Paint.NET

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Paint.NET

Paint.Net 4
მწარმოებელი Paint.NET-ის გუნდი
ბოლო გამოშვება 3.36 / 26 აგვისტო 2008
ოს Microsoft Windows, Windows NT (Microsoft .NET)
ჟანრი რასტრული გრაფიკული რედაქტორი
ლიცენზია MIT License
საიტი getpaint.net

Paint.NET — რასტრული გრაფიკული რედაქტორი, Windows NT-სთვის , რომელიც NET Framework-ზე არის შექმნილი. დაწყრბულია როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტი, Microsoft Windows-ისთვის და Microsoft-ის ხელმძღვანელობით. Paint.NET დაპროგრამებული С#-ზე, C++ -ის მცირე რაოდენობით, რომელიც დაყენებისა და ინტეგრაციის დროს გამოიყენება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Paint.NET შეიქმნა როგორც უფროსკურსელთა პროექტი კომპიუტერულ მეცნიერებეში 2004 ელის გაზაფხულში. როგორც განაცხადა რიკ ბრუსტერმა, ერთ-ერთმა ძირითადმა პროგრამისტმა თავის ბლოგში,”ვერსია 1.0 დაიწერა 4 თვეში და მასში შედიოდა მიახლოებით 36 000 კოდის ხაზი. [1]” , ხოლო ვერსია 2.10 შეიცავდა უკვე კოდის 140 000 ხაზს.

Paint.NET-ის განვითარებას აგრძელებენ იგივე პროგრამისტები, რომლებმაც ის შექმნეს, ოღონდ ახლა ისინი Microsoft-ში მუშაობენ. 2006 წლისთვის პროგრამა იყო მინიმუმ 2 მილიონჯერ გადაწერილი [2], მიახლოებიც 180 000-ჯერ თვეში. [3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paint.NET v1.1 "Beta 2" Download.
  2. Paint.NET crosses 2 million downloads, and other news. ციტირების თარიღი: June 16 2006.
  3. Interview: A Look Inside Paint.NET. ციტირების თარიღი: June 16 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Paint.NET&oldid=4572232“-დან