Nothing Like the Sun

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nothing Like the Sun
ალბომის "Nothing Like the Sun" ყდა
Nothing Like the Sun
გამოცემის თარიღი 13 ოქტომბერი, 1987
ჩაწერის თარიღი მარტი - აგვისტო 1987
ჟანრი როკი
ჯაზი
ხანგრძლივობა 54 წთ 45 წმ
ლეიბლი/ები A&M
პროდიუსერ(ებ)ი სტინგი, ჰიუ პედგემი, ნილ დორფსმანი, ბრაიან ლორენი
ქრონოლოგია: სტინგი
Bring on the Night
(1986)
...Nothing Like the Sun
(1987)
Nada Como el Sol
(1988)


Nothing Like the Sun არის სტინგის მეორე სოლო ალბომი. მისი სახელწოდება მომდინარეობს უილიამ შექსპირის #130 სონეტის სტრიქონიდან ("My mistress' eyes are nothing like the sun"), რომელიც აგრეთვე გამოყენებულია სიმღერაში "Sister Moon".

სექციების სია

[რედაქტირება] ჩაწერა

ალბომის ჩაწერა სტინგს შთააგონა დედის გარდაცვალებამ (1986), რამაც თავისი კვალი დატოვა რამდენიმე სიმღერაზე და მისმა მონაწილეობამ ტურში A Conspiracy of Hope (საერთაშორისო ამნისტიის მიერ მოწყობილ ტურში). ამ ტურმა სტინგი მოახვედრა ლათინურ ამერიკაში, სადაც მთავრობის რეპრესიები მძვინვარებდა."They Dance Alone (Cueca Solo)" სწორედ ამ ხალხს, კონკრეტულად კი აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის მსხვერპლებს ეძღვნება. რამდენიმე სიმღერაში დაუკრა პოლიციის გიტარისტმა ენდი სამერსმა. "Englishman in New York" ეძღვნება ჰომოსექსუალ მწერალსა და მსახიობს კუენტინ კრისპს. მასში კვლავ გრძელდება მუსიკოსის წინა ალბომში გაჟღერებული ჯაზის ელემენტების აქტიური გამოყენება. ალბომში შეტანილია სტინგის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი "We'll Be Together" (რომელიც თავად მუსიკოსს ნაკლებად მოსწონს). აქ ასევე არის "Little Wing", ჯიმი ჰენდრიქსის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა ახლებური შესრულებით. საერთო ჯამში, ალბომის გაყიდული ასლების რაოდენობამ 2 მილიონზე მეტი შეადგინა.

ალბომის გამოსვლის შემდეგ აგრეთვე ჩაიწერა ესპანურ ენოვანი მინი-ალბომი Nada Como el Sol, რომელშიც გამოყენებული იყო Nothing Like the Sun-ის რამდენიმე სიმღერა. ამ ალბომზე სტინგმა იმღერა ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე.

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორია სტინგი, გარდა აღნიშნულისა:

  1. "The Lazarus Heart" – 4 წთ 35
  2. "Be Still My Beating Heart" – 5 წთ 34 წმ
  3. "Englishman in New York" – 4 წთ 27 წმ
  4. "History Will Teach Us Nothing" – 5:07 წმ
  5. "They Dance Alone (Cueca Solo)" – 6 წთ 48 წმ
  6. "Fragile" – 3 წთ 58 წმ
  7. "We'll Be Together" – 4 წთ 53 წმ
  8. "Straight to My Heart" – 3 წთ 54 წმ
  9. "Rock Steady" – 4 წთ 28 წმ
  10. "Sister Moon" – 3 წთ 57 წმ
  11. "Little Wing" (ჯიმი ჰენდრიქსი) – 5 წთ 03 წმ
  12. "The Secret Marriage" (ეისლერი, სტინგი) – 2 წთ 02 წმ

[რედაქტირება] სინგლები

  • 1987 - "We'll Be Together" #7 აშშ
  • 1988 - "Be Still My Beating Heart" #15 აშშ
  • 1990 - "Englishman in New York" (რემიქსი) #15 ბრიტანეთი

[რედაქტირება] მუსიკოსები

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Nothing_Like_the_Sun"-დან
პირადი ხელსაწყოები