Mustang Jeans

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mustang jeans
დაფუძნდა 2 მაისი, 1932
პროდუქცია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, საათები, სხვ. აქსესუარები...
თანამშრომელი 400 კაცი
საიტი www.mustang-jeans.com

მუსტანგი (Mustang) — ჯინსების მწარმოებელი გერმანული ბრენდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ს ფარგლებს გარეთ პირველი ჯინსი შეიქმნა პატარა ტანსაცმლის ფაბრიკაში - L. Hermann (ლ. ჰერმანი), კიუნცელსაუში, სამხრეთ გერმანიაში. დღეისათვის იგივე ოჯახი უდგას სათავეში კომპანია მუსტანგს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე და პოპულარული ჯინსის ბრენდია და ყიდის ხარისხიან საქონელს მსოფლიო მასშტაბით. მათ პროდუქციას, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე სცენაზე უპირატესობას ანიჭებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ბიორკი, ჯონ ბონ ჯოვი, ჯგუფი სკორპიონსი.

დაარსებიდან დღემდე კომპანია მყიდველს არა მარტო სთავაზობს სხვადასხვა სახის საქონელს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავეულობა, ჩანთები, ქამრები და სხვ., საათები, ძვირფასეულობა, წინდები, კოსმეტიკა), ეს ბრენდი ასევე უამრავი დაუჯერებელი ისტორიის წყაროა, მაგალითად როგორ უკვეთავდნენ 23,000 ჯინსს დღეში და სხვ.

Mustang - ევროპული ჯინსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდგომ, რაც ჰერმანების ოჯახის ხე-ტყის ბიზნესი ჩავარდა, ლუისმა გადაწყვიტა დაეარსებინა ტანსაცმლის ფაბრიკა, პატარა სამკერვალო, სახელად L. Hermann, კიუნცელსაუში (სამხრეთ გერმანია). 1932 წლის 2 ივლისიდან ფაბრიკამ დაიწყო სამუშაო ტანსაცმლის დამზადება. 1945 წელს ლუისის ვაჟი - როლფ ჰერმანი და სიძე - ალბერტ ზეფრანეკი უერთდებიან კომპანიას. ომის შემდგომ, ოჯახს უჭირს ბიზნესის გაგრძელება და იძულებულია გამოიყენოს ყველა სახის მატერია პროდუქციის დასამზადებლად. ნამდვილი პოპულარობა ბრენდს წილად ხვდა დაარსებიდან 17 წლის შემდგომ, 1949 წელს, როდესაც კომპანიის მფლობელმა - ალბერტ ზეფრანეკმა გადაწყვიტა პირველი ევროპული ჯინსის შექმნა. ეს შეძლო კიდეც და მოახდინა უდიდესი რევოლუცია ევროპული მოდის ინდუსტრიაში. სწორედ გერმანელები იყვნენ პირველები, რომლებმაც ევროპაში ამერიკული ოცნების განხორციელება შეძლეს. მათ პირველად შექმნეს მსოფლიოში ჯინსი ქალებისთვის 1953 წელს, ხოლო 1961 წელს ჯინსი "stretch". დღეისათვის მუსტანგის მარკის დაახლოებით 20,000 ჯინსი იყიდება დღეში ამავე ბრენდის სხვა სახის პროდუქციასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mustang_Jeans&oldid=4409417“-დან