ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან NYSE)
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (ინგლ. The New York Stock Exchange - NYSE), მეტსახელით „დიდი დაფა“ (Big Board) უდიდესი საფონდო ბირჟაა მსოფლიოში (დოლარის მიმოქცევის მოცულობით) და მეორეა განაცხადებების რაოდენობით. მასში მიმოქცეული აქციების მოცულობა ნასდაქს (NASDAQ) ჩამორჩა 1990-იან წლებში, თუმცა ნისბ-ზე მოვაჭრე კომპანიათა საბაზრო კაპიტალიზაცია ხუთჯერ აღემატება ნასდაქისას.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზი მდებარეობს უოლ სტრიტის №11-ში და შედგება ხუთი ოთახისგან, რომელიც ვაჭრობის განხორციელებისთვის გამოიყენება. მთავარი შენობა მდებარეობს ბროდ სტრიტის №18-ში, უოლ სტრიტისა და ექსჩეინჯ პლეისის კუთხეში, ქვემო მენჰეტენზე, ნიუ-იორკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]