Mozilla Foundation
| Mozilla Foundation | |
|---|---|
![]() |
|
| ტიპი: | არაკომერციული ორგანიზაცია |
| დაფუძნდა: | 2003 წლის 15 ივლისს |
| მდებარეობა: | მაუნთინ-ვიუ, აშშ, კალიფორნია |
| დარგი: | ინტერნეტი |
| პროდუქცია: | Mozilla Firefox |
| შვილობილები: | Mozilla Corporation Mozilla Messaging |
| ვებ-გვერდი: | www.mozilla.org |
| Firefox (კატეგორია) |
|---|
| Mozilla |
|
ფონდი • კორპორაცია |
| აღწერა |
| ასევე იხილეთ |
|
Flock • Gnuzilla • GNU IceCat • IceApe |
| ისტორია და წინამორბედები |
|
Mozilla Application Suite |
|
|
Mozilla Foundation — არაკომერციული ორგანიზაცია, შექმნილი პროექტ Mozilla-ს მიერ უზრუნველყოფისა და მართვისათვის. ეს ორგანიზაცია ამყარებს შექმნის პოლიტიკას, ექსპლუატაციას უწევს პროექტისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას, აკონტროლებს საქონლის ნიშნებს და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას. Mozilla Foundation არის შვილობილი კომანიის Mozilla Corporation-ის ნათესავი კომპანია, რომელიც სამუშაოს აძლევ Mozilla-ს მრავალ შემქმნელს და კოორდინაციას უწევს Mozilla Firefox ბრაუზერის, საფოსტო კლიენტის Mozilla Thunderbird და Mozilla Messaging-ის გამოშვებას, რომელსაც ამუშავებს Thunderbird 3. Mozilla Foundation ბაზირებულია მაუნთინ-ვიუში, აშშ-ს შტატში კალიფორნიაში.
Mozilla Foundation საკუთარ თავს ახასიათებდა, როგორც „არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია არჩევანის საშუალების შენახვა და ქსელში სიახლეების სტიმულირება“.
ისტორია [რედაქტირება]
„ბრაუზერების ომში“ დამარცხების შემდეგ 1998 წლის 22 იანვარს Netscape Communications Corporation-ის პრეს-რელიზში ანონსირებული იყო ბრაუზერის კოდის საწყისი Netscape Communicator 5, რომელიც აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კოდის ნულიდან დაწერაზე. ენთუზიაზისტთა ჯგუფმა ღია კოდის ბაზაზე შექმნა ახალი პროექტი სახელით - Mozilla. ბრაუზერ Netscape-ის პირველი ვერსიის შიდა კოდური სახელის პატივსაცემად.
1998 წლის 23 თებერვალს Netscape-მა შექმნა Mozilla Organization Mozilla Suite-ის კოორდინაციისათვის. ორგანიზაცია შედგებოდა კომპანია Netscape-ის პროგრამისტებისაგან, თუმცა ისინი იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები. Mozilla Organization ამტკიცებდა, რომ ბრაუზერ Mozilla-ს შექმნა მიდიოდა ტესტური მიზნებისათვის და არა მომხმარებელთათვის. მოგვიანებით მომხმარებელთათვის გამოშვებულმა ვერსიამ გამოიწვია Communicator-ების ომი. ამ დროისათვის უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ტვირთავდა Mozilla-ს „ოფიციალურ კრებულს“.
Mozilla Foundation შეიქმნა იმისათვის, რომ უზრუნველყო Mozilla-ს გადარჩენა Netscape-ის ჩარევის გარეშე, მას შემდეგ, რაც America Online (AOL) (Netscape-ს მშობელი კომპანია)-მა შესამჩნევად შეამცირა თავისი მონაწილეობა Mozilla Organization-ში. AOL-მა ხელი შეუწყო Mozilla Foundation-ის შექმნას, მათთვის კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტელექტუალური საკუთრების გადაცემით და შექმნა 3 კაციანი ჯგუფი ორგანიზაციის შექმნის პირველი სამი თვისთვის, რათა მათ გადაეკახათ გარდატეხის პერიოდი. AOL დაპირებას იძლეოდა, რომ ის შესწირავდა 2 მილიონ დოლარს Mozilla Foundation-ს 2 წლის მანძილზე.
Mozilla Corporation [რედაქტირება]
2005 წლის 3 აგვისტოს Mozilla Foundation-მა შექმნა შვილობილი კომანია Mozilla Corporation, რომელსაც გადასცა Mozilla Firefox-ის და Mozilla Thunderbird-ის დამუშავებისა და გავრცელების ფუნქცია. Mozilla Corporation-მა თავის თავზე აიღო პროგრამის გამოშვების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის პასუხისმგებლობა. ის ასევე მართავს ბიზნესს. Mozilla Foundation-სგან განსხვავებით, Mozilla Corporation არის გადასახადების გადამხდელი, რომელიც მას აძლევს დიდ თავისუფლებას ფულად რესურსებსა და საქმიანობის სახის არჩევაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- About the Mozilla Foundation
- 2005 presentation about the Mozilla Foundation
- Press release about the creation of the Mozilla Foundation
- Details about the reorganization caused by the formation of the Mozilla Corporation
- Trademarks and Licenses Policy
- Donate to the Mozilla Foundation
- mozilla.org Staff Members
- mozilla.org Staff Meeting Minutes
სტატიის 