Nordisk familjebok

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეორე გამოცემის ყდა

Nordisk familjebokშვედური ენციკლოპედია, რომელიც გამოიცა 1876-1957 წლებში. პირველი რედაქცია 1876-1899 წლებში 20 ტომად გამოვიდა. მეორე გამოცემა კი 1904—1926 წწ. 38 ტომად გამოქვეყნდა და შვედურ ენაზე ყველაზე მასშტაბური ენციკლოპედიური გამოცემაა დღემდე. შვედები მას Uggleupplagan «ბუს გამოცემას» უწოდებენ ლოგოტიპზე ბუს ებმლემის გამო. ამას გარდა კიდევ ორი გამოცემა დაიბეჭდა 1957 წელს. პირველ გამოცემებზე საავტორო უფლებების დრო ამოიწურა, ამიტომაც ეს ენციკლოპედია დღეისათვის საერთო საკუთრებად არის ქცეული.

1990-იან წლებში ლინჩოპინგის უნივერსიტეტმა, შვედეთი, მოხალისური პროექტი წამოიწყო, რაც ყველა სკანდინავიური ბეჭდური გამოცემების ონლაინ ვერსიების შექმნას გულისხმობდა. ეს წამოწყება რუნებერგის პროექტის ფარგლებში გაეშვა და ხსენებული ენციკლოპედიის სრული ფორმატით ინტერნეტში შეყვანას მოიაზრებდა. 2001 წლისთვის ტექნოლოგიის განვითარებამ პროცესი საგრძნობლად დააჩქარა. ორივე გამოცემის მთელი 45 000 გვერდი დაასკანერეს OCR-ტექნოლოგიით. დღეისთვის მთელი ენციკლოპედია ელექტრონულად არის გარდაქმნილი და ყველასათვის ხელმისაწვდომია. იგი, უფლებათა ნორმების დაცვით, ვიკისაწყობშია ატვირთული.

ილუსტრაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: