Orbit Downloader

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Orbit Downloader
Orbit Downloader logo.png
Orbit downloader screenshot.png
მწარმოებელი Innoshock Team
ბოლო გამოშვება 4.1.0.2 / 28 ივნისი 2011
ოს Microsoft Windows
ენა მრავალენოვანი

Orbit Downloader — ფაილების გადმოწერის უფასო მენეჯერი, რომელსაც არა მხოლოდ სწრაფად და მოხერხებულად შეუძლია ფაილების გადმოწერა, არამედ ასევე შეუძლია გადმოწეროს ისეთი საიტებიდან, როგორებიცაა Youtube, Myspace, Rapidshare და კიდევ მრავალი სერვერიდან. თუ საიტს შესაბამისი ფუნქციის მხარდაჭერა აქვს, ასევე შეუძლია აღმოაჩინოს და გადმოწეროს ფლეშ–ანიმაცია.

ამის გარდა Orbit Downloader–ს თვითონ გადმოწერის დაწყების წინ შეუძლია ZIP–ფაილების შიგთავსის ნახვა. აქვს გაფართოებული ფუნქციები პროქსი–სერვერთან დაკავშირებით და ასევე ბევრი სასარგებლო ფუნქცია, რათა ფაილები კომფორტულად და მარტივად გადმოიწეროს.

ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ პროგრამას დაემატა ახალი სასარგებლო ფუნქცია: Orbit Downloader უკეთებს კომპიუტერს მონიტორინგს, რის შედეგადაც, თუ აღმოაჩენს რაიმე პროგრამას, რომელსაც ესაჭიროება განახლება, მომხმარებლის სურვილის მიხედვით ხდება მისი პირდაპირ განახლება.

პროგრამა ჯერ–ჯერობით მოქმედებს შემდეგ ინტერნეტ–ბრაუზერებზე: IE, Firefox, Maxthon, Opera. მისი ინტერფეისი მრავალენოვანია.

2007 წელს Orbit Downloader შევიდა 20 საუკეთესო პროგრამების სიაში. [საჭიროებს წყაროს მითითებას]

შესაძლებლობები[რედაქტირება]

  • პროტოკოლების HTTP, HTTPS, FTP, MMS, RTSP და RTMP მართვა
  • პატარა დატვირთვა ოპერატიულ სისტემაზე
  • შეუძლია გადმოიწეროს ფაილი RapidShare სერვისიდან
  • Metalink–ის მხარდაჭერა
  • მუშაობა პროქსი–სერვერებთან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Orbit_Downloader&oldid=2402584“-დან