On An Island
| On an Island | ||
| ალბომის სტანდარტული გამოცემა, წიგნაკის საკით. | ||
| გამოცემის თარიღი | 6 მარტი 2006 (გაერთიანებული სამეფო) 7 მარტი 2006 (აშშ) |
|
| ჟანრი | ბლუზ როკი სოფტ როკი პროგრესული როკი |
|
| ხანგრძლივობა | 51:36 | |
| ლეიბლი | EMI (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ) |
|
| პროდიუსერი | დევიდ გილმორი, ფილ მანზანერა, კრის თომასი | |
| ქრონოლოგია: დევიდ გილმორი | ||
|---|---|---|
| About Face (1984) |
On an Island (2006) |
Live in Gdańsk (2008) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Rolling Stone | |
On An Island — დევიდ გილმორის მესამე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2006 წლის 6 მარტს, გილმორის 60-ე დაბადების დღეზე. აშშ-ში ალბომი გამოიცა მეორე დღეს.
კანადაში ალბომი პლატინის სტატუსით აღინიშნა, 100,000 გაყიდული ასლისათვის.[2]
სექციების სია |
ალბომი[რედაქტირება]
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ: ჯულს ჰოლანდი, დევიდ კროსბი, გრემ ნეში, რიჩარდ რაიტი, გაი პრეტი, ბობ კლოუზი (პინკ ფლოიდის გიტარისტი 1964 წელს) და სხვები. ალბომის პროდიუსერია ჯგუფის Roxy Music მონაწილე ფილ მანზანერა. იგი, ისევე, როგორც რიჩარდ რაიტი, შეუერთდა დევიდს საკონცერტო ტურის მსვლელობისას.
ორკესტრის არანჟირებაზე იმუშავა პოლონური ფილმების მუსიკის კომპოზიტორმა ზბიგნევ პრაისნერმა, ორკესტრის დირიჟორი კი არის რობერტ ზიგლერი.
ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე სიმღერამ Smile გაიჟღერა დევიდ გილმორის კონცერტებზე როიალ-ალბერტ ჰოლში.
ალბომის განსხვავებულ გამოცემაში შესულია დამატებითი კომპოზიცია Island Jam, რომელიც უფასო ჩამოტვირთვისათვის იყო გამოტანილი დევიდ გილმორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - On an Island და Smile. ორივე მოხვდა ბრიტანული ჩარტების #72 პოზიციაზე. On An Island ასევე მოხვდა ბილბორდის მეინსტრიმული როკ-სიმღერების ჩარტის #27 პოზიციაზე.[3]
2006 წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა, დამატებითი DVD დისკით.
2009 წელს რადიოსადგურმა Planet Rock On An Island დაასახელა ჯგუფის ყოფილი წევრის მიერ გამოცემულ საუკეთესო სოლო-ალბომად.
სიმღერების სია[რედაქტირება]
- Castellorizon (გილმორი) – 3:54
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ორკესტრირება - ზბიგნიევ პრეისნერი.
- On an Island (გილმორი/სემსონი) – 6:47
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ელექტრონული პიანინო და პერკუსია, დევიდ კროსბი, გრემ ნეში - ვოკალი, გაი პრეტი - ბას გიტარა, ორკესტრირება - ზბიგნიევ პრეისნერი, რიჩარდ რაიტი - ჰემონდის ორღანი, ბობ კლოუზი - გიტარა და ენდი ნიუმარკი - დასარტყამები.
- The Blue (გილმორი/სემსონი) – 5:26
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, პერკუსია, ფორტეპიანო, ბობ კლოუზი - გიტარა, ენდი ნიუმარკი - დასარტყამები, ჯულს ჰოლანდი, პოლი სემსონი - ფორტეპიანო, კრის სტეინტონი - ჰემონდის ორღანი და რიჩარდ რაიტი - ვოკალი.
- Take a Breath (გილმორი/სემსონი) – 5:46
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ფილ მანზანერა - კლავიშები, გაი პრეტი - ბას გიტარა, ლეშეკ მოსძერი - ფორტეპიანო, ჯედ ლინჩი - დასარტყამები, ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი და კეროლაინ დეილი - ჩელო.
