამოიცა Tripping the Live Fantastic, ტურნე კი სამ წელიწადს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საერთო წინა ცოცხალ ალბომთან მას აქვს "Live And Let Die", Paul Is Live იქცა მაკ-კარტნის ყველაზე ნაკლებად გაყიდვად ცოცხალ ალბომად. ბრიტანეტში იგი #34, ხოლო აშშ-ში - #78 პოზიციამდე ავიდა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. "Drive My Car"* (2:34)
  2. "Let Me Roll It" (პოლი და ლინდა მაკ-კარტნი) (4:10)
  3. "Looking for Changes"+ (2:43)
  4. "Peace in the Neighbourhood"+ (4:50)
  5. "All My Loving"* (2:16)
  6. "Robbie's Bit (Thanks Chet)" (2:00) (ასრულებს რობი მაკ-ინტოში, შეიქმნა ჩეტ ატკინსის გავლენით)
  7. "Good Rockin' Tonight" -(როი ბრაუნი) (2:48)
  8. "We Can Work It Out"* (2:42)
  9. "Hope of Deliverance"+ (3:29)
  10. "Michelle"* (2:56)
  11. "Biker Like an Icon"+ (3:40)
  12. "Here, There and Everywhere"* (2:29)
  13. "My Love" (პოლ მაკ-კარტნი და ლინდა მაკ-კარტნი) (4:06)
  14. "Magical Mystery Tour"* (3:15)
  15. "C'Mon People"+ (5:38)
  16. "Lady Madonna"* (2:33)
  17. "Paperback Writer"* (2:39)
  18. "Penny Lane"* (2:58)
  19. "Live and Let Die" (პოლ მაკ-კარტნი და ლინდა მაკ-კარტნი) (3:51)
  20. "Kansas City" – (ჯერი ლეიბერი და მაიკ სტოლერი) (3:54)
  21. "Welcome to Soundcheck" (0:41)
  22. "Hotel in Benidorm"+ (2:00)
  23. "I Wanna Be Your Man"* (2:36)
  24. "A Fine Day"+ (6:18)

* : ავტორები ლენონი/მაკ-კარტნი
+ : ავტორი - პოლ მაკ-კარტნი
ყველა სიმღერა "Kansas City"-ს შემდეგ ჩაიწერა კონცერტების წინ, ხმის შემოწმებისას და სავარაუდოდ, იმპროვიზაციებია..

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Paul Is Live საიტზე Allmusic
  2. Paul Is Dead – Conspiracy Theories – TIME“, time.com, 20 November 2008. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011. 
  3. Beatles CD's – Paul Is Live withdrawn issue. rarebeatles.com. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Paul_Is_Live&oldid=2697812“-დან