Mortal Kombat

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mortal Kombat
სერიის ლოგოტიპი
სერიის ლოგოტიპი
ჟანრი: საბრძოლო
დეველოპერ(ებ)ი: NetherRealm Studios (ყოფილი Midway Games Chicago)
გამომცემელი: Midway Games (1992–2011)
Warner Bros. Interactive Entertainment (2009-დღემდე)[1]
საიტი: http://www.themortalkombat.com

Mortal Kombat, შემოკლებით MK — ფანტასტიკური ჟანრის ორთაბრძოლების ამსახველი სერია, რომლის ავტორები არიან ედ ბუნი და ჯონ ტობიასი. თავდაპირველად სერიას ქმნიდა Midway Games. წლების განმავლობაში თამაშს სხვა ფირმებიც უშვებდნენ, თუმცა 2009 წლიდან მისი მფლობელი Warner Bros. Interactive Entertainment არის.[2]

სერიაზე მუშაობა დაიწყო ჟან-კლოდ ვან დამის ტიპაჟის მიხედვით. ეს იდეა ჩავარდა, მაგრამ მოხდა სერიის გადატვირთვა და წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ ძირითად ვიდეოთამაშებს, არამედ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებს, კომიქსების წიგნებს, ბარათების თამაშს და სხვა პროდუქციას.

თამაშების ძირითადი ეპიზოდებია Mortal Kombat, Mortal Kombat II, Mortal Kombat 3, Ultimate Mortal Kombat 3 და Mortal Kombat Trilogy. ყველა ეს ეპიზოდი შემუშავებული იქნა ორგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. მონაწილეები იყენებდნენ ხუთ სხვადასხვა საბრძოლო ილეთს.

სერია გამოირჩევა სისხლიანი სცენების დიდი რაოდენობით. თაყვანისმცემლებში განსაკუთრებით პოპულარულია მეტოქის საბოლოო განადგურების მეთოდი Fatality (ფათალურობა). იგი სრულდება ღილაკების გარკვეული კომბინაციის აკრეფის შემდეგ და გამოირჩევა მეტოქის მიმართ გამორჩეული ილეთის გამოყენებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mortal_Kombat&oldid=2621708“-დან