Misfits

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Misfits
ჯგუფი Misfits ჩილეში, 2010 წლის მაისის კონცერტზე
ჯგუფი Misfits ჩილეში, 2010 წლის მაისის კონცერტზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰორორ პანკი, ჰარდკორ პანკი, მძიმე მეტალი
აქტიური 1977–1983, 1995–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Plan 9, Caroline, Roadrunner, Misfits
ასოციაციები The Undead, Black Flag, Samhain, Kryst the Conqueror, Danzig, Dr. Chud's X-Ward, Gorgeous Frankenstein, Graves, Gotham Road, Ramones, Osaka Popstar, Murphy's Law
საიტი Misfits.com
წევრები
ჯერი ონლი
დეზ კადენა
ერიკ არკი

Misfitsამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსებული 1977 წელს ნიუ-ჯერსიში. მას ხშირად მიაწერენ ჰორორ პანკის, სისხლიანი პანკ-როკის და იმ ქვეჟანრების მამობას, რომლებზეც გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმებმა და წარმოდგენებმა. ჯგუფი დააარსა ვოკალისტმა და სიმღერების ავტორმა გლენ დანზინგმა, შემოიერთა რა ბასისტი ჯერი ონლი. ჯგუფმა თავდაპირველი შემადგენლობა ექვსი წლის მანძილზე შეინარჩუნა. ამ დროის განმავლობაში მათ გამოუშვეს რამდენიმე EP, სინგლი და, ონლის ძმასთან, დოილთან ერთად გიტარაზე, ალბომები Walk Among Us (1982) და Earth A.D./Wolfs Blood (1983). ორივე მათგანი ადრეული 1980-იანების ჰარდკორ პანკის მოძრაობის ნაწილად ითვლება. ჯგუფი დაიშალა 1983 წელს და დანზინგმა ჩამოაყალიბა ჯერ ჯგუფი სამაიანი, ხოლო შემდეგ - დანზინგი. ჯგუფის დაშლის შემდეგ რამდენიმე ალბომი ხელახლა გამოიცა. გამოიცა ასევე მანამდე გამოუცემელი მასალაც, რის შემდეგაც ჯგუფი გავლენიანი გახდა გვიანი 1990-იანებისა და ადრეული 2000-იანების პანკ-როკში, მძიმე მეტალსა და ალტერნატიულ როკში.

სასამართლო მოსმენების სერიების შემდეგ დანზინგთან ონლიმ და დოილმა მოიპოვეს უფლება, ჩაეწერათ და შეესრულებინათ კონცერტებზე კვლავ Misfits-ის სახელით. მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფის ახალი ვერსია 1995 წელს ვოკალისტ მაიკლ გრეივზთან და დრამერ დოკტორ ჩადთან ერთად. Misfits-ის მუსიკა ამ შემადგენლობით უფრო მძიმე მეტალისკენ იხრებოდა. ჯგუფმა გამოუშვა ალბომები American Psycho (1997) და Famous Monsters (1999) სანამ კვლავ უთანხმოება არ მოხდა ჯგუფში 2000. ჯერი ონლიმ გადაიბარა ვოკალისტობა და შემოიერთა ბლეკ ფლეგის ყოფილი გიტარისტი დეზ კადენა და რამონესის ყოფილი დრამერი მარკი რამონე Misfits-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნესათვის. ამ შემადგენლობამ გამოუშვა ქავერ ალბომი Project 1950 და რამდენიმე წელი გაატარა ტურნეებში. 2005 წელს რამონე ჩაანაცვლა რობომ, რომელიც უკრავდა ბლეკ ფლეგში ადრეულ 1980-იანებში და Misfits-ის დრამერიც იყო 1982-1983 წლებში. ამ შემადგენლობამ გამოუშვა სინგლი Land of the Dead 2009 წელს. ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა გეგმავს ახალი ალბომის გამოშვებას სახელწოდებით The Devil's Rain.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Misfits-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სტივენ ბლაში (2001). American Hardcore: A Tribal History. ნიუ-იორკი: Feral House. ISBN 0-922915-71-7. 

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. Static Age ჩაიწერა 1978 წელს, მაგრამ სრულად არ გამოსულა 1996 წლამდე, როგორც Misfits-ის სასაჩუქრე ყუთის ნაწილი. ცალკე ალბომად მხოლოდ 1997 წელს გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Misfits&oldid=2767220“-დან