- Red Sky at Night (გილმორი) – 2:51
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - საქსოფონი და ლეპ სტილ გიტარა, კრის ლოურენსი - ორმაგი ბასი, კეროლაინ დეილი - ჩელო, ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი და ილან ეშკერი - პროგრამირება.
- This Heaven (გილმორი/სემსონი) – 4:24
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, ფილ მანზანერა - კლავიშები, ენდი ნიუმარკი - დასარტყამები, ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი და ჯორჯი ფეიმი - ჰემონდის ორღანი.
- Then I Close My Eyes (გილმორი) – 5:26
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ქუმბუსი, ბას ჰარმონიკა, ბი ჯეი კოული - დობროს გიტარა, რობერტ უაიეტი - კორნეტი, პერკუსია, ვოკალი, ფილ მანზანერა - კლავიშები, და ენდი ნიუმარკი - პერკუსია, ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი, კეროლაინ დეილი - ჩელო და ალესდერ მელოი - ჭიქების ჰარმონიკა.
- Smile (გილმორი/სემსონი) – 4:03
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, პერკუსია, ჰემონდის ორღანი, ბას გიტარა, პოლი სემსონი - ვოკალი, უილი უილსონი - დასარტყამები და ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი.
- A Pocketful of Stones (გილმორი/სემსონი) – 6:17
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ჰემონდის ორღანი, ფორტეპიანო, ბასი, პერკუსია, ლეშეკ მოსძერი - ფორტეპიანო, ლუსი უეიკფორდი - არფა, ალესდერ მელოი - ჭიქების ჰარმონიკა, კრის თომასი - კლავიშები, კრის ლოურენსი - ორმაგი ბასი, ილან ეშკერი და ორკესტრირება - ზბიგნევ პრაისნერი.
- Where We Start (გილმორი) – 6:45
- შემსრულებლები: დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, პერკუსია, ჰემონდის ორღანი, ენდი ნიუმარკი - დასარტყამები, ორკესტრირება -ზბიგნევ პრაისნერი.
დამატებითი DVD[რედაქტირება]
AOL-ის სესიები, ნიუ-იორკი, აპრილი 2006
- On an Island (გილმორი/სემსონი)
- This Heaven (გილმორი/სემსონი)
- Smile (გილმორი/სემსონი)
- Take a Breath (გილმორი/სემსონი)
- High Hopes (გილმორი/სემსონი)
- Comfortably Numb (გილმორი/უოტერსი)
Live from Abbey Road — ტელეგადაცემა, ლონდონი, აგვისტო 2006
- Astronomy Domine (სიდ ბარეტი)
'როიალ ალბერტ ჰოლი, ლონდონი, მაისი 2006 (დისკიდან Remember That Night).
- Take a Breath (გილმორი/სემსონი)
ტურნე[რედაქტირება]
ალბომის პრომო-ტურის ფარგლებში დევიდის საკონცერტო ბენდში შედიოდნენ: რიჩარდ რაიტი, ფილ მანზანერა და გაი პრეტი. ტურში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკოსები დიკ პერი (საქსოფონი) და ჯონ კერინი (კლავიშიანი ინსტრუმენტები). გდანსკის კონცერტი გაიმართა ორკესტრის თანხლებით, რაშიც მონაწილეობდა კომპოზიტორი ზბიგნევ პრაისნერი. ლონდონის უკანასკნელ კონცერტებზე ბენდს შეუერთდა ნიკ მეისონი. ლონდონის შოუებზე ასევე გამოჩნდა დევიდ ბოუი, რომელმაც Comfortably Numb და Arnold Layne შეასრულა (უკანასკნელი სინგლის სახითაც გამოიცა). დევიდ კროსბი და გრემ ნეში (რომლებიც სტუდიურ დისკზეც მუშაობდნენ) ცოცხლად ასრულებდნენ რამდენიმე სიმღერას. ლონდონური კონცერტები გამოვიდა DVD დისკზე Remember That Night, ხოლო გდანსკის კონცერტი - ალბომისა და DVD დისკის Live in Gdańsk სახით.
