Original Soundtracks 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Original Soundtracks No. 1)
Original Soundtracks 1
სტუდიური ალბომი
Passengers
გამოცემის თარიღი 7 ნოემბერი, 1995
ჩაიწერა ლონდონი, ინგლისი/დუბლინი, ირლანდია, 1995
ჟანრი ექსპერიმენტული მუსიკა
ალტერნატიული როკი
ემბიენტი
ელექტრონიკა
ხანგრძლივობა 58:03
ლეიბლი Island
პროდიუსერი ბრაიან ინო
U2 — ქრონოლოგია
Melon: Remixes for Propaganda
(1995)
Original Soundtracks 1
(1995)
Pop
(1997)
ბრაიან ინოს ქრონოლოგია — ქრონოლოგია
Spinner
(1995)
Original Soundtracks 1
(1995)
The Drop
(1997)
სინგლები ალბომიდან Original Soundtracks 1
  1. „Miss Sarajevo“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 1995
  2. „Your Blue Room“
    გამოცემის თარიღი: უნდა გამოცემულიყო 1996 წელს, მაგრამ დაგეგმილი გამოცემა არ შედგა
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
The Boston Globe(კეთილგანწყობილი)[2]
Entertainment Weekly(B)[3]
Hot Press(10/12)[4]
The Los Angeles Times3.5/4 stars[5]
Rolling Stone2/5 stars[6]

Original Soundtracks 1 (აგრეთვე ცნობილი როგორც Original Soundtracks) — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს და პროდიუსერ ბრაიან ინოს დამატებითი პროექტის Passengers ერთადერთი ალბომი. გამოვიდა 1995 წლის 7 ნოემბერს.

ალბომი შედგება მუსიკალური კომპოზიციებისგან, რომელთა უმეტესობაც არარსებული ფილმებისათვის არის შექმნილი. გამონაკლისია ფილმებისთვის „სიცხე“, „აჩრდილი აბჯარში“, „მისს სარაევო“ და „ღრუბლებს მიღმა“ შექმნილი თემები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც ეს ალბომი მთლიანად ექსპერიმენტული მუსიკისგან არის შედგენილი, ლეიბლმა Island Records იგი გამოუშვა, როგორც U2-ს ალბომი.

ჯგუფის მოყვარულები ხშირად კამათობენ, არის თუ არა ეს U2-ს დისკი, მაგრამ როგორც წესი, იგი არ ითვლება ოფიციალურ დისკოგრაფიებში, იმის გამო, რომ გამოიცა Passengers-ის სახელით.

თავის მხრივ, ალბომის სხვა სახელით გამოცემის გამო, იგი ნაკლებად ცნობილია და ყველაზე ცუდად გაყიდვადიც, თუკი ჯგუფის ალბომების კატალოგზეა საუბარი. კრიტიკა პრესის, მოყვარულთა და თავად ჯგუფის წევრების მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

ალბომის ნახევარი ინსტრუმენტული ნომრებისგან შედგება, ვოკალი სულ რამდენიმე სიმღერაშია, მაგრამ ისეთივე ჟღერადობა აქვს, როგორც თავად U2-ს სიმღერებში. აქედან ყველაზე ცნობილია Miss Sarajevo, რომელიც ჩაიწერა ლუჩიანო პავაროტისთან ერთად და იქცა ჯგუფის რომელიმე სხვა შემსრულებელთან ჩაწერილი დუეტებიდან საუკეთესო ნამუშევრად.

ალბომის შექმნის ისტორია აღწერილია ინოს დღიურებში.

ალბომში შეტანილი Your Blue Room შეიცავს ადამ კლეიტონის საუბარს. მანამდე მისი ვოკალის მოსმენა შესაძლებელი იყო მხოლოდ 1983 წლის სინგლის Two Hearts Beat as One B-გვერდზე Endless Deep.

ბრაიან ინოს თქმით, სტუდიური სესიებიდან რამდენიმე სიმღერაც დარჩა, რომელიც ჩაიწერა იაპონელ შემსრულებელთან ჰოლი. დაიგეგმა ამ სიმღერების სამომავლოდ გამოცემა, თუმცა გამოცემის თარიღი დღემდე უცნობია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის მუსიკის ავტორი — Passengers (ბრაიან ინო, ბონო, ადამ კლეიტონი, The Edge და ლარი მალენი).

