Norther

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Norther-ის ცოცხალი შესრულება

Norther - არის მელოდიქ დეს მეტალ ჯგუფი ჰელსინკიდან, რომელთა მუსიკაშიც იგრძნობა Power მეტალის ელემენტებიც.

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება]

ჯგუფის ისტორია იწყება 1996 წლიდან, როდესაც მათ ერქვათ Requiem. ჯგუფი დაარსებულია გიტარისტ პეტრი ლინდროსის და დრამერ ტონი ჰალიოს მიერ, სწორედ მათ აიყოლიეს დანარჩენი ორი მუსიკოსიც. დასაწყისში ისინი საშინელ ადგილას რეპეტიციობდნენ მაგრამ შემდეგ 1997 წელს, ალექსანდერ კუოპალამ (ექს Children Of Bodom ) მათ მოუძებნა კარგი ადგილი სწორედ ამ პერიოდში მათ შეიცვალეს სახელი და დაირქვეს Norther. ბედის ირონია იმაშია რომ ეს შენობა მალევე დაინგრა და წევრებმა დატოვეს ჯგუფი.

გავიდა სამი თვე და ჯგუფი კვლავ აღდგა, მათ უკეთესი ადგილი იპოვეს სარეპეტიციოდ. 1999 წელს ჯგუფში მოვიდა ახალი გიტარისტი კრისტიან რანტა.

ზუსტად 1 წელიწადში ჯგუფმა გამოიცვალა რამდენიმე წევრი. 2002 წელს კი გამოვიდა მათი პირველი ალბომი Dream Of Endless War (2002), რომელმაც უდიდესი აღიარება მოუტანა ჯგუფს. ამის შემდეგ იყო : Mirror of Madness (2003), Death Unlimited (2004), Till Death Unites Us (2006), და N (2008)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Norther&oldid=2534878“-დან