სიმღერების სია[რედაქტირება]
პირველი განყოფილება:
- Speak to Me / Breathe In the Air
- Time / Breathe (Reprise)
(თავდაპირველად ამ სიმღერებს ასრულებდნენ მეორე განყოფილების მსვლელობისას) - On an Island (მთლიანი ალბომი)
(თავდაპირველად იგი სრულდებდა პირველი განყოფილების დაწყებიდან)
აღნიშნული სიმღერები სრულდებოდა ყველა კონცერტზე
მეორე განყოფილება:
მეორე განყოფილებაში სრულდებოდა:
- Shine On You Crazy Diamond (Parts I-V) (სრულდებოდა ყოველთვის, დრო და დრო - კროსბისთან და ნეშთან ერთად)
- Astronomy Domine (დაემატა მეორე ევროპული ტურის მსვლელობისას, ბრიტანული ტურის შემდეგ)
- Dark Globe (სრულდებოდა ივლისსა და აგვისტოში, სიდ ბარეტის გარდაცვალების შემდეგ)
- Wot's... Uh the Deal?
- Wearing the Inside Out
- Fat Old Sun
- On the Turning Away (შესრულდა ერთხელ, ვენეციაში, 2006 წლის 12 აგვისტოს)
- Dominoes
- Arnold Layne (დაემატა სიას აშშ ტურის მსვლელობისას. ძირითად ვოკალს ასრულებდა რიჩარდ რაიტი, ხოლო 29 მაისს, ლონდონში - დევიდ ბოუი)
- Coming Back to Life
- High Hopes (ყოველთვის სრულდებოდა)
- The Great Gig in the Sky (30/31 მაისი, მიკა პარისის მონაწილეობით. ასევე სრულდებოდა რამდენიმე ევროპულ კონცერტზე, მაგრამ გადაიდო ლონდონურ კონცერტებამდე.)
- Echoes (ყოველთვის სრულდებოდა, როგორც წესი, ბისზე გამოსვლამდე.)
ბისზე:
- Wish You Were Here (ყოველთვის სრულდებოდა)
- A Great Day for Freedom (შესრულდა მხოლოდ ერთხელ, გდანსკის კონცერტის მსვლელობისას, 26 აგვისტოს)
- Find the Cost of Freedom (სრულდებოდა მხოლოდ კროსბისთან და ნეშთან ერთად)
- Comfortably Numb (ყოველთვის სრულდებოდა კონცერტების ბოლოს. 29 მაისს როჯერ უოტერსის სტროფებს, რომლებსაც მანამდე რიჩარდ რაიტი ასრულებდა, მღეროდა დევიდ ბოუი.
პერსონალი[რედაქტირება]
- დევიდ გილმორი - გიტარები, ვოკალი, ქუმბუსი, ალტო საქსოფონი (Red Sky At Night)
- რიჩარდ რაიტი - ფორტეპიანო, ორღანი, ვოკალი
- ფილ მანზანერა - გიტარები, ვოკალები, ჭიქების ჰარმონიკა Shine On You Crazy Diamond-ის შესრულებისას
- გაი პრეტი - ბას გიტარა, ვოკალი, გიტარა (Then I Close My Eyes), ჭიქების ჰარმონიკა Shine On You Crazy Diamond-ის შესრულებისას
- ჯონ კერინი - კლავიშიანი ინსტრუმენტები, ვოკალი, ლეპ სტილ გიტარა
- დიკ პერი - ტენორ და ბარიტონ საქსოფონები, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ჭიქების ჰარმონიკა Shine On You Crazy Diamond-ის შესრულებისას
- სტივ დი-სტანისლაო - დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, ვოკალი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
| წინამორბედი: Corinne Bailey Rae - კორინ ბეილი რეი |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 12 მარტი 2006 – 18 მარტი 2006 |
შემდეგი: Corinne Bailey Rae - კორინ ბეილი რეი |
|
||||||||||||||||||||