NBA 2K (სერიები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

NBA 2K სერიები ინგლ. NBA 2K series — საკალათბურთო ვიდეო თამაშები. 1999 წლიდან 2001 წლამდე, NBA 2K სერიები იყო ექსკლუზივი სეგა Dreamcast-ზე. ვიდეო თამაშო პირველად ზუსტად სეგამ შექმნა, რომელიც სეგა სპორტის მიერ გამოიცემოდა, ახლა კი 2K სპორტი გამოსცემს.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი 4 თამაში სერიისა დაკავშირებულია კომენტატორ ბობ სტილ და როდ ვესტთან (ბეუ არეა სპორტული რადიოს წამყვანები ბობ ფიტზჯერალდი და როდ ბრუკსი, რომლებიც KNBR 680 სიხშირეზე მუშაობდნენ სან-ფრანცისკოში. მათ რადიო შოუს ასევე „ფიტზი და ბრუკსი“ ერქვა), თუმცა NBA 2K3-იდან მოყოლებული, შემქმნელებმა ცვლილებებისთვის ისეთი კომენტატორები აიყვანეს, როგორებიც არიან ბილ უოლტონი, ტომ ტოლბერტი, კევინ ფრეზიერი, მიშელ ტეფოია და ბობ ფიტზჯერალდი. ფერები და თამაშის მიხედვით კომენტარები NBA 2K6, NBA 2K7 და NBA 2K8 -ში შექმნილი იქნა კევინ ჰარლენის და კენი სმითის მიერ. პიტერ ბარტო არის PA გამომცხადებელი. NBA 2K9 კომენტარები დაკავშირებულია კევინ ჰარლენთან და კლარკ კელოგთან, ასევე შერილ მილერთან, რომელმაც ასევე მონაწილეობა მიიღო NBA 2K10 კომენტატორობაში.

2002 წელს, სეგამ შეიტანა ამერიკული ტელევიზია ქსელში, ESPN-ის ბრედი სეგას ახალ ვიდეო თამაშში. ESPN ბრენდი გამოყენებული იქნა 3 თამაშისთვის, მეორე მათგანს სახელიც კი ESPN NBA Basketball გადაერქვა, მას შემდეგ კი ESPN-მა EA Sports-თან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2005 წელს სეგამ გაყიდა NBA 2K სერიები Visual Concepts-თან ერთად Take-Two Interactive-ზე. დღეს სერიები გამოდის როგორც 2K სპორტი, რომელსაც Take-Two უშვებს.

PlayStation 3 ვერსია NBA 2K7 იყო პირველი ვერსია რომელიც სენსორულ მოძრაობაზეც იყო დაყრნობილი, განსაკუთრებით ამის შეგრძნება საჯარიმოს სროლის დროს შეიძლებოდა, რომელიც რეალურის მსგავსად ხდებოდა, მაგრამ ეს პროექტი არ იქნა გაგრძელებული მომდევნო სერიებში.[1]

NBA 2K11 იყო პირველი გამოშვება, როდესაც ვიდეო თამაში 3D გამოსახულებაში შეგეძლო გეთამაშა, თუმცა ეს შესაძლებლობა შეგეძლო მიგეღო მხოლოდ PlayStation 3 და Xbox 360-ის ვერსიებზე.

მონტაჟი[რედაქტირება]

სათაურები „NBA 2K“ სერიებში
სათაური შემქმნელი გამომშვები პლატფორმა გამოშვების თარიღი* ათლეტი სურათზე
NBA 2K Visual Concepts Sega Dreamcast 1999 წლის 10 ნოემბერი ალენ აივერსონი
NBA 2K1 Visual Concepts Sega Dreamcast 2000 წლის 1 ნოემბერი ალენ აივერსონი
NBA 2K2 Visual Concepts Sega Dreamcast, GameCube, PS2, Xbox 2001 წლის 24 ოქტომბერი ალენ აივერსონი
NBA 2K3 Visual Concepts Sega PS2, Xbox, GameCube 2002 წლის 7 ოქტომბერი ალენ აივერსონი
ESPN NBA Basketball Visual Concepts Sega PS2, Xbox 2003 წლის 21 ოქტომბერი ალენ აივერსონი
ESPN NBA 2K5 Visual Concepts Sega PS2, Xbox 2004 წლის 28 სექტემბერი ბენ უალასი
NBA 2K6 Visual Concepts 2K Sports PS2, Xbox, Xbox 360 2005 წლის 26 სექტემბერი შაკილ ო'ნილი
NBA 2K7 Visual Concepts 2K Sports PS2, PS3, Xbox, Xbox 360 2006 წლის 25 სექტემბერი შაკილ ო'ნილი
NBA 2K8 Visual Concepts 2K Sports PS2, PS3, Xbox 360 2007 წლის 2 ოქტომბერი კრის პოლი
NBA 2K9 Visual Concepts 2K Sports Windows, PS2, PS3, Xbox 360 2008 წლის 7 ოქტომბერი კევინ გარნეტი
NBA 2K10 Visual Concepts 2K Sports PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 2009 წლის 6 ოქტომბერი კობი ბრაიანტი
NBA 2K11 Visual Concepts 2K Sports PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 2010 წლის 5 ოქტომბერი მაიკლ ჯორდანი
NBA 2K12 Visual Concepts 2K Sports iPad, iPhone, PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 2011 წლის 4 ოქტომბერი მაიკლ ჯორდანი, ლარი ბირდი, მეჯიკ ჯონსონი
NBA 2K13 Visual Concepts 2K Sports Windows, Xbox 360,PC PS3, PS2,PSP, Wii, Wii U 2012 წლის 2 ოქტომბერი დერიკ როუზი, კევინ დურანტი, ბლეიკ გრიფინი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]