p0f

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

p0f (passive OS fingerprinting) — ოპერაციული სისტემის პასიურად, თვალთვალის შედეგად ხელში ჩაგდებული პაკეტების ანალიზით, დასადგენი პროგრამა.

იგი არჩევს პაკეტებს და ადარებს სხვადასხვა ოპერაციული სისტემის დამახასიათებელ მონაცემებთან (TCP/IP ანაბეჭდი) რომ დაადგინოს შესაბამისი ოპერაციული სისტემა:

  • ფაიერვოლის და NAT-ის არსებობის აღმოჩენა
  • ქსელური დატვირთვის წონასწორობის სისტემის აღმოჩენა
  • დამიზნულ კომპიუტერთან სიშორისა (TTL, Time to Live) და აგრეთვე კომპიუტერის ჩართვის შემდეგ გასული დროის დადგენა.

p0f არის აბსოლუტურად პასიური. იგი არ ქმნის დამატებით ქსელურ ტრაფიკს, რადგან იგი მხოლოდ ქსელის ანალიზს ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=P0f&oldid=3494153“-დან