#სახელწოდებაფილმიდანხანგრძლივობა
1.„United Colours“პლუტონიუმის ყველა ფერი5:31
2.„Slug“ტყვია4:41
3.„Your Blue Room“ღრუბლების მიღმა5:28
4.„Always Forever Now“ყოველთვის სამუდამოდ6:24
5.„A Different Kind of Blue“ჩვეულებრივი დღე2:02
6.„Beach Sequence“ღრუბლების მიღმა3:25
7.„Miss Sarajevo“ (ლუჩანო პავაროტისთან ერთად)მის სარაიევო5:41
8.„Ito Okashi“ (ჰოლისთან ერთად)რაღაც ლამაზი3:25
9.„One Minute Warning“აჩრდილი აბჯარში4:40
10.„Corpse (These Chains are Way too Long)“ანარეკლები3:35
11.„Elvis Ate America“ (ჰაუი ბისთან ერთად)ელვისმა შეჭამა ამერიკა2:59
12.„Plot 180“გიყვარდე დაისამდე3:41
13.„Theme from The Swanგედი3:24
14.„Theme from Let's Go Nativeბუნებრივად მოვიქცეთ3:07
საერთო ხანგრძლივობა:58:03
დამატებითი კომპოზიცია (ბრიტანული პრომო დისკი და იაპონური გამოცემა)
#სახელწოდებაფილმიდანხანგრძლივობა
15.„Bottoms (Watashitachi No Ookina Yume) (რემიქსი)“ (ინსტრუმენტული)Bottoms4:11
საერთო ხანგრძლივობა:62:14

Miss Sarajevo იყო წარმატებული სინგლი, რომელიც საშობაოდ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე.

Your Blue Room უნდა გამოსულიყო შემდეგი სინგლის სახით, მაგრამ იდეა გაუქმდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ალბომი ცუდად იყიდებოდა.

ალბომის იაპონურ გამოცემას თან ახლავს დამატებითი სიმღერა Bottoms (Watashitachi no Ookina Yume). იგი შეტანილი იქნა სინგლის Miss Sarajevo B-გვერდზე. ეს არის კომპოზიციის Zoo Station ინსტრუმენტული ვარიანტი. კომპოზიციის სახელწოდება ნიშნავს ”ჩვენი დიდი ოცნება”.

კომპოზიციამ Always Forever Now გაიჟღერა ფილმში ”სიცხე” და შეტანილია ალბომში ამ ფილმის მუსიკით. მასში ასევე შეტანილია ბრაიან ინოს სხვა კომპოზიციები.

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1995) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[7] 11
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[8] 40
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[9] 35
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[10] 14
კანადის ალბომები[11] 15
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[12] 38
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[13] 32
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[14] 9
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[15] 28
ბრიტანეთის ალბომები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[16] 12
აშშ Billboard 200[17] 76

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Original Soundtracks 1: Review. Allmusic. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  2. Sullivan, ჯიმ. (1995-11-07) Eno, U2 Make An 'Original' (reprint). The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  3. ბრაუნი, დევიდ. (1995-11-10) Music Review: Original Soundtracks 1. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  4. Graham, ბილ. (1995-11-15) Passengers: Original Soundtracks 1 (reprint). Hot Press. ციტირების თარიღი: 2009-09-30.[მკვდარი ბმული]
  5. Hochman, Steve. (1995-11-05) Taking A Ride To Another World With Eno And U2 (reprint). The Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  6. Derogatis, ჯიმ (1995-12-14). „Passengers: Original Soundtracks 1“. Rolling Stone (723).
  7. "Passengers – Original Soundtracks 1". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  8. "Passengers - Original Soundtracks 1" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  9. "Passengers – Original Soundtracks 1" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  10. "Passengers – Original Soundtracks 1" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  11. Search Results: Passengers. RPM (27 ნოემბერი 1995). ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2009.
  12. „Dutchcharts.nl – Passengers – Original Soundtracks 1“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  13. "Passengers: Original Soundtracks 1" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  14. "Passengers – Original Soundtracks 1". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  15. "Passengers – Original Soundtracks 1". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2013.
  16. PASSENGERS. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2015.
  17. Billboard 200: Week of ნოემბერი 25, 1995. Billboard (15 ნოემბერი 1995). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი 2009.