Ode to Deodorant

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Ode to Deodorant“
სიმღერაColdplay
გამოსვლის თარიღი იანვარი, 1998
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:23
ხმისჩამწერი ლეიბლი დამოუკიდებელი გამოცემა
პროდიუსერი Coldplay

Ode to Deodorant — ერთ-ერთი პირველი ჯგუფ Coldplay-ს სიმღერებიდან. ის ჩაწერილ იქნა 1998 წელს ორმაგი A-მხარიანი დემო კასეტის სახით ადგილობრივი საკონცერტო პრომოუტერებისთვის, ფილ ჰარვის მიერ, რომელიც ბენდის თავდაპირველი მენეჯერი იყო. B-მხარე, Brothers & Sisters ჯგუფის ერთ-ერთი პირველი წარმატების მომტანი გახდა.

2003 წლის აგვისტოს სტატიაში ჟურნალიდან Interview, Coldplay-ს დრამერ უილ ჩემპიონის კომენტარის თანახმად "სიმღერას კარგი დასასრული და კარგი ბასის ხაზი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცუდი სიმღერა იყო." როდესაც იკითხეს სიმღერა მართლა საშინელი იყო თუ არა, წამყვანმა ვოკალისტმა კრის მარტინმა იხუმრა რომ ის ამ სიმღერას არ უსმენს.

2005 წლის ბოლოს კასეტა გაყიდულ იქნა eBay-ზე. ის ჯგუფის ერთ-ერთმა მოყვარულმა შეიძინა და 2006 წლის 13 იანვარს ინტერნეტში გაავრცელა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]