Minstrel in the Gallery

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Minstrel in the Gallery
ალბომის Minstrel in the Gallery ყდა
Minstrel in the Gallery
გამოცემის თარიღი 5 სექტემბერი 1975 (ბრიტანეთი)
ჩაწერის თარიღი 1974 - 1975
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 44 წთ 50 წმ
ლეიბლი Island Records (ბრიტანეთი)
Chrysalis/Capitol (აშშ)
პროდიუსერი იენ ანდერსონი
ქრონოლოგია: ჯეთრო ტალი
War Child
(1974)
Minstrel in the Gallery
(1975)
M.U. - The Best Of Jethro Tull
(1976)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Rolling Stone არასასურველი[2]
გიორგი სტაროსტინი 5/10 stars
(საერთო რეიტინგი: 8/15)[3]
The Daily Vault B[4]

Minstrel In The Gallery — ჯგუფ ჯეთრო ტალის რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1975 წელს. ის ჩაწერილია მონტე კარლოში, ადგილობრივი რადიოს დიდ ოთახში,რომელიც ერთი მხრიდან აივანზე გადიოდა. იენ ანდერსონი, მისი თქმით,ხშირად გადიოდა ამ აივანზე ხმის გასასინჯად ან თავისი აკუსტიკური გიტარის ჟღერადობის გასასწორებლად.აქედან დაერქვა ალბომს ეს სახელი (ალბომის გარეკანზეც სწორედ ამ აივანზე გადაღებული ფოტოა).

ანდერსონის თქმით, Minstrel In The Gallery მისი წინამორბედი ალბომის, War Child-ის ორკესტრული ჟღერადობის გაგრძელებაა, თუმცა უკვე უფრო დეტალური და შესაძლოა, უფრო სერიოზული თემებით სიმღერის ტექსტებისათვის. მუსიკოსი იმასაც აღნიშნავს,რომ ეს შესაძლოა ჯგუფის ყველაზე აკუსტიკურად ორიენტირეული ალბომია,რომელშიც საკმაოდ რთული იყო მძიმე,ჟღერად ინსრუმენტებთან ერთად ფლეიტისა და იენის აკუსტიკური გიტარის გამოყენება.სიმღერაში Baker Street Muse,რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილადაა გაყოფილი: ( a) Pig-Me And The Whore ; b) Crash-Barrier Waltzer; c) Mother England Reverie). საუკეთესოდ გამოჩნდა ასეთ განსხვავებულ მუსიკალურ ჟღერადობათა გაერთიანების როგორც დადებითი მხარე,ასევე მისი სისუსტეებიც.

2002 წელს გამოიცა Minstrel In The Gallery-ის ციფრული რე-მასტერი, მასში შეტანილი დამატებითი სიმღერები ჯგუფმა ძირითადად ალბომის სესიების დროს ჩაწერა,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისინი სტუდიური ალბომის საბოლოო ჩანაწერში ვერ მოხვდა. იენ ანდერსონმა Minstrel in the Gallery-ს ეს რე-მასტერი ჯგუფის ყოფილ ბას გიტარისტს, ჯეფრი ჰემონდ ჰემონდს მიუძღვნა, რომელმაც ამ ალბომის დასრულების შემდეგ სამუდამოდ მიატოვა ბას გიტარა და დაუბრუნდა თავის პირველ გატაცებას, ხატვას.

სექციების სია

სიმღერების სია [რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია იენ ანდერსონი, გარდა სიმღერისა „Minstrel in the Gallery“ (ანდერსონი/მარტინ ბარე).

მხარე 1 [რედაქტირება]

  1. Minstrel in the Gallery (ანდერსონი, ბარე) – 8:13
  2. Cold Wind to Valhalla – 4:19
  3. Black Satin Dancer – 6:52
  4. Requiem – 3:45

მხარე 2 [რედაქტირება]

  1. One White Duck / 010 = Nothing At All – 4:37
  2. Baker St. Muse – 16:39
    1. Baker Street Muse
    2. Pig Me and the Whore
    3. Nice Little Tune
    4. Crash Barrier Waltzer
    5. Mother England Reverie
  3. Grace – 0:37

დამატებები [რედაქტირება]

ალბომის რემასტერინგს ახლავს დამატებითი სიმღერები და ანოტაციები.

  1. Summerday Sands – 3:44
  2. March the Mad Scientist – 1:48
  3. Pan Dance – 3:25
  4. Minstrel in the Gallery — ცოცხალი – 2:11
  5. Cold Wind to Valhalla — ცოცხალი – 1:32

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. Album review Jethro Tull Minstrel in the Gallery საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 14 December 2011
  2. Costa, Jean-Charles (6 November 1975). Album review Jethro Tull Minstrel in the Gallery. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 14 December 2011.
  3. Starostin, Georgiy. Minstrel in a Gallery review, by G. Starostin. http://starling.rinet.ru/music/index.htm (Only Solitaire: George Starostin's Music Reviews).
  4. Thelen, Christopher (2012 [last update]). The Daily Vault Music Reviews: Minstrel In The Gallery. dailyvault.com. წაკითხვის თარიღი: 30 August 2012.